LIVE FEED - მეორე და მესამე ტური
LIVE FEED - მეორე და მესამე ტური

28 ივნისი

18:00 – G ჯგუფი           ინგლისი 0-1 ბელგია
22:00 – G ჯგუფი           პანამა 1-2 ტუნისი

00:10 – ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულებულია და ყველა მერვედფინალური წყვილი ცნობილია. ხვალ ერთდღიანი პაუზაა და მატჩები 30 ივნისიდან განახლდება, როდესაც პირველ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა, მეორეში კი ურუგვაი და პორტუგალია დაუპირისპირდებიან. ასე რომ, ზეგამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.

90+5′ – დასრულდა პარალელური მატჩიც, რომელშიც ტუნისმა პანამა დაამარცხა.

90+3′ – მატჩი დასრულდა და ბელგიის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიელები მერვედფინალში იაპონიას შეხვდებიან, ინგლისელები – კოლუმბიას.

90+1′ – ძირითად დროს 3 წუთი დაემატა.

75′ – ბელგიელი ფეხბურთელები ტემპის დადგებას ცდილობენ. ეს ანგარიში მათ სავსებით აკმაყოფილებთ.

66′ – გოოოოოოოლ!!! გოლ გოლ გოლ გოლ გოოოოოლ!!! ტუნისი წინ გადის!!! უაჰბი ხაზრიიიიიიიიი!!!

65′რა მომენტიიი!!! რეშფორდის დარტყმული კურტუამ მოიგერია. 

51′ გოოოოოოოოოოოოოლ!!! ტუნისმა გაათანაბრა პარალელურ მატჩში. ბენ იუსსეფ!!!

51′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!!! გოოოოოოოოლააააააასოოოოოოო!!!! იანუზაიიიიიი!!!! ბელგია წინ გადის! ულამაზესი გოლი!

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

 

45′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

33′ყვითელი ბარათი დენდონკერს.

33′გოოოოოოოოოოოოოლ!!! პანამამ გაიტანა! ხოსე ლუის როდრიგესსსს!!! 

27′ – კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ინგლისის კართან: ფელაინიმ საჯარიმოში ბურთი მოიხელთა (თუ მოიფეხთა?) და დაარტყა კიდეც, მაგრამ მეკარეს ალექსანდერ-არნოლდი დაეხმარა და ბურთი კარში არ შეუშვა.

25′ – მატჩი დამშვიდდა და ტემპიც დავარდა, თუმცა გუნდებს აშკარად ეტყობათ, რომ პირველი ადგილი მათთვის მნიშვნელოვანია. ბელგია უფრო უნდა გააქტიურდეს, ინგლისს ფრეც აწყობს.

19′ყვითელი ბარათი ტილემანსს.

10′ – კინაღამ გაიტანა ბელგიამ! ბაჩუაის თავური პიკფორდმა თითქოს დაიჭირა, მაგრამ ისევ გაუვარდა ხელიდან და სიტუაცია ძალიან დაიძაბა. პანიკისმაგვარი იყო და გადარჩა ინგლისი.

მეკარის შეცდომის შემდეგ გერი კეიჰილს კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი. ინგლისი სწრაფ გოლს გადარჩა.

06′ – გუნდებმა უკვე გაცვალეს სახიფათო მომენტები. საინტერესოდ დაიწყო თამაში.

01′ – მატჩები დაიწყო.

21:55 – სანამ ფეხბურთელები მოედანზე გამოდიან, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბელგიისა და ინგლისის ნაკრებებს, ერთნაირი რაოდენობის ქულების გარდა, გატანილი და გაშვებული ბურთებიც მაჩვენებელიც ერთნაირი აქვთ. ამიტომ, ფრის შემთხვევაში, ადგილები ყვითელი ბარათების რაოდენობის მიხედვით განაწილდება. ამ მომენტისთვის ბელგიას ინგლისზე ერთით მეტი ყვითელი ბარათი აქვს და თუ ეს სტატუს-ქვო შენარჩუნდა, ფრის შემთხვევაში პირველ ადგილზე ინგლისი გავა.

21:50 – მატჩი ქალაქ კალინინგრადის სტადიონზე იმართება.

21:45 – სასტარტო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი, როუზი, დაიერი, სტოუნსი, ვარდი, კეიჰილი, ჯონსი, დელფი, რაშფორდი, ლოფტუს-ჩიკი, ალექსანდერ-არნოლდი
ბელგია: კურტუა, ფერმელენი, ფელაინი, ტორგან აზარი, ტილემანსი, იანუზაი, დემბელე, ბოიატა, ბაჩუაი, შადლი, დენდონკერი

21:40 – ინგლისი და ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. მათი პირველი დაპირისპირება 1954 წელს, გერმანიაში გამართულ მუნდიალზე შედგა, მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ანგარიშით 4-4 დასრულდა. მეორედ ეს იყო 1990 წელს, იტალიაში, და ამჯერად ინგლისმა იმარჯვა 1-0. გარდა ამისა, ბელგია და ინგლისი ევროპის ჩემპიონატზეც შეხვედრიან ერთმანეთს, 1980 წელს. ეს მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

21:35 – ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი ერთიმეორეზე გავლენას ვერ ახდენს. ინგლისი და ბელგია მომდევნო ეტაპზე უკვე გასულები არიან და დღეს პირველი-მეორე ადგილების ამბავს არკვევენ ერთმანეთში, პანამა და ტუნისი კი უკვე გამოეთიშნენ ასპარეზობას, ამიტომ მათი დაპირისპირება უფრო ამხანაგური თამაშის ხასიათს ატარებს. ამიტომ ჩვენი ტექსტური რეპორტაჟი უმეტესწილად პირველი მატჩიდან იქნება და მეორიდან მხოლოდ გოლებს შეგატყობინებთ ხოლმე.

18:00 – H ჯგუფი            იაპონია 0-1 პოლონეთი
18:00 – H ჯგუფი            სენეგალი 0-1 კოლუმბია

90+4′ – ვერ მოასწრეს! სენეგალი ჩემპიონატს გამოეთიშა, მომდევნო ეტაპზე კოლუმბია და იაპონია გავიდნენ.

90+3′ – მატჩი დასრულდა და ახლა იაპონიის ბედი სენეგალის ხელშია. მოასწრებენ აფრიკელები?

90′ – მსაჯის მიერ დამატებული წუთები წავიდა ორივე მატჩში.

88′ – ლევანდოვსკის ამ ტურნირზე ჯერ არ გაუტანია. ხუთიოდე წუთი რჩება, რომ ეს ერთხელ მაინც მოახერხოს.

81′ – ამასობაში იაპონია მეორე გოლს გადარჩა! ამ სიტუაციაში მომდევნო ეტაპზე იაპონია და კოლუმბია გადიან, მაგრამ საკმარისია სენეგალმა ანგარიში გაათანაბროს, რომ უკვე იაპონია გადადის გასავარდნ ზონაში.

79′ – მომენტს მომენტზე ქმნის სენეგალი! ისმაილას ჰქონდა ორი კარგი მომენტი.

77′ – სენეგალი შეტევაში წავიდა და ორი სახიფათო მომენტი შექმნა. ორივე შემთხვევაში მეკარე ოსპინამ იყოჩაღა. გამოეთიშება თუ არა ერთადერთი დარჩენილი აფრიკული გუნდი ჩემპიონატს დღეს?

74′გოოოოოოოოოოოოლ!!! ჯერი მინააააა!!!! კოლუმბია წინ გადის!!! ახლა უკვე სენეგალი რჩება ჯგუფში, იაპონია დაკოლუმბია კი შემდეგ ეტაპზე გადიან!!!   

59′ გოოოოოოოოოოოოოლ!!!! ბედნარეეეეეეეეკ!!! პოლონეთმა გაიტანა და ქვეჯგუფში ყველაფერი ყირაზე დააყენა!!! კოლუმბია ახლა ფრის შემთხვევაშიც გადის მომდევნო ეტაპზე, ისევე როგორც სენეგალი, იაპონია კი ჯგუფში რჩება!

 

51′ – ყვითელი ბარათი მბაიე ნიანგს.

50′ – კოლუმბიამ ტემპს უმატა, მაგრამ რეალურს ჯერ-ჯერობით ვერაფერს ქმნის.

46′ – მეორე ტაიმები დაიწყო.

18:50 – ორ თამაშში მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტი ვიხილეთ, როდესაც იაპონელმა მეკარემ მკვდარი ბურთი აიღო. სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა. იმედია მეორე ტაიმები უკეთესი იქნება.

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

43′ – კოლუმბიელთა შეტევებს ორგანიზაცია აკლია. სენეგალი უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

39′ – სენეგალის მწვრთნელმა კოლუმბიისა და პოლონეთის მატჩი ყურადღებით გააანალიზა და შესაბამისი დასკვნები გააკეთა, როგორც ჩანს. ხამესის პირველივე ტაიმში შეცვლა ამის დასტურია.

32′რა ბურთი აიღო კავაშიმამ!!!! გროსიცკი ურტყამდა თავით.

31′ – ხამესის ნაცვლად მურიელი ითამაშებს.

27′ – სენეგალის პასუხი: სადიო მანეს კარგი თამაში და ბალდე კეიტას დარტყმა. მეკარე ადგილზეა.

25′ – სახიფათო ჯარიმა კოლუმბიელტა შესრულებით, მაგრამ სამი შემტევი აღმოჩნდა ოფსაიდში.

24′ – სენეგალი უფრო აქტიურობს თავდასხმაში, რაც ძალიან უცნაურია.

21′ – კუთხური პოლონეთის შესრულებით და გლიკი ურტყამდა თავით. კავაშიმა ადგილზეა.

18′ – ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა ჩათვალა, რომ მცველი ჯერ ბურთს შეეხო და მხოლოდ ამის შემდეგ – თავდამსხმელის ფეხს. პენალტი გაუქმდა.

17′ – პენალტი სენეგალის ნაკრების სასარგებლოდ!!! ვიდეგამეორება ჩაირთო საქმეში.

13′ – იაპონია სახიფათოდ უტევს. ოკაზაკი ურტყამდა ძლიერად, მეკარემ აიღო. როგორც ჩანს, იაპონელები ხევის პირას სიარულს არ აპირებენ და გოლის გასატანად მიიწევენ.

13′ – კარგი დარტყმა, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.

11′ – სახიფათო ჯარიმა ინიშნება სენეგალის კარის მიმართულებით. ხამესი წააქციეს.

08′ – მეორე მატჩიც დინჯად მიდის. პოლონეთი მხოლოდ ღირსებისთვის თამაშობს, იაპონიას კი ფრეც სავსებით აკმაყოფილებს. პოლონეთის გოლი მატჩს დაძაბავდა. ვნახოთ.

05′ – მატჩი ნელ ტემპში დაიწყო და რეალური ჯერ არაფერი შექმნილა. კოლუმბიელებს უფრო მართებთ გააქტიურება და ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ.

01′ – მატჩები დაიწყო!

17:50 – ამ ქვეჯგუფში ბევრი სამარჩიელო არაფერია და ყველაფერი ძალიან მარტივადაა: სენეგალს და იაპონიას ფრეც აძლევთ ხელს, კოლუმბიას – მხოლოდ გამარჯვება.

17:45 – სასტარტო შემადგენლობები:

სენეგალი: ხ. ნდიაიე, კულიბალი, განა, ს. სანე, შ. კუიატე, მანე, საბალი, ისმაილა, ნიანგი, კეიტა ბალდე, გასამა
კოლუმბია: ოსპინა, არიასი, კარლოს სანჩესი, ფალკაო, ხამესი, კუადრადო, ჯერი მინა, მატეუს ურიბე, ხოან მოხიკა, ხუან კინტერო, დავინსონ სანჩესი

17:40 – სასტარტო შემადგენლობები:

იაპონია: კავაშიმა, ნაგამოტო, შიბასაკი, ოკაზაკი, უსამი, მუტო, იამაგუჩი, ჰ. საკაი, მაკინო, გ. საკაი, იოშიდა
პოლონეთი: ფაბიანსკი, იედჟეჩიკი, ბედნარეკი, გორალსკი, ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი, გროსიცკი, გლიკი, ბერეშინსკი, ზელინსკი, კურზავა

16:35 – კოლუმბიისთვის ეს მეექვსე მუნდიალია და გუნდი სამჯერ გამოეთიშა ბრძოლას ჯგუფურ ეტაპზე. ეს მოხდა 1962, 1994 და 1998 წლებში. საუკეთესო შედეგს კი კოლუმბიელებმა 2014 წელს მიაღწიეს, როდესაც მეოთხედფინალამდე მივიდნენ. დღეს ამ გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად მოგება სჭირდება.

16:30 – სენეგალი წელს მეორედ მონაწილეობს მსოფლიო თასზე. პირველად ეს აფრიკული გუნდი ფინალურ ეტაპზე 2002 წელს გავიდა და საკმაოდ ხმამაღალი სენსაცია მოახდინა, როდესაც გახსნით მატჩში მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთი დაამარცხა, ჯგუფიდანაც გავიდა, მეოთხედფინალამდე მიაღწია და საერთო ჩათვლაში მე-7 ადგილი დაიკავა. დღეს გუნდს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ფრეც ხელს აძლევს.

16:25 – რაც შეეხებათ იაპონელებს, მათთვის ეს ზედიზედ მეექვსე მუნდიალია და წინა ხუთი ჯერიდან გუნდი ერთის გამოტოვებით გადიოდა მერვედფინალში (1998, 2002, 2006, 2010, 2014). წინა პირველობაზე იაპონიამ ეს ვერ შეძლო და თუ წელს შეძლებს, ეს კანონზომიერება შენარჩუნდება. იაპონიას დღეს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ხელს აძლევს.

16:20 – პოლონეთისთის ეს მერვე მსოფლიოს ჩეპიონატი იყო (უკვე წარსულში ვამბობთ, რადგან დღევანდელი შედეგის მიუხედავად, ამ გუნდისთვის მუნდიალი უკვე დასრულებულია) და აქედან გუნდი ოთხჯერ გამოეთიშა ბრძოლას პირველივე ეტაპზე. ეს მოხდა 1938, 2002, 2006 და 2018 წლებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2010 და 2014 წლებში პოლონელები მუნდიალზე საერთოდ არ იყვნენ, გამოდის, რომ მათთვის ეს ზედიზედ მესამე ჯგუფში ჩარჩენაა.

15:25 – იაპონია და პოლონეთი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ამ გუნდებს შორის მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი გვახსოვს უახლოესი წარსულიდან: 2002 წელს გამართული თამაში იაპონელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

ასეთივე ვითარებაა სენეგალსა და კოლუმბიას შორის, იმ განსხვავებით, რომ ამხანაგური მატჩი ამ გუნდებს ორჯერ გაუმართავთ: 2011 წელს თამაში კოლუმბიამ 2-0 მოიგო, ხოლო 2014 წელს მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

 

27 ივნისი

22:00 – E ჯგუფი             სერბეთი 0-2 ბრაზილია
22:00 – E ჯგუფი             შვეიცარია 2-2 კოსტა-რიკა

00:43 – ორივე მატჩის საუკეთესო მომენტები

90′ – მატჩი დასრულდა.

90′გოოოოოლ!!! კოსტა-რიკამ ისევ გაათანაბრა. 2-2

89′ – პენალტი შვეიცარიის ნაკრების კარში, რომელიც ვიდეოგამეორების შედეგად გაუქმდა.

88′ –  გოოოოლ!!! შვეიცარიელთა სწრაფი იერიში დრმიჩმა ზუსტი დარტყმით დაასრულა!

86′ – ვილიანის პასის შემდეგ ნეიმარი სტოიკოვიჩთან ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა მისთვის ბურთის თავზე გადაგდება აღარ გამოუვიდა

85′ – ფაბიან სჩარმა (შვეიცარია) ყვითელი ბარათი მიიღო და მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს

83′ – ბრაზილიელთა შესანიშნავი კომბინაცია ნეიმარის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

80′ – ფელიპე კაუტინიოს ნაცვლად მოედანზე რენატო აუგოსტო გამოვიდა. ცვლილებაა მეორე შეხვედრაშიც – შაჩირი ლენგმა შეცვალა

78′ – შვეიცარიელთა კარგი იერიშის შემდეგ ბურთი ძელს ხვდება. თავური დარტყმა დრმიჩმა შეასრულა

75′ – კოსტა-რიკელთა კოტრ იერიშის ჩაშლისთვის დენის ზაკარია ყვითელი ბარათით დაისაჯა

72′ – მეორე გაშვებული გოლის შემდეგ სერბეთი თითქოს მოეშვა. ბურთს და თამაშის ტემპს ბრაზილია აკონტროლებს. ფელიპე ლუისის შორეული დარტყმა სტოიკოვიჩმა მოიგერია

68′ გოოოოოოოოოოლ!!! სერბთა შტურმის მოგერიების შემდეგ მატჩის მეორე ბურთი ტიაგო სილვამ გაიტანა

66′ – სერბებს კიდევ ერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ. ბრაზილიელებს საკუთარი კარის დაცვა უჭირთ

65′ – გატანილი გოლის შემდეგ კოსტა-რიკელები გათამამდნენ. ბორხესის შორეული დარტყმა კარს აცდა

63′ –  სერბები გააქტიურდნენ და ტურნირის ფავორიტებს კარგადაც შეუტიეს. ბრაზილია კიდევ ერთ სახიფათო იერიშს გადაურჩა

61′ – ანგარიშის გათანაბრების შანსი სერბებსაც ჰქონდათ! ალისონის შემდეგ გოლის გატანა ტადიჩმა ვერ მოახერხა

56′გოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! კოსტა-რიკა ანგარიშს ათანაბრებს! გოლი ვატსონმა გაიტანა!

53′ – შვეიცარიისა და კოსტა-რიკას დაპირისპირებას 43,319 გულშემატკივარი ესწრება. მეორე ტაიმის პირველ წუთებში ბურთს ევროპელები აკონტროლებენ და მეტოქეს მწვავედ უტევენ

47′ – მატიჩი უხეშობისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა და თუკი სერბები პლეიოფში გავლენ, შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს

23:02 – ორივე მატჩის მეორე ტაიმი დაიწყო

22:48 – პირველი ტაიმი ორივე შეხვედრაში დასრულა

45′ – პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო იწურება. ბრაზილია მეტოქეს მინიმალური ანგარიშით ამარცხებს და ბურთის კონტროლს ახერხებენ. ტაიმს ამ შეხვედრაშიც ორი წუთი დაემატა

45′ – ტაიმის მიწურულს შვეიცარია აქტიურობს, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ნავასი ჭრის. ტაიმს ორი წუთი დაემატა

36′გოოოოოოოოოლ!!!!! ბრაზილია კოუტინიოს პასის შემდეგ პაულინიომ დააწინაურა!

34′ – ბრაზილიელთა კარისკენ მიტროვიჩი ურტყამდა, თუმცა არაზუსტად

33′ – ლიაიჩი ნეიმართან თამაშისას დაჯარიმდა და ყვითელი ბარათი მიიღო

31′ გოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ! შვეიცარია ჯემაილმა დააწინაურა!

29′ – მეკარესთან ერთი-ერთზე გაბრიელ ჟეზუსი დარჩა, თუმცა მან საკმარისად სწრაფად ვერ იმოქმედა და მისი დარტყმა მცველებმა მოიგერიეს

26′ – ნეიმარის დარტყმა სტოიკოვიჩმა მოიგერია

25′ – ნეიმარი პირველივე წუთებიდან აქტიურობს, თუმცა სერბები მის წინააღგმდეგ კარგად ირჯებიან

20′ – ბრაზილიელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ, სერბები თავს იცავენ

19′ –  მარიო გავრანოვიჩს კარგი შანსი ჰქონდა! მისი დარტყმა კარს მცირე მანძლით აცდა

10′ – ბრაზილიის შემადგენლობაში ცვლილებაა. დაშავებული მარსელოს ნაცვლად ფილიპე ლუიში თამაშობს

07′ – მატჩი კოსტა-რიკის შეტევებით დაიწყო. უმოტივაციოდ დარჩენილ გუნდს პრესტიჟისთვის სჭირდება მოგება.

02′ – პირველი მომენტი სერბეთის კართან და კოუტინიოს დარტყმული თამაშგარეში მყოფ გაბრიელ ჟეზუსს მოხვდა.

01′ – მატჩები დაიწყო.

21:50 – ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ, რომ შვეიცარიის ნაკრების ორ ეთნიკურ ალბანელს, ჯერდან შაჩირისა და გრანიტ ჯაკას ფიფა დისკვალიფიკაციას მისცემდა სერბეთთან მატჩის დროს გაკეთებული პოლიტიკური ჟესტების გამო. მიუხედავად ამისა, დღეს ორივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაშია.

ჯერდან შაჩირი (23) მატჩისწინა მოთელვაზე.

