„ლივერპული" არ შეიყვანს კარიუსს განაცხადში და არც ვარჯიშებზე დაუშვებს
გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი, დიდი ალბათობით, აღარსოდეს ითამაშებს „ლივერპულის” შემადგენლობაში.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, კლუბში არ მოიწონეს „ბეშიქთაშის” საქციელი, რომელმაც 26 წლის ფეხბურთელთან საიჯარო კონტრაქტი გაწყვიტა და წლის დასაწყისიდიან მოყოლებული, ხელფასი არ გადაუხადა, მაგრამ „ლივერპული” არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანს დაბრუნებულ კარიუსს განაცხადში და არც გუნდთან ერთად ვარჯიშებზე დაუშვებს მას.
„ლივერპულის” ხელმძღვანელთა გეგმებშია – ფეხბურთელისთვის დასვენების საშუალების მიცემა და ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება.
გერმანელის კონტრაქტი „ლივერპულთან” 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.