„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ“.
„ინტერი“ არ არის დაინტერესებული ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვით, მაგრამ „ლივერპული“ მზადაა გადაიხადოს 70 მილიონი ევრო. ასეთმა წინადადებამ, შესაძლოა, გადააფიქრებინოს მილანურ კლუბს. ბარელას გუნდში ხილვა პირადად სურს „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს.
ბარელა ევროპის ჩემპიონი გახდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. მან ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.