„ლივერპული“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას აპირებს
„ლივერპული“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას აპირებს

„მილანის“ მეკარით ჯანლუიჯი დონარუმათი „ლივერპული“ დაინტერესდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტს არასაიმედო ლორის კარიუსისა და სიმონ მინოლეს შემცვლელი სჭირდება, მაგრამ ლივერპულელებს სატრანსფერო თანხა არ მოსწონთ – „მილანი“ 70 მილიონ ევროს ითხოვს, ინგლისური კლუბის მაქსიმალური შეთავაზება კი 40 მილიონი ევროა.

19 წლის მეკარის გადაბირება ევროპული ფეხბურთის სხვა გრანდებსაც სურთ. თავის მხრივ, დონარუმას შენარჩუნებას ცდილობს „მილანი“. რაც შეეხება თავად მეკარეს, მას ისეთ კლუბში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.