21:50 – პირველად ხვდებიან ერთმანეთს მუნდიალზე შვეიცარია და კოსტა-რიკაც. ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ორ ამხანაგურ მატჩში დაპირისპირებიან ერთმანეთს და თითო მატჩი აქვთ მოგებული.

21:45 – ბრაზილია და სერბეთი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან, თუმცა სერბეთის წინამორბედ იუგოსლავიას ‘სელესაო’ სულ ოთხჯერ შეხვდა. პირველად 1930 წელს და ის მატჩი იუგოსლავიამ 2-0 მოიგო, შემდეგ 1950 წელს, როდესაც ბრაზილიამ მოიგო ამავე ანგარიშით, შემდეგ 1954 წელს, როდესაც მატჩი 1-1 დასრულდა და ბოლოს 1974 წელს, როდესაც გოლები საერთოდ არ გასულა – 0-0.

21:30 – ბრაზილიამ დღეს შესაძლოა ერთი უსიამოვნო სერია შეწყვიტოს: მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთგზის ჩემპიონებს ორი მატჩი ზედიზედ 2010 წლის შემდეგ არ მოუგიათ. მაშინ ‘სელესაომ’ ჩრდილოეთ კორეა და კოტ დივუარი დაამარცხა.

არუნა დინდანი (15), იაია ტურე (19) და კაკა (10) 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბრაზილია 3-1 კოტ დივუარი

21:25 – სასტარტო შემადგენლობები:

შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, ემბოლო, ჯაკა, ბეჰრამი, როდრიგესი, ჯემაილი, გავრანოვიჩი, შერი, შაჩირი
კოსტა-რიკა: ნავასი, აკოსტა, გონსალესი, ბორხესი, ოვიედო, კოლინდრესი, ბრაიანი, კემპბელი, გამბოა, ვასტონი, გუსმანი

21:20 – სასტარტო შემადგენლობები:

სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, მიტროვიჩი, ტადიჩი, კოლაროვი, ველკოვიჩი, მილენკოვიჩი, კოსტიჩი, სერგეი, მატიჩი, ლიაიჩი
ბრაზილია: ალისონ ბერეკი, ტიაგო სილვა, მირანდა, კეზემირო, გაბრიელ ჟეზუსი, ნეიმარი, კოუტინიო, მარსელო, პაულინიო, ვილიანი, ფაგნერი

 

18:00 – F ჯგუფი              მექსიკა 0-3 შვედეთი
18:00 – F ჯგუფი              სამხრეთ კორეა 2-0 გერმანია

20:15 – როგორი წარმოუდგენლად არაპროგნოზირებადია ფეხბურთი!!! მილიონი მოსაზრება გაჟღერდა დღეს ამ მატჩებთან დაკავშირებით, მაგრამ გერმანია თუ სამხრეთ კორეასთან წააგებდა, ამას ალბათ ვერავინ იფიქრებდა. მსოფლიოს ჩემპიონმა ჯგუფის აუტსაიდერად მიჩნეულ სამხრეთ კორეასთან 0-2 წააგო და თავის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა. ეს მეექვსე შემთხვევაა მუნდიალების ისტორიაში, როდესაც მოქმედი ჩემპიონი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას. გასულ წლებში იგივე ფიასკო განუცდიათ იტალიას (1950 და 2010), საფრანგეთს (2002), ესპანეთსა (2014) და ბრაზილიას (1966).

90+6′ – დასრულდა მეორე მატჩიც და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტურნირს გამოეთიშა. გერმანიამ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა!

90+3′ – მატჩი დასრულდა, მექსიკამ 0-3 წააგო, მაგრამ მერვედფინალში გადის, რადგან სამხრეთ კორეამ მეორე გოლიც გაუტანა გერმანიას!

90+3′ გოოოოოოოოოოოოლ!!! სამხრეთ კორეამ გაიტანა!!!!! მექსიკას მერვედფინალში გასვლის შანსი გაუჩნდა!!! გერმანია კი ჩემპიონატს ეთიშება!

83′ – მექსიკის გულშემატკივრების დიდი ნაწილი ახლა გერმანია-სამხრეთ კორეის მატჩს უყურებს. იმისთვის, რომ მექსიკა მომდევნო ეტაპზე გავიდეს, გერმანიამ ვერ უნდა მოიგოს.

74′გოოოოოოოოოოოლ!!! ალვარესის ავტოგოლი!!! 3-0 შვედეთის სასარგებლოდ. გერმანიას ერთადერთი გოლი და მოგება სჭირდება ახლა, რომ მერვედფინალში გავიდეს.

68′ – კიდევ ერთი თავური ახლო მანძილიდან და ისევ კორეელთა მეკარე ყოჩაღობს.

62′გოოოოოოოოოოოლ!!! შვედეთის მეორე გოლი!!! ანდრეას გრანკვისტ!! მექსიკას ახლა მხოლოდ სამხრეთ კორეა თუ გადაარჩენს.

60′ – პენალტი მექსიკის კარში! ჩიჩარიტო და კომპანია ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

57′ – გერმანია უნდა გააქტიურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერვედფინალს მიღმა რჩება. ამავე დროს მექსიკასაც არა აქვს თავი ქუდში და მასაც მოუწევს საპასუხო გოლის ძებნა. დაძაბული დღეა დღესაც.

50′ გოოოოოოოოოოოოლ!!!!! შვედეთი წინ გადის!!! ლუდვიგ აუგუსტინსონნნნ!!! ამ შედეგებით გერმანია მერვედფინალში ვერ გადის.

48′ – უიიიიიიი!!!! მომენტი გერმანიას, მაგრამ კორეელთა მეკარემ სასწაული რეაქცია გამოავლინა. იოზილი ორი მეტრიდან ურტყამდა თავით!!

46′ – მეორე ტაიმები დაიწყო.

19:02 – ამ მომენტისთვის ასეთი ვითარებაა: თუ მეორე ტაიმში არაფერი შეიცვალა, მექსიკა და გერმანია გადიან.

19:00 – ბურთის ფლობის შეფარდებაა 79-21 გერმანიის სასარგებლოდ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კორეელები დაცვაში დგანან. მეტიც, მათი შეტევები უფრო სახიფათო იყო და რამდენიმე რეალური მომენტიც შეიქმნა გერმანელთა კართან.

18:55 – პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალბათ ჩიჩარიტოს ‘ხელბურთი’ იქნება და დავა-კამათსაც ბევრს მოვისმენთ. წესების დარღვევა აშკარა იყო (ჩვენი აზრით) და პენალტი რომ დანიშნულიყო, არავის გაუკვირდებოდა. არგენტინელმა მსაჯმა მექსიკელები დაინდო. ჩიჩარიტომ სამართებლის პირზე გაიარა.

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+2′ – შვედების სწრაფი კონტრშეტევა და ბერგმა მექსიკელთა საჯარიმო მოედნის მარცხენა კუთხიდან დაარტყა. ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა და მსაჯმაც ჩასტვინა. პირველი ტაიმი დასრულებულია.

39′ – კარგი მომენტი გერმანიას: მატს ჰუმელსი კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ ბევრი მცველის გარემოცვაში კარში ძლიერად დარტყმა ვერ მოახერხა. გერმანიას ტემპის მომატება სჭირდება, ისე არაფერი გამოუვა. სამხრეთ კორეა საკმაოდ ორგანიზებული გუნდია და შეტევაშიც მშვენივრად გადადის.

35′ – ფორსბერგი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს მიწაზე დაუშვებლად ურტყამს. ბურთი დიდი მანძილით აცდა კარს. ამ ჩაწოდებულს იბრაჰიმოვიჩი ჭირდებოდა…

30′ – ჩიჩარიტოს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა ვიდეოგამეორება მოითხოვა და მომენტის ნახვის შემდეგ პენალტის დანიშვნა მიზანშეწონილად არ ჩათვალა. შვედები გაბრაზებულები არიან. თქვენც შეაფასეთ:

26′ – ყვითელი ბარათი სებასტიან ლარსონს (შვედეთი)

25′ – კიდევ ერთი კარგი მომენტი კორეას!!! ახლო მანძილიდან დარტყმა, მაგრამ ბურთი მთვარისკენ მიფრინავს.

23′ – ყვითელი ბარათი ლი ჯე-სონს (კორეა)

19′ – მომენტი კორეას! მანუელ ნოიერს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მეორე ცდაზე კორეელ ფეხბურთელს მაინც დაასწრო და კუთხური.

17′ – სახიფათო მომენტი შვედეთის კართან. კარლოს ველა ურტყამდა საჯარიმოს გარედან. ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

09′ – ყვითელი ბარათი ჩონ უ-იონს (ს. კორეა)

06′ – ფორსბერგმა ჩასაწოდებელი ჯარიმა პირდაპირ კარში გაუშვა, მაგრამ ოჩოა ამ დარტყმულს გაუმკლავდა. კროოსის ჯარიმის ქსეროასლი იყო, იმ განსხვავებით, რომ გოლი არ გავიდა.

01′ – ყვითელი ბარათი 15-ე წამზე! მექსიკელი ხესუს გალიარდო გააფრთხილეს.

01′ – მატჩები დაიწყო.

17:50 – შვედეთი და მექსიკა ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთ მუნდიალზე შეხვედრიან და ეს 1958 წელს მოხდა, როდესაც შვედები ტურნირის მასპინძლები იყვნენ და მექსიკელები 3-0 დაამარცხეს.

17:45 – გერმანია და სამხრეთ კორეა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორივე მატჩი გერმანიამ მოიგო. 1994 წელს მოქმედმა ჩემპიონმა კორეელები 3-2 დაამარცხა, ხოლო 2002 წელს – 1-0. როგორც ვხედავთ, იოლი გამარჯვება არც ერთი არ იყო და იმედი გვაქვს დღესაც ნამდვილ ბრძოლას ვიხილავთ.

17:30 – სასტარტო შემადგენლობები:

მექსიკა: გილიერმო ოჩოა, კარლოს სალსედო, მიგელ ლაიუნი, კარლოს ველა, ხავიერ ‘ჩიჩარიტო’ ერნანდესი, ექტორ მორენო, ექტორ ერერა, ანდრეს გუარდადო, ედსონ ალვარესი, ირვინგ ლოსანო, ხესუს გალიარდო
შვედეთი: რობინ ოლსენი, მიკაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინდელოფი, ანდრეას გრანკვისტი, ლუდვიგ აუგუსტინსონი, სებასტიან ლარსონი, ალბინ ეკდალი, მარკუს ბერგი, ემილ ფორსბერგი, ვიქტორ კლესონი, ოლა ტოივონენი

სამხრეთ კორეა: ჩო ჰიონ-უ, ლი იონი, იუნ იონ-სონი, სონ ჰინ-მინი, კუ ჯა-ჩხოლი, ჰონ ჩხოლი, ჩონ უ-იონი, ლი ჯე-სონი, მუნ სონ-მინი, კიმ იონ-გვონი, ჩან ჰიონ-სუ
გერმანია: ემანუელ ნოიერი, იონას ჰექტორი, მატს ჰუმელსი, სამი ხედირა, ტონი კროოსი, ტიმო ვერნერი, მესუტ იოზილი, მარკო როისი, ლეონ გორეცკა, ნიკლას ზიულე, ჯოშუა კიმიხი

 

26 ივნისი

22:00 – D ჯგუფი             ისლანდია 1-2 ხორვატია
22:00 – D ჯგუფი             ნიგერია 1-2 არგენტინა

90′ – დასრულდა მატჩი და არგენტინა მერვედფინალშია!! კიდევ ერთი უდრამატულესი საღამო დასრულდა. მომდევნო ეტაპზე ხორვატია დანიას შეხვდება, არგენტინა – საფრანგეთს.

90′ – ხორვატია – ისლანდია დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინას მხოლოდ ამ ანგარიშის შენარჩუნება სჭირდება

90′გოოოოოოოოოოოლ!!! ხორვატია ისევ წინ გადის და არგენტინა თითქმის მერვედფინალშია!!!

86′გოოოოოოოოოოოლ!!!!! როხოოოოოოოო!!!! არგენტინამ მაინც გაიტანა!!!

75′გოოოოოოოოოოლ!!! ისლანდიამ გაათანაბრა და იმედი ჩაისახა.

54′ – ამ წუთისთვის პირველ ადგილზე ხორვატიაა, მეორეზე – ნიგერია.

53′გოოოოოოოოოოოლ!!!! ხორვატიამ გაიტანა!!! ბადეეეელ!!!

51′ გოოოოოოოოოოლ!!! ნიგერიამ გაათანაბრა. 1-1

49′ – პენალტი ინიშნება არგენტინის კარში

46′ – მეორე ტაიმები დაიწყო.

23:05 – მეორე ტაიმისთვის ნიგერიაში ცვლილებაა: იჰეანაჩოს ნაცვლად იგალო ითამაშებს.

45′ – მეორე მატჩშიც დასრულდა პირველი ტაიმი.

45′ – არგენტინა – ნიგერიის პირველი ტაიმი დასრულდა, მეორე თამაშში კი ხორვატიის მეკარემ მკვდარი ბურთი მოიგერია. ისლანდია ამ რეალობასთან შეგუებას არ აპირებს.

45′ – ბიარნასოოოონ!!!! კიდევ ერთი მომენტი ისლანდიას.

41′ – რა მომენტი ჰქონდა ისლანდიას!!! ფინბოგასონმა და სიგურდსონმა კედელი გაითამაშეს და დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს გაეხახუნა.

39′ – ყველაზე სახიფათო მომენტი, რომელიც ამ თამაშში ვნახეთ: მაგნუსონის თავური ძალიან მცირედით აცდა კარს.

38′ – ისლანდიამ და არგენტინამ თუ ზუსტად ერთნაირი ანგარიშებით მოიგეს, შემდეგ ეტაპზე ისლანდია გავა.

34′ – ძელიიიი!!! ლეო მესის საფირმო ჯარიმა და გადარჩა ნიგერია მეორე გოლს.

32′ – კიდევ ერთი მომენტი ისლანდიას და ამჯერად კალინიჩმა მოიგერია.

29′ – კიდევ ერთი სახიფათო თავური ისლანდიის შესრულებით. ამჯერად მაგნუსონი ურტყამს. ისლანდიელებმა შეიტყვეს არგენტინის გოლის შესახებ და იციან, რომ აუცილებლად მოგება სჭირდებათ.

26′ – პირველი რეალური მომენტი ისლანდიის შესრულებით: გუდმუნდსონმა თავისი საფირმო აუტი ჩააწოდა და ჰალფრედსონის თავური სანტიმეტრებით ასცდა კარს.

14′ – ლეო მესი ნიგერიის საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. საგოლე პასიც აღვნიშნოთ, რომელიც ბანეგამ გააკეთა.

14′ გოოოოოოოოოოოოლ!!! ლეოოო ლეოოოო ლეოოოოოოო მესსსსსსიიიიიიი!!! 0-1.

10′ – სახიფათო მომენტი ნიგერიის კართან: ლეო მესი საჯარიმოში შეიჭრა და ცარიელი კარის წინ მდგარ თანაგუნდელს უკეთებდა პასს, მაგრამ ბურთი ნიგერიელმა მცველმა ჩაჭრა.

10′ – ხორვატები გადახალისებული შემადგენლობითაც ჯობნიან მეტოქეს. ისლანდიელებმა პირველ წუთებში შეუტიეს და უკან დაიხიეს.

07′ – ტერიტორიული უპირატესობა არგენტინელებს აქვთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ქმნიან. ნიგერიელები საკუთარ შანსს ელოდებიან.

01′ – მატჩები დაიწყო!

21:50 – ხორვატია და ისლანდია მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ისლანდია საერთოდ ყველას პირველად ხვდება ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან ტურნირში პირველად მონაწილეობს. რაც შეეხება არგენტინასა და ნიგერიას, აქ ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ნიგერიამ აქამდე ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და აქედან ოთხჯერ მოხვდა ერთ ქვეჯგუფში არგენტინასთან. შესაბამისად, ეს გუნდები დღეს ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან და აღსანიშნავია, რომ წინა ოთხი შეხვედრიდან ოთხივე არგენტინამ მოიგო. ბურთების შეფარდებაა 7-3 (2-1, 1-0, 1-0, 3-2). დაარღვევს თუ არა დღეს ნიგერია ამ მისთვის უსიამოვნო ტრადიციას, ორიოდე საათში გვეცოდინება.

21:30 – სასტარტო შემადგენლობები:

ისლანდია: ჰალდორსონი, სევარსონი, ინგასონი, რ. სიგურდსონი, ჯ. გუდმუნდსონი, ბიარნასონი, გ. სიგურდსონი, ფინბოგასონი, გუნარსონი, მაგნუსონი, ჰალფრედსონი
ხორვატია: ლ. კალინიჩი, პერიშიჩი, ჩორლუკა, კოვაჩიჩი, კრამარიჩი, მოდრიჩი, იედვაი, ჩალეტა-ცარი, ბადელი, პიაცა, პივარიჩი

21:25 – სასტარტო შემადგენლობები:

ნიგერია: უზოჰო, იდოვუ, ნდიდი, ეკონგი, ბალოგუნი, მუსა, ეტებო, მიკელი, მოზესი, იჰეანაჩო, ომერუო
არგენტინა: არმანი, მერკადო, ტალიაფიკო, ბანეგა, იგუაინი, მესი, დი მარია, მასკერანო, პერესი, მარკოს როხო, ოტამენდი

 21:20 – ამ ქვეჯგუფში ხორვატიამ უკვე გაინაღდა მერვედფინალში თამაში და თითქმის გაინაღდა პირველი ადგილი. დანარჩენი სამი გუნდიდან კი ნებისმიერს აქვს შანსი, რომ დარჩენილი ერთი საგზური დაისაკუთროს. ვარიანტები ბევრია, ამიტომ ახლა მათ ჩამოთვლას არ დავიწყებთ. მხოლოდ გეტყვით, რომ ნიგერიაა ერთადერთი გუნდი, რომელიც მარტო საკუთარ თავზეა დამოკიდებული და მოგების შემთხვევაში მერვედფინალში აუცილებლად გავა, განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდება მეორე მატჩი.

 

18:00 – C ჯგუფი          ავსტრალია 0-2 პერუ
18:00 – C ჯგუფი          დანია 0-0 საფრანგეთი

20:33 – ავსტრალია 0:2 პერუ – მატჩის საუკეთესო მომენტები

20:29 –  დანია 0:0 საფრანგეთი – მატჩის საუკეთესო მომენტები

90+4′ – მატჩი დასრულდა. ავსტრალიამ და პერუმ ჩემპიონატი დაასრულეს.

90+3′ – მატჩი დასრულდა. საფრანგეთი და დანია მერვედფინალში არიან.

90+2′ – დელანეის ნაცვლად დელაგერი თამაშობს (დანია)

88′ – ყვითელი ბარათი მილიგანს (ავსტრალია)

79′ – კარილიოს ნაცვლად კარტახენა თამაშობს (პერუ); ყვითელი ბარათი ურტადოს (პერუ)

78′ – დემბელეს ნაცვლად მბაპე თამაშობს (საფრანგეთი)

75′ – კორნელიუსის ნაცვლად დოლბერგი თამაშობს (დანია)

69′ – გრიზმანის ნაცვლად ფეკირი თამაშობს (საფრანგეთი)

66′ – ყვითელი ბარათი როგიჩს (ავსტრალია)

60′ – ყვითელი ბარათი არზანის (ავსტრალია)

54′ – ერიკსენის ძლიერი დარტყმა ჯარიმიდან, მანდანდას ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მეორე ცდაზე მაინც დაიჭირა.

50′გოოოოოოოოოოოლ!!! პერუმ მეორე გოლი გაიტანა!! პაოლო გერრრრეროოოოო!!!

50′ – ლუკა ერნანდესის ნაცვლად ბენჟამენ მენდი თამაშობს (საფრანგეთი).

46′ – იოტუნის ნაცვლად აკინო თამაშობს.

46′ – მეორე ტაიმები დაიწყო.

19:00 – პირველ ტაიმში ორივე თამაშმა გაგვაწბილა. ბრძოლა ძალიან ცოტაა და შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა გუნდს აწყობს ის სატურნირო მდგომარეობა, რაც ახლა არის. ყველაზე ნაკლებად ეს ავსტრალიისგან გვესმის, რადგან მათ აუცილებლად მოგება სჭირდებათ.

45+2′ – პირველი ტაიმები დასრულდა.

45+2′ – ყვითელი ბარათი იორგენსენს (დანია).

45′ – ყვითელი ბარათი იოტუნს (პერუ).

38′ – გრიზმანის შორიდან დარტყმა მეკარის ადვილი ნადავლი გახდა.

34′ – ურეალურესი მომენტი ავსტრალიას. ლეკი ბურთს ჩაუწვა, მაგრამ მცველმა დაასწრო და კუთხურზე მოიგერია.

