ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი „ლივერპული” ინტერესს გამოთქვამს „ბარსელონას” ფორვარდის უსმან დემბელეს მიმართ.
ფრანგის თამაში მოსწონს ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს. მერსისაიდული კლუბი შეეცდება ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაფორმებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლივერპული” ვერ შეძლებს „ლაიპციგის” ფორვარდის ტიმო ვერნერის შეძენას.
ასევე დემბელეს გარშემო სიტუაციას აკვირდება „იუვენტუსი”.
23 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა 2019-20 წლების სეზონის დიდი ნაწილი.