„ლივერპული“ „სევილიას“ მცველ დიეგო კარლოსით დაინტერესდა, – იუწყება Estadio Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას დაცვის ზახის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ სატრანსფერო პრიორიტეტად ბრაზილიელი ფეხბურთელი განიხილება.
დიეგო კარლოსი 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. იგი „სევილიაში“ გასულ წელს „ნანტიდან“ გადავიდა და ეს ტრანსფერი ესპანელებს 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.
მიმდინარე სეზონში დიეგო კარლოსმა 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.