32′ – სახიფათო მომენტი ავსტრალიელების შესრულებით. მცველები ადგილზე არიან.

30′ – სახიფათო მომენტი საფრანგეთის კართან, მაგრამ ერიკსენს მცველებმა დაასწრეს.

18′გოოოოოოოოოოოლ!!! პერუმ გაიტანა და ავსტრალიის შანსები ერთბაშად მცირდება.

10′ – ყვითელი ბარათი მილე იედინაკს (ავსტრალია).

08′ – უტევენ ავსტრალიელები, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეალურს ვერაფერს ქმნიან. უმოტივაციო პერუელები აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებენ.

04′ – დანიელების სახიფათო შეტევა და თავდამსხმელი საჯარიმოში წაიქცა. მსაჯის სასტვენი დუმს.

01′ – მატჩები დაიწყო!

17:15 – სასტარტო შემადგენლობები:

დანია: შმაიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანეი, ერიკსენი, ბრაითვაითი, იორგენსენი, დალსგორი, სტრიგერი, კორნელიუსი, სისტო
საფრანგეთი: მანდანდა, კიმპემბე, ვარანი, გრიზმანი, ლემარი, ჟირუ, დემბელე, კანტე, ნზონზი, სიდიბე, ერნანდესი

17:15 – სასტარტო შემადგენლობები:

ავსტრალია: რაიანი, მილიგანი, ლეკი, იურიჩი, კრუზე, მოი, იედინაკი, ბეიჩი, რისდონი, სეინსბერი, როგიჩი
პერუ: გალიესე, სანტამარია, ტრაუკო, კუევა, გერერო, ტაპია, რამოსი, ადვინკულა, კარილიო, იოტუნი, ფლორესი

16:13 – C ჯგუფში უკვე ორი გუნდის ბედია გადაწყვეტილი: საფრანგეთი მერვედფინალში ნამდვილად ითამაშებს, ხოლო პერუ დღევანდელი მატჩის შემდეგ, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, სამშობლოში დაბრუნდება.  რაც შეეხებათ დანიასა და ავსტრალიას, ისინი მერვედფინალის დარჩენილ ერთ საგზურს შეეცილებიან ერთმანეთს და ყველაზე ცუდი (ორივესთვის) ის არის, რომ ერთმანეთს არ ეთამაშებიან.

ვარიანტებზე ბევრს არ ვისაუბრებთ. მხოლოდ ერთს ვიტყვით:

მაქსიმალურად კარგი, რაც დღეს შეიძლება ავსტრალიისთვის მოხდეს, არის ის, რომ მათ დაამარცხონ პერუ, ხოლო დანია დამარცხდეს საფრანგეთთან, ამის შემდეგ კი მეორეადგილოსნის ბედს ამ ორი გუნდის მიერ გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება გადაწყვეტს. ნებისმიერ სხვა შედეგს მომდევნო ეტაპზე დანია გაჰყავს.

 

25 ივნისი

22:00 – B ჯგუფი      ესპანეთი 2-2 მაროკო
22:00 – B ჯგუფი      ირანი 1-1 პორტუგალია

01:00 – ირანი 1-1 პორტუგალია – მატჩის საუკეთესო მომენტები

00:23 – ესპანეთი 2-2 მაროკო – მატჩის საუკეთესო მომენტები

90+7′ – მატჩები დასრულდა! რა საოცარი ბოლო წუთები იყო!! ესპანეთმა მაინც მოახერხა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და მერვედფინალში რუსეთს შეხვდება, პორტუგალიის მოწინააღმდეგე კი ურუგვაი იქნება.

90+3′გოოოოოოოოოოოლ!!! ირანმა გაათანაბრა. საოცრება ხდება. ერთ წუთში თავდაყირა დადგა ყველაფერი. ამ წუთას ესპანეთი პირველ ადგილზეა და პორტუგალია – მეორეზე!

90+2′გოოოოოოოოოოოოლლლ ესპანეთმა გაათანაბრა. გოლი მსაჯმა თამაშგარის გამო არ ჩათვალა, მაგრამ საქმეში ვიდეოგამეორების მსაჯები ჩაერთვნენ და დაადგინეს, რომ ოფსაიდი არ იყო – 2-2.

90′ – მატჩები დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩანს, ესპანეთი მაინც გაძვრება მერვედფინალში, თუმცა მსგავსი თამაშით ურუგვაის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება.

83′ – ესპანეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ გავა მერვედფინალში, თუ ირანი პორტუგალიას დაამარცხებს.

81′გოოოოოოოოოოოოლ!!! მაროკო ისევ წინ გადის!!! ელ ნასსსიიიიირ!!!

78′ – კრიშტიანუ მეხუთე ფეხბურთელია მიმდინარე ჩემპიონატზე, რომელმაც პენალტი გააფუჭა. მთლიანობაში ეს მეცხრამეტე თერთმეტმეტრიანი იყო ამ ტურნირზე.

72′ – სამან ღოდოსმა დაარტყა და ბურთი რუი პატრისიუს კარის ძელს გაეხახუნა!! ირანს გათანაბრების შანსი ჰქონდა.

71′ – ტემპი ორივე მატჩში დაეცა. ამ წუთისთის პორტუგალია პირველ ადგილზეა, ესპანეთი – მეორეზე, ირანი – მესამეზე.

66′ – კრიშტიანუმ იაქტიურა და საჯარიმოს გარედან დაარტყა. არაზუსტად.

63′ – კიდევ ერთი თავური, ამჯერად პიკესი და ბურთი ძელს ხვდება.

61′ – ისკოს თავური და მცველს გამოაქვს ბურთი ცარიელი კარიდან!!

56′ – ამრაბათის უძლიერესი დარტყმა შორი მანძილიდან და ბურთი ხარიხას ხვდება. კიდევ ერთხელ გადარჩა ესპანეთი.

53′ – ირანის მეკარემ რონალდოს პენალტი აუღო!!! პორტუგალიას ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბეირანვანდმა იყოჩაღა.

50′ – ძალიან სახიფათო ჩაწოდება ესპანელთა კართან, მაგრამ დე ხეამ თავდამსხმელს თავიდან ააცალა ბურთი. მაროკო უშანსოდაა ამ ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც არაფრის დათმობას არ აპირებს. ნობლეს ობლიჟ, როგორც იტყვიან.

46′ – მეორე ტაიმები დაიწყო.

23:05 – თუ მატჩები ამ შედეგებით დასრულდა, რაც ამწუთას ფიქსირდება, საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ასეთი იქნება.

23:00 – ძალიან დაძაბული მატჩების მომსწრენი ვართ. ესპანეთმა, მოულოდნელად, ძალიან ცუდად დაიწყო თამაში და დაცვაში რამდენიმე შეცდომას მაროკოელთა გოლი მოჰყვა. ისკომ 4 წუთში მოახერხა გათანაბრება და ესპანელები ახლა უფრო მშვიდად დაიწყებენ მეორე ტაიმს.

ისკოს გოლი მარკოკს კარში.

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა ორივე მატჩში.

45′გოოოოოოოოოოოლ!!! რიკარდუუუ კუარეჟმაააა!!!! პორტუგალია წინ გადის!

39′ – რონალდოს ძლიერი დარტყმა საჯარიმოს გარედან. მეკარე მშვიდად ეუფლება ბურთს.

31′ – კიდევ ორი ყვითელი ბარათი მაროკოს. ძალიან უხეშობენ ჩრდილოაფრიკელები. და კოშტა უხეშობისთვის გააფრთხილეს, ბუსუფა – პროტესტის გამოთქმისთის.

30′ყვითელი ბარათი ამრაბათს (მაროკო).

30′ – ბურთების შეფარდება 80% / 20% პორტუგალიის სასარგებლოდ, მაგრამ ირანელებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე მარგი შეტევის განხორციელება.

25′ – კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი ბუტაიბს. ესპანეთის დაცვას ჩაეძინა და მაროკოელი თავდამსხმელი მეკარის წინ აღმოჩნდა. გადარჩნენ ესპანელები.

22′ყვითელი ბარათი ელ აჰმადის (მაროკო).

22′ – ირანელები ძალიან მონდომებულები არიან, რაც სულაც არ არის გასაკვირი, და შეტევაში საკმაოდ კარგადაც თამაშობენ. ჯარიმა პორტუგალიის კარის მიმართულებით და ბურთი კარს აცდა.

20′გოოოოოოოოოოოოლ!!! ისკოოოოოო!!! ესპანეთმა გაათანაბრა!!!

20′ – ესპანეთი წაგების შემთხვევაშიც გავა მერვედფინალში, თუ ირანმა პორტუგალიას ვერ მოუგო.

15′გოოოოოოოოოოლ!!! მაროკო წინ გადის. ბუტაიიიიიბ!!!

15′ – პორტუგალია ზეწოლას აძლიერებს. ირანელთა მეკარე უკვე ორჯერ შეცდა უხეშად და ორივეჯერ მცველებმა დააზღვიეს.

10′ – ესპანეთთან გამართული მატჩისგან განსხვავებით ირანელები უფრო მეტ დროს ატარებენ თავდასხმაში, თუმცა რაიმე რეალური ჯერ არ შეუქმნიათ.

08′ – კარვახალის შეცდომა: დაუფიქრებელი პასი უკან, რომელიც კინაღამ ირანელმა ფეხბურთელმა ჩაჭრა. პიკე იძულებული გახდა წესები დაერღვია.

05′ – ესპანელთა პირველი სახიფათო შეტევა: ისკო აწვდიდა ბოლო პასს ინიესტას, მაგრამ ბურთი ადრესატამდე ვერ მივიდა.

03′ – პირველი სახიფათო მომენტი: რონალდო საჯარიმოში შევიდა და ძლიერად დაარტყა. ალი ბეირანვანდი ადგილზეა.

01′ – მატჩები დაიწყო.

21:40 – ესპანეთი და მაროკო ქალაქ კალინინგრადის სტადიონზე ითამაშებენ.

21:35 – პორტუგალიისა და ირანის გუნდები ერთმანეთს ქალაქ სარანსკის „მორდოვია არენაზე“ დაუპირისპირდებიან.

21:30 – კარლუშ კეირუში მეოცე მწვრთნელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელსაც უცხო ქვეყნის გუნდი საკუთარი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ გაჰყავს. პირველი იყო უნგრელი იოზეფ ნადი, რომელმაც 1938 წელს შვედეთი გაიყვანა უნგრეთის წინააღმდეგ და დამარცხდა 1-5, 2002 წელს კი ფრანგმა ბრუნო მეტსუმ ათამაშა სენეგალელები თავისი მშობლიური საფრანგეთის წინააღმდეგ და მაშინ სენეგალელებმა მოიგეს 1-0.

კარლუშ კეირუში – ირანის ნაკრების პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი.

21:25 – ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სიახლეა: ფერნანდო იერომ ამჯერად ნახევარდაცვაში ტიაგო ალკანტარას დაყენება გადაწყვიტა.

ტიაგო ალკანტარა (მარცხნივ) და ჟოზე კონტე, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის მატჩის დროს (3-3).

21:20 – სასტარტო შემადგენლობები.

ირანი: ბეირანვანდი, ჰაჯი საფი, ეზათოლაჰი, პურალიგანჯი, ომიდი, ამირი, მეჰდი, ჯაჰანბახში, ჰოსეინი, სარდარი, რამინი
პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, რაფაელი, რონალდუ, ანდრე სილვა, ჟუან მარიუ, უილიამი, კუარეჟმა, სედრიკი, ადრიენი

21:15 – სასტარტო შემადგენლობები.

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, პიკე, ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო, რამოს, ჟორდი ალბა, დიეგო კოშტა, სილვა, ისკო
მაროკო: ელ კაჟუი, ჰაკიმი, და კოშტა, საისი, ზიაჩი, ელ აჰმადი, ბელჰანდა, ბუტაიბი, ბუსუფა, ამრაბათი, დირარი

20:50 – საათზე ცოტათი მეტი რჩება მორიგი ორი მატჩის დაწყებამდე. ეს არის B ჯგუფი, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებს – ესპანეთი, პორტუგალია და ირანი. ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ ყველა გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული: მოგებული მერვედფინალშია. თუმცა, ესპანეთი ან პორტუგალია შეიძლება წაგების შემთხვევაშიც გავიდნენ, ირანს კი მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.

 

18:00 – A ჯგუფი    საუდის არაბეთი 2-1 ეგვიპტე
18:00 – A ჯგუფი    ურუგვაი 3-0 რუსეთი

20:06 – ურუგვაი 3:0 რუსეთი – მატჩის საუკეთესო მომენტები

90+6 გოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! საუდის არაბეთი წინ ბოლო წამებზე წინ ალ დავასარმა გაიყვანა!

90+2 – მსაჯმა თამაშს 4 წუთი დაამატა

90+3′ – მატჩი დასრულდა.

90′გოოოოოოოოოოოლ!!! ედინსონ კავანიიიი!!!

85′ – კარგი მომენტი ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ურუგვაელთა მეკარემ კარგად ითამაშა.

74′ –  სალმან ალ ფარაჯი კიდევ ერთხელ ურტყამდა სახიფათოდ მეტოქის კარისკენ, თუმცა კვლავ არაზუსტად

67′ – საუდის არაბეთს ბურთის ფლობაში დიდი უპირატესობა აქვს – 67:33-ზე

69′ – ედინსონ კავანის ჰქონდა კარგი მომენტი და შეტევის უფრო კარგად გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და კარში დარტყმა გადაწყვიტა. არაზუსტად.

57′ – ეგვიპტელებიც გააქტიურდნენ, თუმცა ტრეზეგემ ძალიან კარგი შანსი ვერ მოახერხა, მისი დარტყმა კარს მცირე მანძლით აცდა

56′ – ჰატან ბაჰბირს ბურთი ეგვიპტელთა საჯარიმოში მიუვიდა, მაგრამ კარისკენ ძალიან არაზუსტად დაარტყა. ტაიმის პირველი სახიფათო იერიში საუდის არაბეთმა განახორციელა

58′ – შეცვლაზე შემოსულმა მარიუ ფერნანდეშმა რუსეთის შეტევა ოდნავ გამოაცოცხლა, თუმცა რეალურ მომენტებამდე საქმე არ მისულა.

52′ – მეორე ტაიმში იმავე სცენარით მიმდინარეობს. ორივე გუნდი ცდილობს შეტევას, თუმცა ჯერ-ჯერობით გოლის გატანას ვერც ერთი ახერხებს

51′ – თუ პირველ ტაიმში რუსეთმა ორიოდე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, მეორეში ამასაც ვერ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ მასპინძლები ათი კაცით თამაშობენ. წითელი ბარათი სმოლნიკოვს უჩვენეს.

45+3 –  გოოოოოოოოოოოოოოლ! ეგვიპტელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. რომელიც სალმან ალ ფარაჯმა ზუსტად შეასრულა – 1:1

45′ – პირველი ტაიმი რუსეთის სრული ფიასკოთი სრულდება. ურუგვაი ყველა კომპონენტში ჯაბნის მეტოქეს.

39′ – ეგვიპტის კარში პენალტი დაინიშნა. ალ ჰარბის დარტყმა ელ ჰადარიმ მოიგერია

38′ – სალმან ალ ფარაჯს (საუდის არაბეთი) გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. მან ბურთი საჯარიმოში მიიღო, მაგრამ სალმანის დარტყმა მცველმა მოიგერია

36′ – წითელი ბარათი სმოლნიკოვს. რუსეთი უმცირესობაში რჩება.

30′ – ურუგვაიმ ბოლო 5-6 წუთში კიდევ ორი კარგი მომენტი შექმნა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსი ფეხბურთელები დაბნეულები არიან. ღრუბლებიდან მიწაზე დაბრუნება არასასიამოვნო პროცესია.

23′გოოოოოოოოოოოლ!!! ლაკსალტის დარტყმული ჩერიშევს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა რუსეთის კარში. 2-0

22′ –  გოოოოოოოოოოოოოოოლ!! სალაჰმა ეგვიპტე დააწინაურა

18′ – სალემ ალ დავსარიმ (საუდის არაბეთი) რამდენიმე მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა. ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს

15′ – რუსეთი საპასუხო გოლის გასატანას იწევს და ერთი კარგი მომენტი ჩერიშევს ჰქონდა. მისი საშუალო მანძილიდან დარტყმული ურუგვაელთა მეკარემ მოიგერია.

12′ – ეგვიპტელთა მწვავე იერიში ტრეზეგეს არაზუსტი პასით დასრულდა

10′ გოოოოოოოოოოოლ!!! სუარესსსსს!!! ურუგვაი დაწინაურდა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

09′ – ბურთის ფლობის მხრივ თუ ვიმსჯელებთ, უპირატესობა ურუგვაის მხარესაა. რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობს.

06′ – სალაჰის ჩაწოდება საუდის არაბეთის მცველებმა მარტივად მოიგერიეს. ფავორიტად ეგვიპტე ითვლება

03′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და კარში დარტყმაც ვიხილეთ ურუგვაელთაგან.

02′ – შეხვედრა დაიწყო!

01′ – მატჩი დაიწყო

17:50 – ურუგვაიმ და რუსეთმა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე ოფიციალურად მოიპოვეს და დღეს მხოლოდ პირველი მეორე ადგილების განაწილება დარჩათ. გამარჯვებული პირველ ადგილზე გადის, ხოლო ფრის შემთხვევაში უკეთესი ბურთების შეფარდება რუსეთს ექნება.

17:40 – გამარჯობა! იწყება ჯგუფური ეტაპის მესამე ტური და ეს ის ეტაპია, როდესაც მატჩები წყვილ-წყვილად, ერთი და იმავე დროს იმართება. პირველ წყვილს ზემოთ ხედავთ და ტექსტურ რეპორტაჟებსაც ერთდროულად ორივე მატჩიდან შემოგთავაზებთ. როდესაც მატჩის წუთი ამ ფერით იქნება აღნიშნული, ეს არის საუდის არაბეთისა და ეგვიპტის მატჩი, ხოლო თუ ამ ფერით – მაშინ ურუგვაი და რუსეთი.

24 ივნისი

22:00 – H ჯგუფი – პოლონეთი 0-3 კოლუმბია

00:05 – დასრულდა მეორე ტური და ჩემპიონატს 8 გუნდი გამოეთიშა (საუდის არაბეთი, ეგვიპტე, მაროკო, პერუ, კოსტა-რიკა, ტუნისი, პანამა, პოლონეთი) 6 გუნდი კი უკვე მერვედფინალისტია (რუსეთი, ურუგვაი, საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია, ინგლისი). ხვალიდან მესამე ტურის მატჩები იწყება, რომლებიც წყვილ-წყვილად გაიმართება ერთი და იმავე დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა მათგანს 1 და 2 არხების პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ცოცხალი ტექსტური რეპორტაჟებიც გაგრძელდება.

ხვალამდე.

00:00 – მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ვინმეს ეჭვი ეპარებოდა? ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამარჯვება დღეს კოლუმბიას სწორედ ხამესის ფენომენალურმა თამაშმა მოუტანა.

90+5′ – მატჩი დასრულდა და პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა. კოლუმბიას კი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც აუცილებლად მოსაგები აქვს. ხამესი და კომპანია სენეგალს 28 ივნისს შეხვდებიან.

90+1′ – მსაჯმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა.

85′ – ყვითელი ბარათი გორალსკის (პოლონეთი).

კუადრადოს გოლი

75′ – გოოოოოოოოოოოლ!!! კუადრადოოოოო!!! არა, ხამეეეეეს!!! ხამეეეეს!!! ხამესს უფრო მეტი ოვაცია ეკუთვნის. ორი საგოლე პასი და ორივე ერთმანეთზე ლამაზი. ხამეეეს!!!

ფალკაოს გოლი:

70′ – გოოოოოოოოოოოლ!!! რადამეეეელლლ ფალკაოოოოო!!! კინტეროს საგოლე პასი! ეს უკვე განაჩენია პოლონელებისთვის. ოც წუთში ორი გოლის გატანაც გვინახავს და მეტისაც, მაგრამ დღევანდელი კოლუმბია არ ჰგავს გუნდს, რომელიც ამ გამარჯვებას ხელიდან გაუშვებს.

69′ – პოლონეთს სულ უფრო ცოტა დრო რჩება გოლის გასატანად, რაც მათ მერვედფინალში გასვლის შანსს შეუნარჩუნებდა. ლევანდოვსკი და კომპანია კოლუმბიის კარისკენ გზებს ეძებენ, სამხრეთამერიკელები კი კონტრიერიშებით პასუხობენ.

61′ – ყვითელი ბარათი ბედნარეკს (პოლონეთი).

59′ – კარგი შანსი ლევანდოვსკის, მაგრამ მეკარემ თავგანწირვით ითამაშა.

