„ლივერპული“ ჯუდ ბელინგემის შეძენას 100 მილიონ ევროდ გეგმავს #1TVSPORT
„ლივერპული“ მზად არის, „დორტმუნდის“ 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელინგემი მერსისაიდელების უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ გერმანული კლუბი მის ტრანსფერში 150 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ინგლისური კლუბისთვის მიუღებლად დიდი თანხაა.
აღასანიშნავია, რომ ბელინგემის გადაბირება სხვა ევროპულ გრანდებსაც სურთ, მათ შორის: „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „ჩელსისა“ და „რეალს“.
19 წლის ინგლისელს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – ჯუდ ბილინგემმა „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 19 მატჩი გამართა, გაიტანა 9 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.