„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ, შესაძლოა კარიერა „ლივერპულში“ გააგრძელოს. „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეატყობინა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ დაინტერესებულია 22 წლის ფრანგის მიწვევით, – წერს „დიარიო სპორტი“ (Diario Sport).
დემბელე განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი აქტივი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის ესპანეთში დასაბრუნებლად, მაგრამ ამასთან, „ბარსელონა“ წინააღმდეგი არ არის მოლაპარაკებები აწარმოოს მერსისაიდელებთან.
აღნიშნავენ, რომ უკვე დიდი ხანი კატალონიელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დემბელეს საქციელის მიმართ. კერძოდ, ფრანგი რეგულარულად აგვიანებს გუნდის ვარჯიშებზე.
პოტენციური ტრანსფერი შეფასებულია 105 მილიონ ევროდ. მსოფლიო ჩემპიონის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
2018-2019 წლების სეზონზე დემბელემ „ბარსელონაში“ 42 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.