57′ – კოვნაცკის ნაცვლად გროსიცკი ითამაშებს (პოლონეთი).

54′ – საგოლე პასის ავტორი მეორე ტაიმშიც ძალიან აქტიურობს.

 

50′ – მეორე ტაიმის პირველ ხუთ წუთში სიტუაცია არ შეცვლილა. პოლონეთი ცდილობს რაღაცა შექმნას, მაგრამ მათი მცდელობები ბევრად არ განსხვავდება იმისგან, რასაც პირველ ტაიმში აკეთებდნენ.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

23:00 – ამ მატჩში დამარცხებული გუნდი ოფიციალურად გამოეთიშება მსოფლიოს ჩემპიონატს და ბოლო თამაშს მხოლოდ პრესტიჟისთვის ჩაატარებს. ფრე ორივე გუნდს უნარჩუნებს შანსს. ამ წუთისთვის H ჯგუფში ასეთი ვითარებაა.

22:55 – ბარსელონას ფეხბურთელმა ჯერი მინამ თავის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. მთლიანობაში, ეროვნული ნაკრების მაისურით, მას მეტოქეტა კარი უკვე 5-ჯერ აქვს აღებული.

45+4′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – მსაჯმა პირველ ტაიმს 4 წუთი დაამატა.

40′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო!! კოლუმბია უფრო სახიფათოდ და ბევრს უტევდა! სამხრეთამერიკელებმა კუთხური გაითამაშეს, ხამეს როდრიგესმა შესანიშნავად ჩააწოდა ბურთი და ჯერი მინას ზედ თავზე დაასვა!!!

37′ – ძალიან სახიფათო მომენტი პოლონეთის კართან. ამჯერადაც ევროპელებისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

32′ – აგილარი დაშავდა და საკაცით იქნა გაყვანილი მოედნიდან. მის ნაცვლად მოედანზეა ურიბე.

30′ – წინა თამაშისგან განსხვავებით, ხამესი დღეს კოლუმბიის სასტარტოში თამაშობს. ასევე თავიდანვე ჩართო მწვრთნელმა ბარიოსი, მინა და აგილარი. რას შეცვლის ეს შედეგის მხრივ, ჯერ უცნობია, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ კოლუმბიის შეტევა უფრო სწრაფი და აგრესიულია.

21′ – აბა ეს როგორ მოგწონთ? ბურთის ფლობის მხრივ სრული პარიტეტია მოედანზე.

14′ – რომელიმე გუნდის უპირატესობა არ გამოკვეთილა. ორი თანაბარი ძალის ნაკრებების თამაშს ვადევნებთ თვალს. რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

08′ – მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ცოტა უხეშადაც. უკვე ორ ფეხბურთელს აღმოუჩინეს ექიმებმა დახმარება. აქ არავინ არაფერს დათმობს.

01′ – მატჩი დაიწყო

21:59 – მოვისმინეთ ეროვნული ჰიმნები და რამდენიმე წუთში მსაჯი მატჩის დასაწყებად ნიშანს მისცემს. პოლონეთსა და კოლუმბიას თავ-თავიანთი პირველი მატჩები წაგებული აქვთ და დღეს ორივე მოსაგებად ითამაშებს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

21:30 – სასტარტო შემადგენლობები:

პოლონეთი: შჩესნი, პაზდანი, ბედნარეკი, გორალსკი, ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი, რიბუსი, ბერეშინსკი, ზელინსკი, პიშჩეკი, კოვნაცკი

კოლუმბია: ოსპინა, არიასი, ბარიოსი, აგილარი, ფალკაო, ხამესი, კუადრადო, მინა, მოხიკა, კინტერო, სანჩესი

19:00 – H ჯგუფი – იაპონია 2-2 სენეგალი

21:05 – სენეგალმა და იაპონიამ ფრედ ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში ჯერ არაფერია გარკვეული. ვნახოთ მატჩის საინტერესო მომენტები და დაველოდოთ მომდევნო თამაშს.

90+4′ – მატჩი დასრულდა.

90+4′ – ყვითელი ბარათი მაკოტო ჰასებეს (იაპონია).

90+1′ – მსაჯმა 4 წუთი დაამატა.

89′ – ყვითელი ბარათი იუსიფ საბალის (სენეგალი).

88′ – ტაკაში ინუის ნაცვლად ტაკაში უსამი თამაშობს (იაპონია).

86′ – მბაიე ნიანგის ნაცვლად მამე დიუფი თამაშობს (სენეგალი).

81′ – პაპა ნდიაიეს ნაცვლად შეიქუ ნდოიე თამაშობს (სენეგალი).

78′ – გოოოოოოოოოოოლ!!! კეისუკე ჰონდაააა!!! ანგარიში ისევ თანაბარია! მეკარე გამოსვლისას შეცდა, ბურთი ვერ დაიჭირა და იაპონელებმა ეს საჩუქარი დედის რძესავით შეირგეს.

76′ – ორი ცვლილება იაპონიის შემადგენლობაში: კაგავას ნაცვლად – ჰონდა; ჰარაგუჩის ნაცვლად – ოკაზაკი.

71′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მუსსსსა ვაგუეეეეეეეე!!! სენეგალი წინ გადის.

68′ – ყვითელი ბარათი ტაკაში ინუის.

66′ – ალფრედ ნდიაიეს ნაცვლად შეიქუ კუიატე თამაშობს (სენეგალი).

65′ – იაპონელი ფეხბურთელების შესანიშნავი ურთიერთქმედება: ქუსლით ფასი, დარტყმა და ბურთი სენეგალის კარის ხარიხას გაეხახუნა.

61′ – ძალიან ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა იაპონიას წინ გასასვლელად, მაგრამ ისევ გაუმართლა სენეგალს.

59′ – ყვითელი ბარათი მბაიე ნიანგს.

53′ – ორივე გუნდი ცდილობს შეუტიოს, მაგრამ არა დიდი ძალებით, რადგან წაგება დღეს ძალიან არასასურველი შედეგია ორივე გუნდისთვის.

50′ – კარგი მომენტი იაპონიას, მაგრამ მეკარე ადგილეა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

19:53 – პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს.  ამ მატჩის წაგება ძალიან ძვირი ღირს და ადვილად არავინ არაფერს დათმობს. მეორე ტაიმში უფრო მეტ დაძაბულობას ველით.

სტატისტიკა: ბურთის ფლობის მხრივ თითქმის სრული პარიტეტია.

45+1′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

41′ – იაპონელთაგან გოლის ავტორია ტაკაში ინუი. კარგი ნებისყოფის გუნდი ჰყავთ იაპონელებს. კაცმა რომ თქვას, იაპონია და ნებისყოფა სინონიმებია.

34′ – გოოოოოოოოოოოლ!!! იაპონიის მშვენიერი კონტრშეტევა და ანგარიში თანაბარია.

30′ – სენეგალელთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე მბაიე ნიანგი მეფობს. იაპონელები მხოლოდ რაგბის ილეთებით ახერხებენ მის შეჩერებას.

25′ – იაპონელები ინიციატივის ხელში აღებას ცდილობენ, მაგრამ სენეგალელები ამის საშუალებას არ აძლევენ. საინტერესო გუნდი ჰყავთ აფრიკელებს.

16′ – იაპონელების პასუხი, დარტყმა და რიკოშეტი. ანგარიში უცვლელია.

13′ – გოლი იაპონელთა კარში მცველების შეცდომას მოჰყვა, რომლითაც სადიო მანემ წამსვე ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

12′ – გოოოოოოოოოოოლ!!! სენეგალი წინ გადის. სადიო მანეეეეე!!!

10′ – სენეგალი უფრო მაღალ ტემპში თამაშობს, იაპონია ცდილობს ეს ტემპი დააგდოს და პოზიციურად შეუტიოს. ჯერ-ჯერობით რეალური საგოლე მომენტები არ გვინახავს.

საინტერესო ფაქტი: მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში არც ერთ აზიურ გუნდს ორი მატჩი ზედიზედ არასდროს მოუგია. შეწყვეტს თუ არა იაპონია დღეს ამ სტატისტიკას, მალე გავიგებთ.

05′ – მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და მეტოქეებმა რამდენიმე შეტევა გაცვალეს. მხიარული თამაში მიდის ჯერ-ჯერობით.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:50 – სასტარტო შემადგენლობები:

იაპონია: კავაშიმა, შოჯი, ნაგამოტო, შიბასაკი, ჰარაგუჩი, კაგავა, ინუჯი, ოსაკო, ჰასებე, საკაი, იოშიდა

სენეგალი: ხადიმ ნდიაიე, კულიბალი, განა, სალიფ სანე, მანე, საბალი, ალფრედ ნდიაიე, პაპე ნდიაიე, ისმაილა, ნიანგი, მუსა ვაგუე

18:45 – ქალაქ ეკატერინბურგის არენაზე იაპონიისა და სენეგალის ნაკრებები შეხვდებიან ერთმანეთს. პირველი მატჩები ორივე გუნდმა მოიგო, შესაბამისად კოლუმბიასთან და პოლონეთთან, ამიტომ დღეს გამარჯვებული ნაკრები მერვედფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

16:00 – G ჯგუფი – ინგლისი 6-1 პანამა

18:00 – იხილეთ მატჩის საუკეთესო მომენტები –

90+4′ – მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანამა და ტუნისი ჩემპიონატს ემშვიდობებიან. ბელგიასა და ინგლისს კი ერთმანეთში მხოლოდ 1-2 ადგილები დარჩათ გასანაწილებელი. მატჩი მათ შორის 28 ივნისს გაიმართება.

89′ – პანამელი გულშემატკივრების ბედნიერებას საზღვარი არა აქვს. არც არის გასაკვირი: მათმა საყვარელმა გუნდმა თავის სადებიუტო მუნდიალზე სადებიუტო გოლი გაიტანა.  ყინული დაიძრა, ბატონო მსაჯულებო!

8o’ – 37 წლის ფელიპე ბალოი ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. რეკორდი კი ამ მხრივ კამერუნელ როჟე მილას ეკუთვნის (42 წელი).

ფელიპე ბალოის (მწვანე სამკლავურით) ინგლისის კარში გოლი გააქვს.

78′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ბალოოოოოი!!! პანამამ ერთი ბურთი გაქვითა.

 

72′ – ყვითელი ბარათი მურილიოს (პანამა).

70′ – ტრიპიერის ნაცვლად როუზი თამაშობს (ინგლისი).

63′ – ლინგარდის ნაცვლად დელფი თამაშობს (ინგლისი)

69′ – ცვლილებები პანამის შემადგენლობაში: გომესის ნაცვლად ბალოი და ბარსენასის ნაცვლად აროიო.

62′ – ჰარი კეინის ნაცვლად ჯეიმი ვარდი თამაშობს (ინგლისი).

61′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ინგლისის კიდევ ერთი გოლი და ისევ ჰარი კეინი. ამჯერად მას ბურთი უბრალოდ მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და პანამელთა კარში აღმოჩნდა. კეინი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა: 5 გოლი 2 მატჩში.

56′ – სანამ მოედანზე საინტერესო არაფერი ხდება, კიდევ ერთი ფაქტი: ჰარი კეინი პირველი ფეხბურთელია 1974 წლის შემდეგ, რომელმაც თავის სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ორ მატჩში გაიტანა დუბლი. მაშინ ეს პოლონელმა გჟეგოჟ ლატომ გააკეთა და ბოლოს, 7 გოლით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

51′ – მეორე ტაიმი პანამელმა ფეხბურთელებმა რიხით დაიწყეს. ვნახოთ, რა აქვთ არსენალში დებიუტანტებს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:05 – პირველი ორი ტურის შემდეგ სამ ფეხბურთელს აქვს 4 გოლი გატანილი. თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა რომელიმე მათგანი ეუსებიოს (9 გოლი), გერდ მიულერის (10 გოლი) ან თუნდაც ჟიუსტ ფონტენის (13 გოლი) შედეგს მიუახლოვდეს. ყველაზე ახლოს ამ დიდ სამეულს ბრაზილიელი რონალდო მიუახლოვდა 2002 წელს, როდესაც მეტოქეთა კარებში 8 გოლი გაიტანა.

17:00 – ჰარი კეინს მიმდინარე მუნდიალზე 4 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიას უკვე სამი ლიდერი ჰყავს. ინგლისელთა კაპიტნის გარდა ოთხი გოლის გატანა ასევე პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ და ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ შეძლეს.

16:55 – 5-0 პირველ ტაიმში. გახსოვთ, როდის მოხდა მსგავსი რამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს? დიახ, 2014 წელს, როდესაც გერმანიამ გაუტანა ბრაზილიას ხუთი უპასუხო გოლი პირველ ტაიმში. პანამელებმა ალბათ თავი მხოლოდ იმით უნდა დაიმშვიდონ, რომ მათზე გაცილებით დიდ გუნდებსაც მოსდით ასეთი ფიასკო და მეორე ტაიმზე შემართულები გამოვიდნენ, რათა პრესტიჟის აღდგენა მაინც შეძლონ. ¡Vamos, canaleros!

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჰარი კეინის მეოთხე გოლი ამ ჩემპიონატში.

43′ – პენალტი პანამის კარში და ყვითელი ბარათი ფიდელ ესკობარს.

40′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჯონ სტოუნსსს!!! ეს ყველაფერი უკვე უხერხულია. 4-0 პირველ ტაიმში და შესვენებამდე კიდევ 5 წუთი რჩება.

39′ – ლინგარდი საჯარიმოს მიუახლოვდა, მეკარეს ახედა და პირდაპირ კარის ზედა მარცხენა კუთხეში გაუშვა ბურთი. ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, უდაოდ.

36′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ჯესი ლინგაააააარდ!!! გოლასო!!!

26′ – ინგლისმა ამ ჩემპიონატში უკვე ოთხი გოლი გაიტანა და ოთხივე სტანდარტული სიტუაციიდან (3 კუთხური, 1 პენალტი).

23′ – ყვითელი ბარათი ლოფტუს-ჩიკს (ინგლისი).

22′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჰარი კეინის მესამე გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე. 2-0

20′ – პენალტი პანამის კარში. ლინგარდი წააქციეს.

18′ – ჯონ სტოუნსის გოლი ჯერ ჯერობით ერთადერთია.

16′ – პანამის სახიფათო პასუხი და ბარსენასის მოჭრილი დარტყმა მეკარისგან შორეულ კუთხეში. უშედეგოდ.

10′ – ყვითელი ბარათი არმანდო კუპერს (პანამა).

08′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ჯონ სტოუნსსსსს!!! ინგლისი წინ გადის.

06′ – პანამელების საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა. გოდოიმ ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.

05′ – მატჩი ინგლისელების შეტევით დაიწყო. აშკარად ჩანს, რომ გერეთ საუთგეიტის ბიჭებს პირველივე წუთებში სურთ საქმის დიდი ნაწილის გაკეთება. ვნახოთ.

01′ – მატჩი დაიწყო!

15:55ერიკ დაიერი (ინგლისი): თანამედროვე ფეხბურთში გუნდს არა მხოლოდ გეგმა A და გეგმა B, არამედ ასევე გეგმები C, D, E და F სჭირდება. დღეს ისეთი დროა, რომ წინასწარ ვერაფრით განსაზღვრავ, რა მოხდება მოედანზე. ჩვენ ბევრ სხვადასხვა სიტუაციაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ყველაფრისთვის მზად ვართ.

15:50 – სტადიონის ტრიბუნები უკვე თითქმის პირთამდეა სავსე. მატჩის დაწყებამდე 10 წუთი რჩება.

15:45 – ინგლისი რომ 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ეს ისედაც ბევრმა იცის, მას შემდეგ კი მათი საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი იყო, რომელიც 1990 წელს, იტალიაში გამართულ მუნდიალზე დაიკავეს. მესამე ადგილისთვის მატჩი ინგლისელებს მაშინ იტალიამ მოუგო 2-1.

რაც შეეხება ჯგუფში ჩარჩენას, მსგავსი მარცხი ინგლისს სამჯერ მოუვიდა – 1950, 1958 და 2014 წლებში.

15:40 – თუ დღეს ინგლისი გამარჯვებას შეძლებს, ის არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ბელგიასაც გაუნაღდებს მერვედფინალში თამაშს და ორ ლიდერს შორის ბოლო ტურის მატჩი მხოლოდ იმას გადაწყვეტს, თუ როგორ გაინაწილებენ ეს გუნდები პირველ და მეორე ადგილებს.

ამავე დროს, ბუნებრივია, პანამა თუ დღეს წააგებს, არა მხოლოდ თავად ასრულებს ჩემპიონატს, არამედ ტუნისსაც უკარგავს მერვედფინალში გასვლის შანსს.

ყველაზე პატარა ფსონები სწორედ ასეთ შედეგზე დევს დღეს. ინგლისი ფავორიტია და ამას ვერავინ უარყოფს.

15:35 – ინგლისელებმა პირველი მატჩი ტუნისის წინააღმდეგ გამართეს და მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება. იმ მატჩის გმირი მათი კაპიტანი ჰარი კეინი აღმოჩნდა, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, ბოლოს კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჰარი კეინი (წინა პლანზე) შეეცდება დღესაც მიიყვანოს გუნდი გამარჯვებამდე და მერვედფინალში თამაში გაინაღდოს.

15:30 – მატჩი ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე გაიმართება.

15:25 – სასტარტო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მეგუაიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი, კეინი, სტერლინგი, ტრიპიერი, იანგი, ლოფტუს-ჩიკი

პანამა: პენედო, მურილიო, ესკობარი, ტორესი, გომესი, პერესი, ბარსენასი, კუპერი, დევისი, გოდოი, როდრიგესი

 

23 ივნისი

22:00F ჯგუფი – გერმანია 2-1 შვედეთი

 

00:25 – ესეც მატჩის საუკეთესო მომენტები. ისიამოვნეთ.

00:00 – საოცარი თამაშის მოწმენი გავხდით. გერმანიამ ისევ გამოავლინა თავისი ხასიათი და ეს მატჩი მოიგო. ამ ჯგუფში ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს, როდესაც ერთმანეთს შვედეთი და მექსიკა, მეორე მატჩში კი გერმანია და სამხრეთ კორეა დაუპირისპირდებიან. ხვალამდე გემშვიდობებით და რამდენიმე წუთში მატჩის საუკეთესო მომენტები გელით.

90+8′ – მატჩი გერმანიის გამარჯვებით დასრულდა. ამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი წინ არის.

90+5′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! ტონი კროოოოოსსს!!!!

90+5′ – სახიფათო ჯარიმა შვედეთის კართან. გერმანიის ბოლო შანსი.

90+2′ – გერმანიას დღეს იღბალი ღალატობს. ბრანდტის დარტყმული ძელს ხვდება.

90+1′ – მსაჯმა 5 წუთი დაამატა.

90′ – ძირითადი დროის ბოლო წუთი მიდის.

 

88′ – შვედების მეკარის არაადამიანური რეაქცია!

87′ – ჰექტორის ნაცვლად ბრანდტი თამაშობს (გერმანია)

85′ – ხუთი წუთი ძირითადი დროის ამოწურვამდე და მსაჯი კიდევ რამდენიმეს დაამატებს.

82′წითელი ბარათი ბოატენგს. გერმანია რიცხობრივ უმცირესობაში რჩება.

80′ – ძირიტადი დროის ბოლო ათი წუთი დაიწყო. შეძლებს გერმანია გამარჯვების გოლის გატანას?

78′ – გუიდეტი გამოდის ტოივონენის ნაცვლად (შვედეთი)

76′ – კლესონის ნაცვლად დურმაზი თამაშობს (შვედეთი)

71′ – ყვითელი ბარათი ბოატენგს.

70′ – სატურნირო მდგომარეობა ამ წუთისთვის.

63′ – გერმანელები გამარჯვების გოლისთვის შანსებს ეძებენ. მათ ამისთვის ნახევარი საათი რჩებათ. შვედები საკუთარ საჯარიმოზე არიან მიჯაჭვულნი და ერთი კონტრშეტევაც კი არ გაუკეტებიათ მეორე ტაიმში.

48′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მარრრრრკოოოო რრრრროიიიიისსსსსს!!!! გერმანიამ გაათანაბრა!!!

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

 

23:02 – გუნდები მოედანზე გამოდიან. გერმანია აგებს, მაგრამ ეს გუნდი არასდროს ნებდება. შვედეთის გულშემატკივრებს ფრჩხილების კვნეტის 45 წუთი ელით, ეჭვი გვაქვს.

22:56 – გერმანია ორ პირად ანტირეკორდთან ძალიან ახლოსაა:

  1. ეს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ტურნირიდან არასდროს გამოთიშულა (1938 წელს პირველივე ეტაპზე წააგეს, მაგრამ ის არ ითვლება, რადგან მაშინ ქვეჯგუფები არ იყო და პირდაპირ პლეიოფით იწყებოდა ტურნირი).
  2. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ორი შეხვედრა არასდროს წაუგია.

22:51 – შვედეთი იგებს და მეორე ტაიმის წინ ფსიქოლოგიურ და ტაქტიკურ უპირატესობას იქმნის. გერმანიას ახლა ორი გოლი აქვს გასატანი და ეს მატჩის აუცილებლად მოსაგები, შვედეთს კი, უარეს შემთხვევაში, ფრეც სავსებით აწყობს.

45+2′ – ბოლო წამზე ნოიერმა „მკვდარი“ ბურთი აიღო და თავისი გუნდი მეორე გოლს გადაარჩინა. პირველი ტაიმი დასრულდა, გუნდები შესვენებაზე გადიან. ვნახოთ, რა აქვს გერმანელთა მწვრთნელს არსენალში. შვედები აშკარად უკეთეს მდგომარეობაში არიან მეორე ტაიმის წინ.

45+1′ – პირველ ტაიმს 2 წუთი დაემატა.

44′ – შვედების კიდევ ერთი კონტრშეტევა. გერმანელებმა რაღაცა უნდა იღნონ დაცვაში, თორემ შვედები ასეთ სივრცეებს აუცილებლად გამოიყენებენ ადრე თუ გვიან.

40′ – კარგი მომენტი შვედეთის კართან. გერმანელები ზეწოლას უმატებენ.

37′ – ძალიან ჰგავდა ეს გოლი ნიგერიელი აჰმედ მუსას გოლს ისლანდიის კარში. ოლა ტოივონენმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო და ნოიერის კარში პარაშუტი გაუშვა.

32′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ოლაააა ტოივონეეეეეენნნნნ!!! შვედეთი წინ გადის!! ამ შედეგს მექსიკა და შვედეთი გაჰყავს მერვედფინალში, გერმანიას და სამხრეთ კორეას კი სახლში უშვებს! გერმანელები ამას არ შეეგუებიან.

31′ – მოედანზე გუნდოგანი შემოდის. რუდი გაწბილებულია ასეთი უიღბლობით.

30′ – რუდი ისევ გასულია მოედნიდან და გერმანელები 10 კაცით არიან მოედანზე.

22′ – სებასტიან რუდი დაშავდა და მოედნიდან გაჰყავთ. გერმანიას ადრეული ცვლილების გაკეთება მოუწევს?

21′ – პირველმა ოცმა წუთმა გაიარა და ვნებები ოდნავ ჩაცხრა, თუმცა აფეთქებებს კიდევ უნდა ველოდოთ. დაძაბული სიმშვიდეა მოედანზე.

13′ – საოცარი მომენტი გერმანელთა კართან! შვედი ფეხბურთელი მარკუს ბერგი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ნოიერს ვერ აჯობა.

09′ – გერმანელების კიდევ ერთი აფეთქება. იოახიმ ლიოვის ბიჭები ბრდღვინავენ მოედანზე. ვიხილავთ სწრაფ გოლს?

07′ – შვედების პასუხი და აქაც მცველები ყოჩაღობენ. საინტერესო თამაშს ვადევნებთ თვალს.

03′ – პირველი საიფათო მომენტი მესამე წუთზე: შვედმა მცველებმა საკუთარი კარი აშკარა გოლს გადაარჩინეს.

01′ – მატჩი დაიწყო!

21:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან, რამდენიმე წამში ეროვნულ ჰიმნებს მოვისმენთ.

21:45 – შვედეთის ნაკრების 2 ნომრის გვარი (ლუსტიგი) შვედურადაც და გერმანულადაც მხიარულს, სასაცილოს ნიშნავს. თანაგუნდელები ამბობენ, რომ ის მართლაც ყველაზე მხიარული ადამიანია გუნდში. საინტერესოა, მატჩის შემდეგ როგორ ხასიათზე იქნება.

მიკაელ ლუსტიგი (მარცხნივ) და ვიქტორ კლესონი.

21:40 – სასტარტო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი, ჰექტორი, დრაქსლერი, კროოსი, ვერნერი, როისი, მიულერი, რუდიგერი, ბოატენგი, კიმიხი, რუდი

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ეკდალი, ბერგი, ფორსბერგი, კლესონი, ტოივონენი

21:35 – შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეთორმეტედ იღებს მონაწილებას და ამ გუნდის საუკეთესო შედეგი ფინალისტობაა. 1958 წელს, გადამწყვეტ მატჩში, შვედებმა ბრაზილიის ნაკრებთან წააგეს. გარდა ამისა, 1950 წელს, ბრაზილიაში გამართულ პირველობაზე, შვედებს ბრინჯაოს მედლები აქვთ მოპოვებული.

21:30 – გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ ორი მუნდიალი აქვს გამოტოვებული. 1930 წელს გერმანელებმა, ისევე როგორც ბევრმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, პირველ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს და ამის მიზეზი ურუგვაიმდე გასავლელი შორი მანძილი იყო, 1950 წელს კი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ჯერ მხოლოდ 5 წელი იყო გასული, გერმანია და იაპონია საკვალიფიკაციო ეტაპზეც არ დაუშვეს. ამრიგად, ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიისთვის რიგით მეცხრამეტეა.

გერმანია ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ოთხგზის ფინალისტი და ოთხგზის მესამეადგილოსანია და ტიტულებით მხოლოდ ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიას ჩამორჩება.

19:00F ჯგუფი – სამხრეთ კორეა 0-2 მექსიკა

20:52 – შეხვედრა მექსიკელთა გამარჯვებით დასრულდა. 22:00 საათზე შვედეთისა და გერმანიის დაპირისპირებას ვიხილავთ

90+3′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! სონის გასროლილი ბურთი მეტოქის ბადეში გაეხვა. სამხრეთ კორეელებს მატჩის გადასარჩენად ორი წუთი რჩებათ

90′ – მატჩს ხუთი წუთი დაემატა. კიდევ ერთხელ ვიხილოთ ჩიჩარიტოს მიერ გატანილი გოლი

89′ – სონის შორეული დარტყმა მეტოქის კარს აცდა

88′ – მექსიკელი ედსონ ალვარეზი და კორეელი ლეე სეუნგვუ წელს სამხრეთ კორეაში გამართულ ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე ასპარეზობდნენ

86′ – თამაშგარე მდგომარეობა დღევანდელ შეხვედრაში ზუსტად ნულჯერ დაფიქსირდა

84′ – ბოლო ცვლილება კორეელთა შემადგენლობაში – ჩულ ჰონგი კიმ მინ-ვუს ნაცვლად შემოდის

82′ – კორეელები უკვე თითქოს მარცხს შეეგუენ, მათ იერიშებს სიმწვავე აკლია

81′ – მატჩს 43,472 მაყურებელი ესწრება

80′ – სამხრეთ კორეელებმა უხეშობას უმატეს. არბიტრმა ყვითელი ბარათით ახლად შემოსული ვუ-იანგ იუნგი დასაჯა

77′ – ორივე გუნდში ცვლილებებია – ოსორიომ მოედანზე დოს სანტოსი შემოიყვანა და ველა გაიყვანა. კორეელთა შემადგენლობაში კი ვუ-იანგ იუნგი გამოჩნდა

74′ – ჯაე-სუნგ ლი მეტოქის კარისკენ გზავნის ბურთს, თუმცა ოჩოა ადგილზეა

72′ – კორეელთა მხრიდან მესამე ყვითელი ბარათი სონგ-ვუ ლიმ მიიღო

68′ – რაფა მარკესი გუარდადოს ნაცვლად გამოვიდა. მარკესი მე-5 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს!

66′ – გოოოოოოოოოოოოოოლ!!!!! ჩიჩარიტომ მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და შესანიშნავი გოლი გაიტანა!

64′ – ლი სონგ-ვუ ჯუ სე-იონგის ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე

63′ – მსაჯმა ყვითელი ბარათების დარიგება დაიწყო – ამჯერად მან ლი იონგი დასაჯა

58′ – კიმმა ყვითელი ბარათი მიიღო

52′ – ჩიჩარიტომ იძუნწა და მორიგი კარგი მომენტი დაიკარგა.

50′ – მეორე ტაიმი შედარებით დუნედ დაიწყო. მექსიკა ტემპის დაგდებას და მატჩის აუჩქარებელ რეჟიმში გადაყვანას ცდილობს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

20:00 – ბურთის ფლობის მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, მექსიკელთა უპირატესობა აშკარაა, თუმცა ანგარიში ჯერ მხოლოდ მინიმალურია და კორეელები შიგადაშიგ საკმაოდ სახიფათო შეტევებს ახორციელებენ. მატჩის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45′ – პირველი ტაიმი სრულდება. კუთხური მექსიკის კართან.

30′ – კორეელები შეტევაში უფრო აქტიურობენ. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.

26′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! კარლოს ველააააა. მექსიკა წინ გადის.

24′ – ხელით თამაში საჯარიმოში და პენალტი მექსიკელთა სასარგებლოდ.

22′ – კორეელების სახიფათო კონტრიერიში. რამდნეიმე დარტყმა კარში და მცველები ყოჩაღობენ.

20′ – უხეშობაც გვაქვს. უფრო კორეელებისგან.

15′ – საკმაოდ თანაბარი მატჩია. მექსიკელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობენ, მაგრამ კორეელები ძალიან სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობენ.

12′ – ჩიჩარიტოს თავური და ბურთი კარს ცდება.

11′ – ტანმორჩილი კორეელები საკმაოდ კარგად თამაშობენ თავით. კუთხურიდან ჩაწოდებებით მექსიკელები ხეირს ჯერ-ჯერობით ვერ ნახულობენ.

05′ – გერმანიის წინააღმდეგ მატჩისგან განსხვავებით, დღეს მექსიკა პირველ ნომრად თამაშობს, ამიტომ კონტრშეტევებს უფრო სამხრეთკორეელებისგან უნდა ველოდოთ.

01′ – მატჩი დაიწყო.

 

18:55 – ჟღერს მექსიკისა და სამხრეთ კორეის ეროვნული ჰიმნები.

18:35 – გუნდები მოთელვას გადიან. მატჩის დაწყებამდე 25 წუთი რჩება. ამ ჯგუფში ძალიან თანაბარი ძალის გუნდები შეიკრიბნენ და 2 ტურის შემდეგ 6 ქულის დაგროვებაც კი არ იძლევა მერვედფინალში თამაშის გარანტიას. მიუხედავად ამისა, მექსიკა დღეს ნამდვილად შეეცდება მეორე მატჩიც მოიგოს, რითაც მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

18:30 – მექსიკის ეროვნული გუნდისთვის მიმდინარე მსოფლიოს პირველობა რიგით მეთექვსმეტეა და ყველაზე დიდი წარმატება მათთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ მეოთხედფინალია: საუკეთესო რვა გუნდს შორის მექსიკა ორჯერ მოხვდა და ორივეჯერ ჩემპიონატი მათ სამშობლოში იმართებოდა (1970, 1986). რაც შეეხება სამხრეთ კორეას, ისინი მუნდიალზე მეათედ არიან წარმოდგენილები და საუკეთესო შედეგს მათაც სამშობლოში მიაღწიეს, როდესაც 2002 წელს ნახევარფინალამდე მივიდნენ და მესამე ადგილისთვის მატჩში თურქეთთან დამარცხდნენ.

16:00 – G ჯგუფი – ბელგია 5-2 ტუნისი

18:20 – ვნახოთ მატჩის საუკეთესო მომენტები და გადავდივართ მომდევნო თამაშზე.

18:15 – ბელგიამ მერვედფინალში თამაში გაინაღდა, ტუნისს კი მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. რამდენიმე წუთში მატჩის საუკეთესო მომენტებს შემოგთავაზებთ.

90+3′ – მატჩი დასრულდა.

90+3′ – გოოოოოოოოოოოლ!!! 5-2. ტუნისმა ეს მატჩი ყველაზე უხვგოლიანად აქცია მიმდინარე ჩემპიონატში. ესეც მიღწევაა. გარკვეულწილად.

90+1′ – ძირითად დროს 3 წუთი დაემატა.

90′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! მიჩი ბაჩუაიიიი!!!! მაინც გაიტანა!! 5-1

83′ – მიჩი ბაჩუაის საოცარი უიღბლობა: ჯერ მისი დარტყმული ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა, მერე ისევ ცარიელ კარში ურტყამდა და ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი 2-3 მეტრიდან ძლიერი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

80′ – მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე თამაშია, რომელშიც მსაჯს ჯერ ყვითელი ბარათი არავისთვის უჩვენებია. ისლანდია – არგენტინა და ურუგვაი – საუდის არაბეთი გაფრთხილებების გარეშე დასრულდა. ვნახოთ თუ მიემატება ყველაზე კორექტული თამაშების რიცხვს მიმდინარე მატჩიც.

75′ – თხუთმეტ წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დასრულებამდე და კიდევ ერთი კარგი შანსი ბელგიას. შეცვლაზე შემოსული მიჩი ბაჩუაი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ მცველმა გამოიტანა.

68′ – ედენ აზარის ნაცვლად მიჩი ბაჩუაი თამაშობს (ბელგია)

65′ – რომელუ ლუკაკუ და ედენ აზარი. დღევანდელ მატჩში ორი დუბლის ავტორები.

60′ – ფერჯანი სასის ნაცვლად ნაიმ სლითი ითამაშებს (ტუნისი).

59′ – რომელუ ლუკაკუს ნაცვლად ფელაინი თამაშობს (ბელგია).

54′ – გოლების რაოდენობით ეს მატჩი ჩემპიონატის გახსნის თამაშს გაუთანაბრდა, რომელშიც რუსეთმა საუდის არაბეთი 5-0 დაამარცხა. ამაზე მეტი მხოლოდ ერთ მატჩში გავიდა (ესპანეთი 3-3 პორტუგალია).

51′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ენედ აზარრრრრრ. მეორე დუბლი დღევანდელ შეხვედრაში!!

50′ –  მეორე ტაიმიც საკმაოდ გახსნილია. ტუნისს უკვე სამი კარგი შანსი ჰქონდა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:07 – მეორე ტაიმის დაწყებამდე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ბოლო შემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც პირველ ტაიმში 4 გოლი ან მეტი გავიდა, 2014 წელს დაფიქსირდა ბრაზილიასა და გერმანიას შორის ნახევარფინალურ მატჩში (5-0 პირველ ტაიმში).

16:57 – ბურთის ფლობა თითქმის თანაბარია, თუმცა ტუნისის დაცვა უკეთესის სურვილს ტოვებს და შედეგიც სახეზეა.

16:55 – საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი პირველი ტაიმი ვიხილეთ. ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ თავისი მეოთხე გოლი გაიტანა და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.

45+4′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+4′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ლუკაკუუუუუ!!! მეორე დუბლი ერთ ჩემპიონატში.

45+1′ – პირველ ტაიმს 4 წუთი დაემატა.

43′ – ბენ იუსეფის ნაცვლად მოედანზეა ბენ ალუანი (ტუნისი).

39′ – მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის 27-ე თამაში და არც ერთი ნულოვანი ფრე. აქამდე საუკეთესო შედეგი (26 მატჩი) 1954 წელს იყო.

32′ – სიხარული და გაწბილება: დილან ბრონმა გოლი გაიტანა და რამდენიმე წუთში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

30′ – მოსკოვის სპარტაკის საშინაო არენაზე ღია კარის დღე გვაქვს. განსაკუთრებით ეს ტუნისის ნაკრების დაცვას ეხება.

27′ – კიდევ ერთი კარგი შანსი ლუკაკუს, მაგრამ თავდამსხმელმა ბურთი ძალიან წინ გაიგდო და მომენტი დაიკარგა.

23′ – ტუნისის ნაკრების ფეხბურთელი დილან ბრონი დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მის ნაცვლად ჰამდი ნაგეზი თამაშობს.

21′ – რომელუ ლუკაკუმ მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირებში გაერია. ამდენივე აქვთ გატანილი ესპანელ კოსტას და რუს ჩერიშევს. მათზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს – 4 გოლი.

18′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ტუნისი თამაშში ბრუნდება!! დილან ბრონი! 2-1

16′ – გოოოოოოოოოოოლ!!! რომელუ ლუკაკუუუუუუ!!!

14′ ყვითელი ბარათი ფერჯანი სასის (ტუნისი).

13′ – კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ტუნისის კართან. დარტყმა სუსტი გამოდგა და მეკარე ადგილზეა.

07′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ედენ აზარრრრრ! მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ბელგია წინ გადის.

 

05′ – მსაჯი თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ წესები საჯარიმოს გარეთ დაირღვა. შეცვლის თუ არა მსაჯი გადაწყვეტილებას?

03′ – სახიფათო შეტევები ტუნისის კართან. ბელგიამ რიხით დაიწყო, რაც სულაც არ არის გასაკვირი. მოგების შემთხვევაში ისინი მერვედფინალის საგზურს თითქმის ინაღდებენ.

01′ – მატჩი დაიწყო!

 

15:57 – ეს გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს 2002 წელსაც შეხვდნენ და მაშინ მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მბო მპენზა ტუნისელი მცველების გარემოცვაში, 2002 წელი.

15:55 – რაც შეეხება ტუნისის ნაკრებს, პირველად ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1978 წელს გავიდა და მას შემდეგ კიდევ ოთხჯერ ხვდა წილად ეს პატივი. გუნდს ჯგუფური ეტაპი ჯერ არასდროს გადაულახავს და ამის გაკეთებას წელს შეეცდება.

15:50 – ბელგიის ნაკრები მეცამეტედ მონაწილეობს მსოფლიოს ჩემპიონატში და ერთ-ერთია იმ მხოლოდ სამი ევროპული ქვეყნის ნაკრებიდან, რომლებმაც 1930 წელს, პირველ მუნდიალში მიიღეს მონაწილეობა. საუკეთესო შედეგს კი ამ გუნდმა 1986 წელს მიაღწია, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან დამარცხდა. მოგვიანებით, მესამე ადგილისთვის მატჩში, ბელგიამ საფრანგეთთანაც წააგო და მეოთხე ადგილი დაიკავა.

15:42 – ბელგიელები უკვე სტადიონზე არიან და ხურდებიან. შეხვედრა „მოსკოვის სპარტაკის“ სტადიონზე გაიმართება

15:28 – გუნდების გასახდელებში ყველაფერი მზადაა, მატჩი ნახევარ საათში დაიწყება

22 ივნისი

22:00 – E ჯგუფი – სერბეთი 1-2 შვეიცარია

00:10 – ვნახოთ მატჩის საუკეთესო მომენტები და ხვალამდე გემშვიდობებით.

00:05 – E ჯგუფში უკვე გაირკვა ერთი გუნდი, რომლისთვისაც ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ფორმალობა იქნება. ეს არის კოსტა-რიკის ნაკრები, რომელიც ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. რაც შეეხებათ დანარჩენ გუნდებს, სამივეს აქვს მერვედფინალში გასვლის შანსი. ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს.

90+4′ – მატჩი შვეიცარიის გამარჯვებით დასრულდა.

90+2′ – ცუბერის ნაცვლად დრმიჩი თამაშობს (შვეიცარია). მსაჯმა 4 წუთი დაამატა.

90′გოოოოოოოოოოოლ!!! ჯერდან შაჩირრრრიიიიიიი!!! შვეიცარია იგებს!!

87′ყვითელი ბარათი მიტროვიჩს.

84′ – კარგი მომენტი შვეიცარიას. სერბთა მეკარე ადგილზეა.

81′ – მილივოევიჩის ნაცვლად რადონიჩი თამაშობს.

72′ – ჯემაილის ნაცვლად ემბოლო თამაშობს (შვეიცარია)

65′ – კოსტიჩის ნაცვლად ლიაიჩი თამაშობს (სერბეთი).

53′ გოოოოოოოოოოოლ!!! შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა. გრანიტ ჯაკაააა!!!

 

51′ – მატჩის სურათი  არ შეცვლილა: შვეიცარია საპასუხო გოლისთვის შანსებს ეძებს, სერებთი კონტრშეტევებით გადის ფონს.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო. სეფეროვიჩის ნაცვლად გავრანოვიჩი თამაშობს (შვეიცარია)

 

22:50 – ბურთის ფლობის მხრივ უპირობო უპირატესობა შვეიცარიას აქვს. ვნახოთ, რას მოგვიტანს მეორე ტაიმი.

45+2′ყვითელი ბარათი მატიჩს (სერბეთი). პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – პირველ ტაიმს 2 წუთი დაემატა.

44′ – კარგი მომენტი შვეიცარიის კართან. ბურთი კარს ასცდა.

39′ყვითელი ბარათი მილივოევიჩს (სერბეთი)

33′ – შვეიცარია ზეწოლას აძლიერებს. კარგი შანსი, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგა. ყვითელი ბარათი სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩს (სერბეთი)

30′ – სერბთა მეკარემ საოცარი ბურთი მოიგერია. არ იყო ძლიერი დარტყმული, მაგრამ მანძილი იყო მცირე და რეაგირება ჭირდა.

26′ – ოცდამეექვსე მატჩი მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯერ უგოლო ფრე არ დაფიქსირებულა; ჯერ არც ერთ გუნდს არ წაუგია პირველი გოლის გატანის შემდეგ.

22′ – ბურთს ძირითადად შვეიცარიელები ფლობენ და საკუთარ შანსებს ეძებენ, სერბეთი კონტრშეტევებზე აკეთებს აქცენტს.

15′ – მიტროვიჩის კიდევ ერთი თავური, ამჯერად უფრო შორის დისტანციიდან და ბურთი კარს გადასცდა.

ალექსანდრ მიტროვიჩს (9) შვეიცარიის კარში გოლი გააქვს.

 

10′ – შვეიცარია საპასუხო შეტევებს ამზადებს. ჯემაილიმ კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან.

05′გოოოოოოოოოოოლ!!! სერბეთი წინ გადის. ალექსანდრ მიტროვიჩჩჩჩ!!! მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიტროვიჩმა ლამაზი თავურით გადაგზავნა შვეიცარიის ნაკრების კარში.

 

05′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. აშკარად ჩანს, რომ მოედანზე ორი თანაბარი ძალის გუნდია.

01′ – მატჩი დაიწყო.

21:59 – ბოლო 23 შეხვედრიდან შვეიცარიამ მხოლოდ 1 წააგო – პორტუგალიასთან 2017 წლის ოქტომბერში.

21:55 – სასტარტო შემადგენლობები:

სერბეთი: სტოიკოვიჩი, ტოშიჩი, მილივოიევიჩი, ივანოვიჩი, მიტროვიჩი, ტადიჩი, კოლაროვი, მილენკოვიჩი, კოსტიჩი, სერგეი, მატიჩი

შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი. აკანჯი, სეფეროვიჩი, ჯაკა, ბეჰრამი, როდრიგესი, ცუბერი, ჯემაილი, შერი, შაჩირი

21:52 – შვეიცარიის ნაკრებისთვის ეს მუნდიალი რიგით მეთერთმეტეა და სამჯერ (1934, 1938, 1954) ეს გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა.

21:48 – სერბეთი, როგორც დამოუკიდებელი, ცალკე აღებული ქვეყნის ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატში მეორედ მონაწილეობს, თუმცა ბელგრადის მმართველობის ქვეშ მყოფ სხვა სახელმწიფოებსაც თუ მივამატებთ (იუგოსლავიის სამეფო, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა, სერბეთი და მონტენეგრო), მაშინ მიმდინარე ჩემპიონატი ამ ქვეყნისთვის მეთორმეტეა. საუკეთესო შედეგებს რაც შეეხება, 1930 წელს იუგოსლავიის სამეფოს ნაკრებმა, ხოლო 1962 წელს იუგოსლავიის სფრ-მ მუნდიალზე მეოთხე ადგილი დაიკავეს.

19:00 – D ჯგუფი – ნიგერია 2-0 ისლანდია

 

21:13 – ვნახოთ ამ მატჩის საინტერესო მომენტებიც და გადავიდეთ შემდეგ თამაშზე.

21:00 – მატჩის საუკეთესდო მოთამაშედ ვინ აღიარეს, ამის გამოცნობა რთული არ არის: აჰმედ მუსა!

90+7′ – მატჩი დასრულდა, თუმცა ამ ჯგუფში ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის. რაც ნამდვილად ვიცით, ხორვატია მერვედფინალშია. დანარჩენ სამ გუნდსაც შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

90+6′ – ნიგერიას მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მატჩი აქვს მოგებული და ხუთივე ევროპულ გუნდებთან. რამდენიმე წამიც და 6/6 იქნება.

90+1′ – მატჩს 6 წუთი დაემატა.

90+1′ – ეტებოს ნაცვლად მოედანზეა ივობი (ნიგერია)

89′ – ისლანდია ვა-ბანკზე მიდის და დაცვაში სივრცეებს ხსნის. ნიგერიის მესამე გოლი გამორიცხული არ არის.

83′ – სიგურდსონმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ბურთი ტრიბუნებისკენ გაფრინდა.

80′ – საინტერესო ფაქტი: მიმდინარე თამაშამდე ბოლო მატჩი ნიგერიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2014 წელს გამართა არგენტინის წინააღმდეგ და 2-3 დამარცხდა. იმ მატჩშიც ორივე გოლი აჰმედ მუსამ გაიტანა.

75′ – გოოოოოოოოოოოლ!!! 2-0 აჰმედ მუსას დუბლი!!!

68′ – ისლანდიელები სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ ნიგერია კონტრშეტევის შანსს ხელიდან არ უშვებს და ასევე საკმაოდ ხშირად ემუქრება მეტოქის კარს.

60′ – რაგნარ სიგურდსონი თავშეხვეული აგრძელებს თამაშს.

58′ – გოლის გატანის შემდეგ აჰმედ მუსამ მუხლი შემთხვევით ისლანდიელ მცველს მოარტყა და თავი გაუტეხა.

50′ – ნიგერიამ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ არგენტინასაც მისცა იმედი. თუ მატჩი ამ შედეგით ან ფრედ დასრულდა, მესის და კომპანიას მერვედფინალში გასვლის შანსი უჩნდებათ.

49′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ნიგერია წინ გადის!!! აჰმედ მუსააააა!!!

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო; ცვლილება ნიგერიის შემადგენლობაში: იდოვუს ნაცვლად ტაირონ ებუეჰი თამაშობს.

 

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45′ – სახიფათო ჯარიმა და ბურთი ნიგერიის კარს ცოტათი აცდა. მსაჯმა პირველ ტაიმს 2 წუთი დაამატა.

41′ – დღეს, მატჩის წინ, ნიგერიელ ფეხბურთელებს ცნობილი ნვანკვო კანუ ეწვია. არსენალისა და ნიგერიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 1998, 2002 და 2010 წლებში აქვს ნათამაშევი მსოფლიოს ჩემპიონატებზე.

 

38′ 

27′ – ბურთის ფლობის მაჩვენებელი უფრო ნიგერიის მხარესაა, მაგრამ ისლანდიელები თითქოს უფრო სახიფათიდ უტევენ.

18′ – ჯერ-ჯერობით არც ერთ კართან რეალური მომენტი არ შექმნილა. ორივე გუნდი აქტიურობს და ტემპიც საკმაოდ მაღალია.

12′ – წინა მატჩისგან განსხვავებით, ძალიან გახსნილი თამაში მიდის, რაც არ შეიძლება არ გვსიამოვნებდეს.

06′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით მიდის, დაცვაში ჩაჯდომას არავინ აპირებს. ისლანდიამ უკვე რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა.

03′ – სახიფათო ჯარიმა ნიგერიის კარის მიმართულებით და საკმაოდ სახიფათო დარტყმაც. მეკარე გაუმკლავდა.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:55 – გუნდები მოედანზე გამოდიან და მალე ეროვნულ ჰიმნებსაც მოვისმენთ. ვოლგოგრადის სტადიონი მატჩისთვის მზად არის.

 

18:50 – კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ისლანდია არის მოსახლეობით ყველაზე პატარა ქვეყანა (350 710), რომელსაც ოდესმე უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ნიგერია კი მიმდინარე პირველობაზე ამ მაჩვენებლით (185,989,640) მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩება (209,129,000).

18:45 – გადავხედოთ სასტარტო შემადგენლობებს:

ნიგერია: 23. უზოჰო, 2. იდოვუ, 4. ნდიდი, 5. ეკონგი, 6. ბალოგუნი, 7. მუსა, 8. ეტებო, 10. მიკელი, 11. მოზესი, 14. იჰეანაჩო, 22. ომერუო

ისლანდია: 1. ჰალდორსონი, 2. სევარსონი, 6. სიგურდსონი, 8. ბიარნასონი, 10. სიგურდსონი, 11. ფინბოგასონი, 14. არნასონი, 17. გუნარსონი, 18. მაგნუსონი, 19. გისლასონი, 22. ბოდვარსონი

18:38 – რაც შეეხება ისლანდიას, ეს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატების დებიუტანტია და შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია, როდესაც საკუთარ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ხორვატიის ძლიერი გუნდიც ჩამოიტოვა. გარდა ამისა, მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში ჩრდილოელებმა არგენტინასთან ფრეს (1-1) მიაღწიეს და საკმაოდ კარგი შანსები დაიტოვეს საიმისოდ, რომ მერვედფინალში გასასვლელად იბრძოლონ. დღევანდელი მატჩი ბევრს გადაწყვეტს.

18:33 – ნიგერიის ნაკრები მეექვსედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ გუნდის დებიუტი მუნდიალზე 1994 წელს შედგა და მაშინ ნიგერიელებმა ყველა გააკვირვეს თავიანთი ძლიერი თამაშით. სადებიუტო პირველობაზე გუნდმა პირველი ეტაპის დაძლევა შეძლო და მეტიც, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, შემდეგ კი, მერვედფინალში, იტალიის ძლიერ ნაკრებთან მხოლოდ დამატებოთ დროში დათმო. იმავე შედეგს ნიგერიამ კიდევ ორჯერ, 1998 და 2014 წლებში მიაღწია. რაც შეეხება მიმდინარე პირველობას, აქ ნიგერიელებმა პირველი მატჩი ხორვატიის ნაკრებთან დათმეს და დღეს აუცილებლად მოგება ესაჭიროებათ.

 

16:00 – D ჯგუფი – ბრაზილია 2-0 კოსტა რიკა

 

18:18 – ესეც მატჩის საინტერესო მომენტები და გადავდივართ შემდეგ თამაშზე.

18:13 – რამდენიმე წუთში მატჩის საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ, მანამდე კი ორი საინტერესო ფაქტი:

1. ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 56-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით რომარიოს გაუსწრო. ახლა მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (62) და პელეს (77) აქვთ გატანილი.

2. ნეიმარის მიერ 90+7 წუთზე გატანილი გოლი გამოდგა ყველაზე გვიანი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

17:56 – შეხვედრა დასრულდა – ბრაზილიამ გაიმარჯვა!

90+6 – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ! რაც 90 წუთში ვერ მოახერხეს ბრაზილიელებმა, დამატებულ ექვს წუთში ორჯერ შეძლეს. გოლის ავტორი – ნეიმარი !

90+5′ – ბურთს გატანილი გოლის შემდეგაც ბრაზილიელები აკონტროლებენ. კოსტა რიკა ბედს შეეგუა

90+3′ – ჟეზუსის ნაცვლად მოედანზე ფერნანდინიო გამოჩნდა

90+1′ –  გოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!! ბრაზილიელთა შესანიშნავი კომბინაცია ფილიპე კოუტინიომ დაასრულა!

90′ – თამაშს მსაჯმა ექვსი წუთი დაამატა

89′ – კოსტა რიკას ფეხბურთელები ყველა მცირე შეჯახების შემდეგ დიდ დროს ატარებენ მინდორზე და დროის გაყვანას ცდილობენ. არადა მათ ჯგუფურ ეტაპზე 0 ქულა აქვთ

87′ – ბრაზილიელთა მორიგი იერიში კაზემიროს დარტყმით დასრულდა. ნავასი ადგილზეა!

86′ – მსაჯმა დროის გაყვანისთვის აკოსტა გააფრთხილა. ნეიმარი  ემოციებს ვეღარ თოკავს

83′ – ცვლილება კოსტა რიკას შემადგენლობაში – გუსმანის ნაცვლად მოედანზე ტეჟედა გამოვიდა

81′ – მსაჯთან კამათისთვის ნეიმარი და კოუტინიო ყვითელი ბარათით დაისაჯნენ

79′ – კუიპერსმა მომენტი ვიდეო რეფერის დახმარებით შეაფასა და პენალტი გააუქმა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვიდეო მსაჯის დახმარებით პენალტი გაუქმდა

78′ – ნეიმარზე საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პენალტი მოიპოვა!

75′ – სალვიო გამბიოს ნაცვლად შემოვიდა კოსტა რიკელთა რიგებში. ამასობაში ნეიმარი კიდევ ერთხელ ურტყამდა კარისკენ და კუთხურიც მოიპოვა

72′ – კოსტა რიკელი მცველების შეცდომის შემდეგ ბურთს ნეიმარი დაეუფლა და კარისკენ ძლიერად გაუშვა. ბურთი კვლავ მცირე მანძილით აცდა კარს

70′ – ბრაზილიელები აქტიურად უტევენ. კუთხურის შემდეგ კარისკენ კაზემირო ურტყამდა, მაგრამ ნავასს ბურთი პირდაპირ ხელებში მიუვიდა

68′ – ნეიმარს ხისტად ხშირად ეთამაშებიან, თუმცა კუიპერსი ძირითად შემთხვევებში თამაშის წესის დარღვევას არ აფიქსირებს

64′ – კეილორ ნავასს მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში ბევრად მეტი ჯაფა დაადგა, ვიდრე მთელ პირველ ტაიმში. პირველ ნახევარში ბრაზილიას მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, ახლა კი უკვე 4 აქვთ

62′ – ბრაზილია ტემპს არ აგდებს და მომენტს მომენტზე ქმნის. კოსტა რიკელებს ძალიან უჭირთ კარის მშრალად შენახვა

60′ –  ბრაზილიამ მეორე ტაიმის დაწყებიდან არაერთი საგოლე ეპიზოდი შექმნა, თუმცა ანგარიში კვლავ 0:0-ია. საინტერესოა მოახერხებენ თუ არა ჩემპიონატის ფავორიტები კოსტა რიკას დაცვის გარღვევას

58′ –  ამჯერად კარისკენ კოუტინიო ურტყამდა! ნავასი ისევ შესანიშნავად მოქმედებს. ბრაზილია მეტოქეს ძალიან სახიფათოდ უტევს

56′ – ნეიმარმა ასპროცენტიანი შანსი გაუშვა. პაულინიოს გადაცემა ნეიმარმა კარისკენ გაუშვა, მაგრამ ნავასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია

50′ –  ორი საოცარი მომენტი კოსტა რიკას კართან. გაბრიელ ჟეზუსის თავური ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი გუნდი კვლავ ნავასმა გადაარჩინა. ბრაზილიამ ზეწოლა გააძლიერა

48′ – მორიგი სახიფათო ეპიზოდი კოსტა რიკელთა კართან. ოვიედოს შეცდომა ნავასმა გამოასწორა. ნეიმარი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო

47′ – მეორე ტაიმი დაიწყო. ბრაზილია ბურთს კვლავ აკონტროლებს, კოსტა რიკა კი თავს კარგად იცავს

16:50 – პირველი ტაიმის ბურთის ფლობის სტატისტიკა

45′ – პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კოსტა რიკამ ბრაზილიის საჯარიმოსთან სახიფათო ჯარიმა მიიღო, თუმცა ჩაწოდება არ გამოვიდა. პირველი ტაიმი დასრულდა

41′ – მარსელო აქტიურად ერთვება ბრაზილიის შეტევებში. მეტოქის კარისკენ ამჯერად სწორედ ბრაზილიელი მცველი ურტყამდა, თუმცა ნავასი ბურთს კარგად დახვდა

39′ – მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში, რომელშიც კოსტა რიკა მონაწილეობდა მხოლოდ ოთხი გოლი გავიდა

37′ – თამაშს ტემპი დაეცა. ბრაზილიელები ბურთს მეტოქის ნახევარზე აკონტროლებენ და შეტევის ორგანიზებას ცდილობენ

32′ – მეტოქის საჯარიმოში კვლავ ნეიმარი აქტიურობს, მისი ჩაწოდების შემდეგ ჟეზუსი თამაშგარეში აღმოჩნდა

30′ – საჯარიმოს გარედან ამჯერად კოუტინიო ურტყამდა. ძლიერი დარტყმა მცირე მანძილით აცდა კარს

29′ – მარსელოს დარტყმა არაზუსტი გამოდგა

26′ – ბრაზილია გააქტიურდა და ორი ძალიან მწვავე შეტევა შემოგვთავაზა. თამაშგარის გამო ჟეზუსის გოლი არ ჩაითვალა. ნეიმარი შეტევის მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად ირჯება

24′ – ნეიმარისგან ბევრად მეტს ველით, თუმცა როგორც შვეიცარიასთან, ასევე კოსტა რიკასთან მას კარგად მეურვეობენ

21′ – ბურთის ფლობაში უპირატესობა ბრაზილიას აქვს, თუმცა ყველა სხვა სტატისტიკაში კოსტა რიკელები მათ ტოლს არ უდებენ. კარისკენ დარტყმები – ბრაზილია 1:3 კოსტა რიკა

13′ – გოლის გატანის პირველი რეალური შანსი კოსტა რიკელებს ჰქონდათ. ბორხესის დარტყმა სანტიმეტრებით აცდა ალისონის კარს

11′ – ორივე გუნდმა თითო შორეული დარტყმა გაცვალა. მატჩი ბრაზილიელთა უპირატესობით მიმდინარეობს

6′ – ნეიმარს ვარცხნილობა შეუცვლია…

4′ – მატჩის პირველი სახიფათო ეპიზოდი – კოუტინიო მეტოქის კარისკენ ძლიერად, მაგრამ არაზუსტად ურტყამს

1′ – შეხვედრა დაიწყო!

15:50 – დღის პირველ შეხვედრაში ბრაზილია და კოსტრა რიკა ითამაშებენ. გუნდების შემადგენლობები

ბრაზილია – ბეკერი, სილვა, მირანდა, კაზეიმორი, ჟეზუსი, ნეიმარი, კოუტინიო, მარსელო, პაულინიო, ვილიანი, ფაგნერი

კოსტა რიკა – ნავასი, აკოსტა, გონზალესი, ბორხესი, დუარტე, ოვიედო, ბრაიანი, ვენეგასი, გამბოა, გუზმანი, ურენა

21 ივნისი

22:00 – D ჯგუფი – არგენტინა 0-3 ხორვატია

00:30 – მატჩის საუკეთესო მომენტებიც ვნახოთ და ამით დღეს მოვრჩით.

00:13 – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:

23:59 – ხორვატიის გამარჯვებას ალბათ ბევრი ვარაუდობდა, მაგრამ ასეთს – არავინ. მოდრიჩი და კომპანია ამ მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

23:55 – მატჩი დასრულდა. ხორვატიის ტრიუმფის მოწმეები ვართ. ცოტა ხმამაღლა შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ამ გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არგენტინა კი… დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. მანამდე მატჩის საუკეთესო მომენტები გელით.

90+2′ – მესამე გოლი არგენტინის კარში! 0-3. რაკიტიჩი!

87′ – რაკიტიჩის საჯარიმო დარტყმა და ბურთი ხარიხას ხვდება. ყვითელი ბარათი აკუნიას.

85′ – არგენტინელებს ნერვები ღალატობთ. მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ყვითელი ბარათი ოტამენდის (არგენტინა)

83′ – მორიგი კონტრშეტევა ხორვატებმა გოლით დაასრულეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა (ჩვენი აზრით), რომელსაც ლუკა მოდრიჩი ჰქვია, შორიდან დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

81′ – გოოოოოოოოოოოლ!!! ლუკააა მოდრიიიიჩ!!! 0-2

76′ – 15 წუთი მატჩის დასრულებამდე. არგენტინას გოლი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციას ძალიან ირთულებს.

70′ – ყველაზე მეტად ახლა ამ კაცს სჭირდება გოლი. ვილფრედო კაბალიერო მატჩის ანტიგმირია.

68′ – ცვლილება არგენტინის შემადგენობაში: ენცო პერესის ნაცვლად მოედანზეა პაულო დიბალა.

63′ – კარგი მომენტი არგენტინას. მეკარე ადგილზეა.

56′ – ორი ცვლილება არგენტინის შემადგენლობაში: სალვიოს ნაცვლად პავონი თამაშობს, აგუეროს ნაცვლად – იგუაინი.

55′ – არგენტინა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. წაგების შემთხვევაში გუნდი შესაძლოა ჯგუფში ჩარჩეს. შეტევის გააქტიურებას უნდა ველოდოთ.

53′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! ხორვატია წინ გადის! 0-1 მეკარის უხეში შეცდომა.

50′ – რებიჩის წაქცევისთვის მერკადომ ყვითელი ბარათი მიიღო.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

22:55 – არგენტინა და ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატებზე ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან. 1998 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, სამხრეთამერიკელებმა 1-0 გაიმარჯვეს და მატჩის ერთადერთი გოლი მაურისიო პინედამ გაიტანა.

1998 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთში. მაურისიო პინედამ ხორვატიის კარში ერთადერთი გოლი გაიტანა.

22:50 – პირველმა ტაიმმა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. კარგი მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მეორე ნახევარში მეტ დაძაბულობას უნდა ველოდოთ.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა. ბოლო წამებზე რებიჩმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

45+1′ – პირველი ტაიმის ძირითად დროს 2 წუთი დაემატა.

38′ – ყვითელი ბარათი რებიჩს (ხორვატია)

33′ – მანჯუკიჩმაც მშვენიერი მომენტი გააფუჭა. ძალიან საინტერესო თამაშს ვადევნებთ თვალს.

30′ – ასპროცენტიანი მომენტი არგენტინას. პერესმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

ენცო პერესი

28′ – გრადუსი ძალიან მაღალია. ადვილად არავინ არაფერს თმობს.

20′ – ბურთის ფლობის მხრივ არგენტინის უპირატესობა აშკარაა (67% – 33%), თუმცა ხორვატები ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებენ.

12′ – არგენტინის პასუხი: საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს მესი შეჰყვა, მაგრამ მეკარემ დაასწრო, რამდენიმე წამში კი მესას დარტყმულს ლოვრენი ჩაუწვა.

10′ – არგენტინას დაცვაში პრობლემები აქვს. ხორვატიის მეორე სახიფათო შეტევა ვიხილეთ.

05′ – პირველი სახიფათო მომენტი: პერიშიჩი მეტოქის კარს მარცხენა ფლანგიდან მიუახლოვდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ არგენტინის მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ივან პერიშიჩი (4)

03 – მოგება დღეს არგენტინას უფრო სჭირდება, ხორვატიას კი, უარეს შემთხვევაში, ფრე სავსებით აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ არგენტინის ხშირ და სახიფათო შეტევებს.

01′ – მატჩი დაიწყო

21:45 – სასტარტო შემადგენლობები:

არგენტინა: კაბალიერო, მერკადო, ტალიაფიკო, აკუნია, მესი, მესა, მასკერანო, პერესი, ოტამენდი, სალვიო, აგუერო

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, სტრინიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, მანჯუკიჩი, რებიჩი, ვიდა

21:40 – გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთ გუნდს მერვედფინალი ჯერ გარანტირებული არ აქვს, აქვე გავიხსენოთ მათი ყველაზე წარუმატებელი ჩემპიონატები. არგენტინა ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალს სამჯერ გამოეთიშა (1958, 1962, 2002), ყველაზე უარესი კი აქედან 2002 წელი იყო, როდესაც გუნდმა ჩემპიონატი მე-18 ადგილზე დაასრულა. საინტერესოა, რომ ხორვატიაც სამჯერ ჩარჩა ჯგუფში (2002, 2006, 2014) და ყველაზე ცუდი შედეგი მანაც 2002 წელს აჩვენა – 23-ე ადგილი.

21:35 – არგენტინისთვის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი მეჩვიდმეტეა, რომელთაგან სამი გუნდმა ფინალისტის რანგში დაასრულა (1930, 1990, 2014), ორი – ჩემპიონის (1978, 1986). რაც შეეხება ხორვატიას, 1930-1990 წლებში ეს ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი გუნდმა მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება და საუკეთესო შედეგი 1998 აჩვენა, როდესაც ნახევარფინალამდე მიაღწია, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხა ჰოლანდია.

19:00 – C ჯგუფი – საფრანგეთი 1-0 პერუ

21:10 – მატჩის საინტერესო მომენტები:

90+4′ – მატჩი დასრულდა. საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალშია, პერუ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

90+1′ – მსაჯმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა.

89′ – პოგბას ნაცვლად მოედანზე შემოდის ნზონზი (საფრანგეთი).

85′ – პერუ მოედნის ნებისმიერ წერტილში შთამბეჭდავია, მაგრამ ანალოგიურად შთამბეჭდავია საფრანგეთის დაცვა. პერუელებმა ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანონ, რომ მერვედფინალში გასვლის შანსი დაიტოვონ.

82′ – კუევას ნაცვლად რუიდიასი თამაშობს (პერუ)

81′ – ყვითელი ბარათი პედრო აკინოს (პერუ)

80′ – გრიზმანის ნაცვლად ფეკირი თამაშობს (საფრანგეთი)

75′ – პირველი ცვლილება საფრანგეთის შემადგენლობაში: მბაპეს ნაცვლად დემბელე თამაშობს.

70′ – პერუ უფრო ხშირად ფლობს ბურთს, თუმცა საფრანგეთი დაცვაში ჩადგომას და ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრს არ აპირებს. „მამლების“ შეტევები ძალიან სახიფათოა.

60′ – მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საფრანგეთმა 20-ჯერ მოიგო პირველი ტაიმი და აქედან 19-ჯერ მიიყვანა გამარჯვება ბოლომდე. ერთხელ მატჩი ფრედ დასრულდა. შეცვლის პერუ ამ სტატისტიკას?

55′ – მდგომარეობა C ჯგუფში ამ მომენტისთვის (თუ მიმდინარე მატჩის შედეგი არ შეიცვალა)

 

50′ – პედრო აკინოს გასროლა და ბურთი ხარიხას ხვდება. პერუელებს არ გაუმართლათ.

48′ – თამაშს დღეს 32,789 ადამიანი ესწრება. ეკატერინბურგის სტადიონი პირთამდეა სავსე.

46′ – დაიწყო მეორე ტაიმი და პერუს შემადგენლობაში ორი ცვლილებაა: იოტუნის ნაცვლად ფარფანი ითამაშებს, როდრიგესის ნაცვლად კი სანტამარია.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+1′ – პირველი ტაიმი საფრანგეთმა უკეთ ჩაატარა. ცალსახად. პერუელებს მონდომებას ვერავინ დაუწუნებს, მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ ეს საკმარისი არ არის. მსაჯმა 2 წუთი დაამატა.

42′ – კილიან მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად იქცა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლი აქვს გატანილი (19 წლის და 183 დღის). მანამდე რეკორდი დავიდ ტრეზეგეს ეკუთვნოდა (20 წლის და 246 დღის).

34′ – გოოოოოოოოოოოლ!!!! კილიან მბაპეეეეეეე!!! საფრანგეთი წინ გავიდა. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ ფრანგებმა, როგორც იქნა, კარის ბადემდე მიიტანეს ბურთი.

31′ – მატჩის ყველაზე რეალური მომენტი: გერერო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ დარტყმისას აქცენტი სიძლიერეზე გააკეთა და მეკარე ბურთიანად კარში ვერ შეაგდო. ფრანგი გოლკიპერო ადგილზეა.

30′ – ბურთის ფლობის მხრივ 50-50.

25′ – მატჩი გარდამავალი შეტევებით მიდის. რამდენიმე საინტერესო მომენტი შეიქმნა ორივე კართან, თუმცა ხელშესახები შედეგების გარეშე.

16′ – ყვითელი ბარათი მატუიდის (საფრანგეთი)

05′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პერუ ოდნავ უკეთ გამოიყურება, რაც გასაკვირი სულაც არ არის: მოგება სამხრეთამერიკელებს უფრო სჭირდებათ.

01′ – მატჩი დაიწყო!

18:57 – უგო იორისი დღეს საფრანგეთის ნაკრებში თავის მე-100 მატჩს ატარებს.

18:55 – სასტარტო შემადგენლობები:

საფრანგეთი: იორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, პოგბა, გრიზმანი, ჟირუ, მბაპე, კანტე, მატუიდი, ერნანდესი

პერუ: გალიესე, როდრიგესი, ტრაუკო, კუევა, გერერო, რამოსი, ადვინკულა, კარილიო, იოტუნი, ფლორესი, აკინო

18:45 – წარსულში ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ჟიუსტ ფონტენს ერთი საოცარი რეკორდი ეკუთვნის, რომელიც 1958 წლის შემდეგ ჯერ ვერავინ დაამხო: მას ერთ მსოფლიოს ჩემპიონატში 13 გოლი აქვს გატანილი.

18:40 – საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს მეთხუთმეტე მუნდიალია. „მამლებს“ საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვთ: 1958 და 1986 წლებში ისინი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ, 1998 წელს კი ჩემპიონობა მოიპოვეს. რაც შეეხება პერუს, მისი მიღწევები გაცილებით მოკრძალებულია. ანდების შვილები მეხუთედ მონაწილეობენ მსოფლიოს ჩემპიონატში და აქედან მხოლოდ ორჯერ შეძლეს პირველი ეტაპის, ანუ ჯგუფური ტურნირის დაძლევა. მიუხედავად ამისა, დღეს საინტერესო მატჩს ვვარაუდობთ და იმედია ჩვენი პროგნოზი გამართლდება.

16:00 – C ჯგუფი – დანია 1-1 ავსტრალია

18:33 – ვნახოთ ამ მატჩის საინტერესო მომენტები და გადავიდეთ შემდეგ თამაშზე:

17:55 – მოედანზე ორი კარგი გუნდი და თანაბარი მატჩი ვიხილეთ. მესამე ტურში ავსტრალიას აუცილებლად მოგება სჭირდება პერუსთან, დანიას კი მერვედფინალში გასასვლელად საფრანგეთთან ფრეც აწყობს.

90+3′ – მატჩი დასრულდა.

90+1′ – მსაჯმა სამი წუთი დაამატა მატჩის ძირითად დროს. ავსტრალიის შანსები იწურება.

88′ – ავსტრალიის ორმაგი სახიფათო შეტევა, ორივე ჯერზე მეკარე ყოჩაღობს.

85′ – 75-ე წუთზე ენდრიუ ნაბუტმა მხარი ამოიგდო და მოედნიდან ექიმების დახმარებით გაიყვანეს.

82′ – ცვლილება: ირვინი მოედანზე როგიჩის ნაცვლად გამოდის (ავსტრალია)

78′ – ცვლილება: ნაბუტის ნაცვლად – იურიჩი (ავსტრალია)

72′ – ავსტრალია მომენტს მომენტზე ქმნის, დანიელებს კი თითქოს ზედმეტ რისკზე წასვლა არ სურთ. საკმაოდ დინამიურ შეხვედრას ვადევნებთ თვალს.

69′ – ცვლილებები: იერგენსენის ნაცვლად კორნელიუსი (დანია); კრუზეს ნაცვლად – არზანი (ავსტრალია)

68′ – სახიფათო მომენტი დანიის კართან: ცარიელ კარსა და ავსტრალიელ თავდამსხმელს შორის ჰენრიკ დალსგორი ჩადგა და თავისი გუნდი გადაარჩინა.

65′ – ცნობილი დანიელი ფეხბურთელი და ნაკრების ყოფილი წევრი (ამჟამად მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) იონ დალ ტომასონი ამბობს, რომ მატჩების უმეტესობის ბედი მე-60 წუთზე უკვე გადაწყვეტილია. გამართლდება მისი მოსაზრება დღეს?

59′ – იუსუფ იურარი პოულსენის ნაცვლად მოედანზეა მარტინ ბრაითვაითი (დანია)

58′ – მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიდის, თუმცა რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა. გუნდებს ბოლო პასები არ უვარგათ.

50′ – მეორე ტაიმიც თანაბარ ბრძოლაში მიდის. როგორც ვივარაუდეთ, ავსტრალიელები უფრო მონდომებულები ჩანან.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:00 – მიმდინარე ჩემპიონატის 20.5 მატჩში უფრო მეტი პენალტი დაინიშნა, ვიდრე 2014 წელს მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე.

16:57 – საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის იურარი პოულსენმა ყვითელი ბარათი მიიღო, მისმა გუნდმა კი პენალტი და გოლი. იქცევა პირველი მატჩის გმირი მეორის ანტიგმირად? ამას მეორე ტაიმი გვაჩვენებს. მანამდე კი მხოლოდ ის ვიცით დაზუსტებით, რომ პოულსენი მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო იურარი პოულსენი (20) საფრანგეთთან ვერ ითამაშებს.

 

16:55 – პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფრედ დასრულდა. თუ ამ შედეგის შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, დანიას ნაკლები სანერვიულო აქვს: მათ პირველ მატჩში აღებული 3 ქულა უმაგრებთ ზურგს. ავსტრალიას კი აუცილებლად მოგება სჭირდება.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა

45+1′ – მილე იედინაკმა მიმდინარე ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა და ორივე პენალტით; მსაჯმა პირველ ტაიმს ორი წუთი დაუმატა.

41′ – დანია მეორე გოლის გასატანად გაიწია. აზიზ ბეიჩი (ავსტრალია) ავტოგოლთან იყო ახლოს, მაგრამ მისი ფეხიდან ასხლეტილი ბურთი პირდაპირ მეკარეს მიუვიდა ხელებში.

38′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მილე იედინაკკკკკ!!! 1-1

37′ – ავსტრალია შეტევაში ზეწოლას აძლიერებს. მსაჯი ვიდეოგამეორებას ითხოვს და პენალტი დანიის ნაკრების კარში!

28′ – ავსტრალიელთა სწრაფი შეტევები საკმაოდ სახიფათოდ გამოიყურება. მატჩი მეტწილად თანაბარია.

24′ – ფაქტი ისტორიიდან: 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიამ ხორვატიისგან გოლი მატჩის მეორე წუთზე მიიღო, მაგრამ საბოლოოდ ფრეს მიაღწია და მერვედფინალში გავიდა. შეძლებენ დღეს „კენგურუები“ ამ გმირობის გამეორებას?

20′ – ავსტრალიელები, როგორც ჩანს, შოკიდან გამოდიან და ნელ-ნელა საკუთარი შანსების შექმნაზე იწყებენ ფიქრს.

12′ – დანიის ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანა, რაც მათ ამოსუნთქვისა და მეორე ნომრად თამაშის საშუალებას აძლევს. ავსტრალიელები გათანაბრებას ცდილობენ. ახლა ჯერი მათზეა.

07′ – გოოოოოოოოოოოლ!!! კრისტიან ერიკსენნნნნ!!! დანია წინ გადის.

06′ – ავსტრალიელთა საპასუხო შეტევა, კუთხური და თავური დარტყმა. მატჩი რიხით დაიწყო.

05′ – მატჩი დანიელთა შეტევებით დაიწყო, ავსტრალიელები თავს იცავენ.

01′ – მატჩი დაიწყო.

15:59 – გოლების ავტორები წინა ტურში: იურარი პოულსენი (დანია) და მილე იედინაკი (ავსტრალია).

15:55 – გუნდები მოედანზე არიან, ჟღერს ეროვნული ჰიმნები.

15:51 – ავსტრალიის ნაკრების ყოფილ მცველ კრეიგ მურს მიაჩნია, რომ მის თანამემამულეებს ამ მატჩის მოგება სავსებით ძალუძთ და უფრო კონკრეტულ პროგნოზსაც აკეთებს – 2-1 ავსტრალიის სასარგებლოდ.

კრეიგ მური (3) 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

15:40 – სასტარტო შემადგენლობები:

დანია: შმაიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანეი, იერგენსენი, ერიკსენი, დალსგორი, სტრიგერი, შონე, იურარი, სისტო

ავსტრალია: რაიანი, მილიგანი, ლეკი, კრუზე, ნაბუტი, მოოი, იედინაკი, ბეიჩი, რისდონი, სეინსბერი, როგიჩი

15:31 – მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღებული გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დანია და ავსტრალია თანაბარი გუნდებია: ორივე მათგანისთვის მიმდინარე მუნდიალი რიგით მეხუთეა. რაც შეეხება შედეგებს, აქ დანიას ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აქვს, რადგან 1998 წელს მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ მომავალ ფინალისტთან, ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდა. რაც შეეხება ავსტრალიას, ამ გუნდმა საუკეთესო შედეგი 2006 აჩვენა, როდესაც მერვედფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ იტალიასთან მხოლოდ 0-1 დამარცხდა და ეს გოლიც მატჩის უკანასკნელ წამბზე გავიდა.

20 ივნისი

22:00 – B ჯგუფიირანი 0:1 ესპანეთი

00:10 – ირანი 0:1 ესპანეთი – მატჩის საუკეთესო მომენტები

23:55 – შეხვედრა დასრულდა. ესპანეთმა ირანი დაძაბულ ბრძოლაში ერთადერთი გოლით დაამარცხა. ხვალ 16:00 საათზე ერთმანეთს ავსტრალია და დანია დაუპირისპირდებიან. დღის მეორე მატჩში საფრანგეთი და პერუ ითამაშებენ. ცენტრალურ შეხვედრაში 22:00 საათზე არგენტინა ხორვატიას შეხვდება

90+4′ – ირანელები მატჩს კარისკენ ზუსტი დარტყმის გარეშე ასრულებენ, თუმცა მათ მეტოქის კართან სახიფათო ეპიზოდები შექმნეს

90+2′ – ყვითელი ბარათი ომიდმაც დაიმსახურა. სახიფათო სტანდარტი ირანელთა კართან

90′ –  მსაჯმა თამაშს ოთხი წუთი დაამატა. ირანელებს ანგარიშის გათანაბრებისთვის მცირე დრო რჩებათ

89′– ერთადერთი გოლის ავტორი დიეგო კოშტა მოედანს ტოვებს. მის ნაცვლად როდრიგო შემოვიდა

86′ – ბოლო ცვლილება ირანის ნაკრების შემადგენლობაში – ამირის ნაცვლად მოედანზე ღოდოსი გამოვიდა

82′ – დაძაბულობა პიკს აღწევს. თუკი ესპანეთი გაიტანს გოლს ისინი ჯგუფშ პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ. ირანელები კი გოლით პლეიოფისკენ გადადგამენ სერიოზულ ნაბიჯს. ამირმა პიკეს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და თარემის თავური მცირე მანძლით აცდა კარს

80′ – ასენსიომ ვასკეზი შეცვალა

79′ – მატჩის პირველი ყვითელი ბარათი. უხეშობისთვის ამირი დაისაჯა

76′ – ირანელთა მომდევნო მწვავე კონტრიერიში. საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მეჰდი ვერ შესწვდა

74′ – დღევანდელ მატჩში გატანილი გოლი დიეგო კოშტას სანაკრებო კარიერაში მე-10 იყო. მოედანი ანსარიფარდმა დატოვა, მის ნაცვლად ჯანაჰბახში შემოვიდა

დიეგო კოშტა

70′ – ინიესტა გავიდა, კოკე შემოვიდა. ესპანელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი კუთხურის შემდეგ ჰქონდათ, სამმა ირანელმა ბურთი ზედ კარის ხაზთან შეაჩერა

69′ – გოლის გაშვებიდან 10 წუთში ირანელმა ფეხბურთელებმა სამი მომენტი შექმნეს. ვნახოთ გააგრძელებენ თუ არა ისინი შეტევაში თამაშს. პირველი ცვლილება – ჰაჯი საფის ნაცვლად მოედანზე მოჰამადი გამოჩნდა

66′ – თამაში ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება

ირანელი ფეხბურთელების ემოციები გაუქმებული გოლის შემდეგ

64′ – გოლი გაუქმდა. გვერდითა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა

62′ – ირანელებმა გოლი გაიტანეს, თუმცა მსაჯი მომენტი ვიდეო არბიტრთან გადამოწმებას აპირებს

60′ –  დე ხეას კარისკენ თავით მეჰდი თარემი ურტყამდა. მეორე ტაიმში ირანს მეორე მომენტი ჰქონდა

59′ – გაშვებული გოლის შემდეგ შეტევა ირანელებმაც სცადეს, თუმცა ესპანეთმა მალე დაიბრუნა ინიციატივა

54′ – გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!! დიეგო კოშტას მესამე გოლი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე!

ესპანელები გატანილ გოლს ზეიმობენ

53′ – ამჯერად ირანელებს ჰქონდათ რეალური მომენტი. კარიმის დარტყმა მცირე მანძილით სცდება კარს. დე ხეამ დარტყმაზე რეაგირება საერთოდ ვერ მოასწრო

52′ – ესპანეთი ზეწოლას აძლიერებს. ვასკესის პასის შემდეგ ისკომ არაზუსტად დაარტყა

50′ –  ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი ირანელთა კართან. ჯერ ბუსკეტსმა ვერ მოახერხა ბურთის სწორი მიმართულებით გაგზავნა, ხოლო შემდეგ კი ბეირანვანდმა მოიგერია კარისკენ მიმავალი ბურთი

48′ – სურათი მეორე ტაიმის სტარტზეც იგივეა. ესპანეთი უტევს, ირანი კი თერთმეტი ფეხბურთელით იცავს თავს

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

22:59 – 37 წლიანი აკრძალვის შემდეგ „აზადი სთედიუმზე“ ქალები შეუშვეს, რათა მათ ირანისა და ესპანეთის დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურონ

22:51 – ბურთის ფლობის სტატისტიკა პირველი ტაიმის შემდეგ – ესპანეთი 73% : 27% ირანი

22:50 – პირველი ტაიმი დასრულდა. ესპანელებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მატჩის პირველი ტაიმი დიდად სანახაობრივი არ გამოდგა

45+2 – ესპანელთა კარგი კომბინაცია დავიდ სილვას დარტყმით დასრულდა. ბურთი ფურალიგანჯმა მოიგერია

45′ – ირანელი ფეხბურთელები ბურთს მიღებისთანავე იგერიებენ და კონტრ-იერიშზე არც კი ფიქრობენ

44′ – მატჩის უდიდესი ნაწილი მოედნის ამ მონაკვეთში მიმდინარეობს, ანგარიში კი კვლავ 0:0-ია

42′ – ისკოს პასი საჯარიმოში დავიდ სილვამ მიიღო. მის დარტყმას ირანელი მცველები გადაეღობნენ

40′ – ჰაჯი საფმა ტრავმა მეტოქის ნახევარზე მიიღო. მატჩში ვითარება დაიძაბა, ორივე გუნდის ფეხბურთელები არბიტრთან კამათობენ

37′ – ირანელთა იშვიათი კონტრ-შეტევა წარუმატებელი გამოდგა. ბურთი კუთხურზე რამოსმა მოიგერია

35′ – ფერნანდო იეროს შეგირდები დიდ უპირატესობას ფლობენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებენ

ფერნანდო იერო

30′ – დავიდ სილვამ კარისკენ აკრობატულ ნახტომში დაარტყა. ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა

28′ – მატჩის პირველი ნახევარი საათი იწურება. სურათი უცვლელია – ესპანეთი უტევს, ირანი თავს კარგად იცავს

25 – სილვას საჯარიმო დარტყმას ბეირანვანდი იგერიებს. ესპანეთი ფავორიტია, თუმცა ირანს ტრიბუნებზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს

 

24′ – სარდარი ბუსკეტსზე ჯარიმდება. ირანი თავს კარგად იცავს, ესპანელები კი ჯერ-ჯერობით სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიან

22′ – კიდევ ერთი სახიფათო სტანდარტი ირანელთა კართან

19′ – სილვას დარტყმა ეგვიპტელ მცველს მოხვდა. ესპანელები მექოტის ნახევარზე გამაგრდნენ

18′ – ესპანელებმა მეტოქის დაცვის ხაზს ჯერ-ჯერობით გასაღები ვერ მოუძებნეს. ირანელი გულშემატკივრები მატჩის საწყისი წუთებით კმაყოფილები იქნებიან

12′ – მატჩის საწყის წუთებში ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდება. ამჯერად ირანელებმა ბუსკეტთამ საჯარიმოსთან ახლოს იუხეშეს

10′ – პირველი სახიფათო ეპიზოდი ირანელთა კართან. ისკოს ჩაწოდებას კოშტა და რამოსი ვერ შეწვდნენ

8′ – ევროპელები ბურთს მეტოქის ნახევარზე აკონტროლებენ. პიკეს დღეს საიუბილეო შეხვედრა აქვს, ის ნაკრებში მეასე მატჩს ატარებს

6′ – ირანი კონტრ შეტევებზე თამაშობს და საკმაოდ მწვავედაც. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ირანს ევროპული გუნდისთვის არასდროს მოუგია (ერთი ფრე, ხუთი მარცხი). ესპანეთს კი დღეს გამარჯვება სჭირდება

3′ – მატჩის პირველ სამ წუთში სამი ჯარიმა ვიხილეთ. ორჯერ ესპანეთი დაჯარიმდა, ერთხელ ირანი

1′ – მატჩი დაიწყო! ესპანეთი დღეს თეთრ ფორმაშია, ირანი წითელში

21:28 – სასტარტო შემადგენლობები:

ირანი: ბეირანვანდი, ჰაჯი საფი, საიდ ეზათოლაჰი, მორთეზა პურალიგანჯი, ომიდი, ქარიმი, ვაჰიდ ამირი, მეჰდი, მაჯიდ ჰოსეინი, სარდარი, რამინი

ესპანეთი: დე ხეა, კარვახალი, პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ინიესტა, ლუკას ვასკესი, სერხიო რამოსი, ჯორდი ალბა, დიეგო კოსტა, სილვა, ისკო

19:00 – A ჯგუფიურუგვაი 1:0 საუდის არაბეთი

21:05 – ვნახოთ ბოლო მატჩის საინტერესო მომენტები და გადავიდეთ მომდევნოზე.

21:00 – გაირკვა კიდევ ორი გუნდი, რომელიც ჩემპიონატს ჯგუფური ტურნირის დასრულებისთანავე დატოვებს და ორი, რომლებიც მერვედფინალში გააგრძელებენ თამაშს. საუდის არაბეთი და ეგვიპტე ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან და ამ მატჩს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება. ორივე გუნდი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. რაც შეეხებათ რუსეთსა და ურუგვაის, ისინი მერვედფინალში ითამაშებენ.

90+4′ – მატჩი დასრულდა. გილოცავთ.

90+1′ – მსაჯმა ოთხი წუთი დაამატა.

86′ – კარგი მომენტი ჰქონდა ედინსონ კავანის. მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა გოლის გატანა ვერ შეძლო. ამჯერად ალ-ოვაისმა უშეცდომოდ ითამაშა.

83′ – კარლოს სანჩესის ნაცვლად ნაიტან ნანდესი თამაშობს (ურუგვაი)

80′ – მატჩის დასრულებამდე თხუთმეტიოდე წუთი რჩება. იქნებ კიდევ ერთი გოლი მაინც ვნახოთ…

78′ – ცვლილება საუდის არაბეთის შემადგენლობაში: ალ-მუვალადის ნაცვლად – ალ-საჰლავი

76′ – ბაბრის ნაცვლად მუჰამედ კანნო (საუდის არაბეთი)

70′ – ემოციური წარწერა ურუგვაის გულშემატკივრების უკან: ‘მიდი, ურუგვაი, ამის დედაც…’

60′ – ცვლილებები ურუგვაის შემადგენლობაში: როდრიგესის ნაცვლად – ლაქსალტი, ვესინოს ნაცვლად – ტორეირა (ურუგვაი)

58′ – ურუგვაის ყველა სათადარიგო ფეხბურთელი მოედნის კიდეზე ვარჯიშობს. ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

53′ – მატჩი ისევ გარდამავალი უპირატესობით მიდის, მაგრამ ძირითადად ბურთი მოედნის ცენტრში ტრიალებს. ტემპი დაბალია.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო

20:02 – პირველი ტაიმში ბურთს უფრო საუდის არაბეთი ფლობდა.

45+2′ – პირველი ტაიმი დასრულდა

44′ – ალ-ჯასინის ნაცვლად ალ-მოკჰავი თამაშობს (საუდის არაბეთი)

39′ – თამაში ყურადღებას თითქმის არაფრით იქცევს. ტემპი დაბალია. საუდის არაბეთი უფრო აქტიურობს.

31′ – ლუის სუარესმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-6 გოლი გაიტანა, რითაც დიეგო ფორლანის შედეგი გაიმეორა. საუკეთესო შედეგი კი ურუგვაელთაგან ლეგენდარულ ოსკარ მიგესს ეკუთვნის – 8 გოლი. გარდა ამისა, სუარესი პირველი ურუგვაელია, რომელსაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია გოლები.

29′ – სახიფათო მომენტი ურუგვაის კართან, მაგრამ ჰატან ბაბრის დარტყმული კარს გადასცდა.

25′ – მეკარის შეცდომა, რომელიც არაერთხელ გვინახავს სხვა მეკარეებისგანაც. ურუგვაიმ კუთხური ჩამოაწოდა, მუჰამედ ალ-ოვაისი კარიდან გამოვიდა, მაგრამ ბურთს ვერ შეწვდა და შორეულ კუთხესთან ჩასაფრებულმა სუარესმა ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1-0

22′ – გოოოოოოოოოოოლ!!! მეკარის უხეში შეცდომა და ურუგვაი წინ გადის. ლუის სუარეეეეესსსს!!!

20′ – ლუის სუარესი (9) ურუგვაის ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრას ატარებს.

13′ – კარგი მომენტი არაბების კართან. კავანიმ კარს ააცილა.

12′ – საუდის არაბეთმა ბურთი დაიჭირა და მოედნის ცენტრში აგორავებს.

06′ – ბოლო კომენტარი როგორც კი დავწერეთ, საუდის არაბეთი შეტევაზე გადავიდა და დაახლოებით 2 წუთი გაატარა მეტოქის საჯარიმოსთან. არა, როგორც ჩანს, ყრუ დაცვაში ისინი დღეს არ ჩადგებიან.

03′ – რუსეთთან 0-5 დამარცხების შემდეგ საუდის არაბეთის ფეხბურთელებს მკაცრი კრიტიკა დაატყდათ თავს, ამიტომ ამ მატჩში ისინი დაცვას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ყოველ შემთხვევაში, პირველი წუთები ამას გვეუბნება: ურუგვაი მოედნის ცენტრს დაეუფლა.

01′ – მატჩი დაიწყო.

18:55 – გუნდები უკვე მოედანზე გამოდიან და რამდენიმე წამში ეროვნულ ჰიმნებს მოვისმენთ.

 

18:53 – მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილებითა და შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ათ წუთში დავითისა და გოლიათის შეხვედრა დაიწყება. ურუგვაისთვის მიმდინარე მუნდიალი მეთორმეტეა და ეს გუნდი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია (1930, 1950), რაც შეეხება საუდის არაბეთს, ისინი მეხუთედ მონაწილეობენ მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირში და საუკეთესო შედეგს 1994 წელს მიაღწიეს, როდესაც მერვედფინალში გავიდნენ. კაცმა რომ თქვას, ამ ორ გუნდს საიდანაც არ უნდა შეხედო, ურუგვაი უპირობო ფავორიტია. თუმცა, ვინ იცის? ეს ხომ ფეხბურთია.

16:00 – B ჯგუფიპორტუგალია 1:0 მაროკო

18:10 – გადავავლოთ თვალი მატჩის საუკეთესო მომენტებს და გადავიდეთ შემდეგ შეხვედრაზე.

18:03 – მაროკოს დღევანდელი მარცხი ნიშნავს, რომ გუნდს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც კი არ დარჩა. ბოლო მატჩის კარგად ჩატარება ესპანეთის წინააღმდეგ ‘ატლასელი ლომებისთვის’ მხოლოდ პრესტიჟის საქმე იქნება.

18:00 – მაროკომ ძალიან მოინდომა და ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ იმდენჯერ აპატია პორტუგალიის დაცვას შეცდომები, რომ რამდენიმე მატჩს ეყოფოდა. მერვედფინალში რონალდოს და კომპანიას ამდენს არავინ აპატიებს.

მატჩის ერთადერთი გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა და ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო. პორტუგალიელს სანაკრებო დონეზე უკვე 85 გოლი აქვს გატანილი.

 

90+5′ – მატჩი პორტუგალიის გამარჯვებით დასრულდა.

90+2′ – მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პორტუგალიას არასდროს წაუგია მატჩი, რომელშიც გოლი პირველმა გაიტანა. შეძლებს მაროკო ამ სტატისტიკის შეცვლას მსაჯის მიერ დამატებულ 5 წუთში?

90′ – მაროკოელთა კიდევ ერთი სახიფათო შეტევა და ისევ ბოლო დარტყმამ არ ივარგა.

89′ – ცვლილება: ჟოაო მოუტინიოს ნაცვლას ადრიენ სილვა (პორტუგალია)

85′ – რონალდოს დღეს ჯარიმები არ წაუვიდა. ორჯერ ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან და ორივეჯერ ‘ცოცხალ კედელს’ გაარტყა ბურთი.

81′ – მაროკოელთა შეტევების კიდევ ერთი ტალღა. ბოლო დარტყმა არ უვარგათ ჩრდილოაფრიკელებს.

75′ – მაროკოელები პორტუგალიელთა კარისკენ მისასვლელ გზებს ეძებენ და გულშემატკივრებს მუდმივ დაძაბულოაბში ამყოფებენ. ამასობაში ცვლილება: ბელჰანდას ნაცვლად კარსელა ითამაშებს (მაროკო).

70′ – ცვლილებები: ბუტაიბის ნაცვლად ელ კააბი (მაროკო); ჟოაო მარიოს ნაცვლად ბრუნო ფერნანდეში (პორტუგალია)

68′ – დარტყმა კარს ზემოდან გადაცდა.

67′ – სახიფათო ჯარიმა პორტუგალიის კარში. ველოდებით.

60′ – ბერნარდო სილვას ნაცვლად მოედანზეა ჟელსონ მარტინში (პორტუგალია)

57′ – რუი პატრისიუს მიერ შესრულებული საოცარი სეივი. პორტუგალიის კარში გოლი მწიფდება. შეძლებენ ამას მაროკოელები?

რუი პატრისიუ ურთულეს ბურთს იგერიებს

56′ – მაროკოელთა სახიფათო დარტყმა. რუი პატრისიუ ადგილზეა. ამასობაში კიდევ ერთი ფაქტი. კრიშტიანო რონალდომ ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სანაკრებო დონეზე – 85 გოლი!

50′ – პორტუგალიის სახიფათო შეტევა და რონალდოს კარგი მომენტი. ბურთი ტრიბუნებზეა.

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო.

17:00 – სტატისტიკა არ იტყუება: პირველ ტაიმში თანაბარი თამაში ვიხილეთ. მოედანზე ორი კარგი გუნდია და შედეგის პროგნოზირება არც ისეთი ადვილია, როგორიც მატჩის დაწყებამდე ჩანდა.

16:55 – პირველმა ტაიმმა აჩვენა, რომ შეტევა ორივე გუნდს უკეთესი აქვს ვიდრე დაცვა. ვნახეთ ბევრი მომენტი და ვნებათაღელვა.

მაროკოელთა ფრანგი მწვრთნელი ერვე რენარი მსაჯისგან ვიდეოგამეორების ნახვას ითხოვს

45+3′ – პირველი ტაიმი დასრულდა.

45+2′ – კიდევ ერთი სახიფათო მომენტი პორტუგალიის კართან. ბურთი კარს აცდა.

45+1′ – პირველი ტაიმის ძირითად დროს 3 წუთი დაემატა.

39′ – გუედეში მეკარესთან პირისპირ და მაროკოელმა გოლკიპერმა იყოჩაღა; ყვითელი ბარათი ბენატიას (მაროკო)

34′ – ბოლო რამდენიმე წუთია პორტუგალიამ ბურთი დაიჭირა.

28′ – მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობს, მანამდე კი ერთი საინტერესო ფაქტი: ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით რონალდო სხვა პორტუგალიელთაგან ახლა მხოლოდ ეუსებიოს ჩამორჩება. ‘შავმა პანტერამ’ 1966 წელს ცხრაჯერ გაიტანა.

20′ – კაცმა რომ თქვას, არც პორტუგალიის დაცვაა სრულყოფილი. რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ შეძლებს მეორე გოლის გატანას ამ მატჩში.

18′ – რონალდოს გოლი – ზედხედი.

16′ – მაროკოელები თამამად მიდიან შეტევაში, მაგრამ უკანა ხაზში სივრცეებს ტოვებენ.

11′ – მაროკომ რამდენიმე არასასიამოვნო შეტევა განახორციელა პორტუგალიელთა კართან. აფრიკელები დანებებას არ აპირებენ.

06′ – პორტუგალიელთა კაპიტანმა მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა. რონალდომ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავურით გაგზავნა კარში.

04′ – პორტუგალიელთა პასუხი და გოოოოოოოოოოოლ!!!! კრიშტიანო რონალდოოოოო!!!!

03′ – მატჩი მაროკოელებმა უფრო ყოჩაღად დაიწყეს და სახიფათო შეტევაც განახორციელეს. პორტუგალია ბურთის დაჭერას ვერ ახერხებს და ჯერ-ჯერობით მეტოქის ქმედებებს აკვირდება.

01′ – მატჩი დაიწყო.

16:40 – რაც შეეხებათ მაროკოელებს, ისინი მსოფლიოს თასზე მეხუთედ გამოდიან. განვლილ ტურნირებში საუკეთესო შედეგი ამ აფრიკულმა გუნდმა 1986 წელს აჩვენა, როდესაც ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ძლიერ დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან მხოლოდ 88-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა.

15:30 – პორტუგალიისთვის მიმდინარე მსოფლიოს თასი რიგით მეექვსეა. საუკეთესო შედეგი ევროპელებს 1966 წელს აქვს ნაჩვენები, როდესაც ლეგენდარული ეუსებიოს ლიდერობით გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიელებმა საბჭოთა კავშირის ძლიერი გუნდი დაამარცხეს, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი – მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი თამაშობდნენ.

15:26 – გამარჯობა! იწყება მორიგი დღე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ნახევარ სათში მოედანზე პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებები გამოვლენ. ველოდებით მორიგ საინტერესო მატჩს.

19 ივნისი

23:55 – მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი დღე საფეხბურთო გადაცემით დასრულდება. ხვალ 16:00 საათზე პორტუგალია მოროკოს დაუპირისპირდება, 19:00 საათზე ურუგვაი შეხვდება საუდის არაბეთს, ხოლო დღის დასკვნით მატჩში, 22:00 საათზე ესპანეთი ირანთან ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის დღეს 15:15 საათზე საფეხბურთო გადაცემა გახსნის

22:00 – A ჯგუფი – რუსეთი 3:1 ეგვიპტე

90+4 – მატჩი დასრულდა. რუსებმა ორიდან ორი მატჩი მოიგეს და „A“ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ

რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები მატჩის მოგებას და მერვედფინალშ გასვლას ზეიმობენ

90′ – ეგვიპტელთა კარგი კომბინაცია და საჯარიმოში ბურთთან ახლოს კვლავ სალაჰია, თუმცა იერიში კვლავ უშედეგოდ სრულდება. მატჩს არბიტრმა 4 წუთი დაამატა

87′ – კუპერის გუნდს ტურნირზე შანსების შენარჩუნებისთვის სამი წუთი რჩება. სალაჰმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მოიპოვა, მაგრამ ბურთი იგნაშევიჩმა მოიგერია

86′ – ცვლილებები მასპინძლებმაც ამოწურეს – ჟირკოვის ნაცვლად მოედანზე კუდრიაშოვი გამოჩნდა

83′ – ჰექტორ კუპერმა ბოლო ცვლილებაც გამოიყენა – მარვანის ნაცვლად მოედანზე კაჰრაბა გამოვიდა

82′ – ეგვიპტეს მატჩის გადასარჩენად 10 წუთზე ნაკლები რჩება, ამისთვის მათ კი მინიმუმ ორი გოლის გატანა სჭირდებათ

79′ – ძიუბას ნაცვლად მოედანზე სმოლოვი გამოვიდა. მანამდე რუსებმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს, თუმცა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა

77′ – ეგვიპტეს ანგარიშის გასათანაბრებლად კიდევ ორი გოლი სჭირდება. სალაჰისგან კი ყველა მეტს ელის

სალაჰი პენალტს ასრულებს

74′ – ჩერიშევის ნაცვლად მოედანზე კუზიაევი გამოვიდა

73′ – გოოოოლ!!! რუსეთის კარში დანიშნული პენალტი სალაჰმა გაიტანა! ვნახოთ შემოაბრუნებენ თუ არა ეგვიპტელები თამაშს

71′ –  ეგვიპტელებს არცერთი ზუსტი დარტყმა არ აქვთ. დღეს აფრიკელები ძალიან სუსტად გამოიყურებიან

67′ – რუსეთის კარისკენ ძალიან სახიფათოდ ტრეზეგე ურტყამდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. ტრეზეგეს ნაცვლად მოედანზე რამადანი გამოჩნდა

64′ – ცვლილება ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში – ელნენის ნაცვლად მოედანზე ვარდა გამოვიდა

61′ – რუსების მესამე გოლი!! ორიოდ წუთში რუსებმა ამდენივე გოლი გაიტანეს. ამჯერად გოლი ძიუბას ანგარიშზეა

59′ – გოოოოოლ!!! რუსეთი 2:0 ეგვიპტე. ჩერიშევმა ტურნირზე მე-3 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა

58′ – ტრეზეგემ მსაჯთან ბევრი ლაპარაკისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რუსებმა მეტოქის კართან მორიგი სახიფათო მომენტი შექმნეს

56′ – სალაჰმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, თუმცა კარისკენ დარტყმული ბურთი აკინფეევს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ეგვიპტელები აქტიურად უტევდნენ, თუმცა შეტევაში დაჯარიმდნენ

55′ – ამ გოლმა შესაძლოა ტურნირის მასპინძელს პლეიოფის საგზური მოუტანოს

რუსები გატანილ გოლს ზეიმობენ

53′ – ეგვიპტელებს თამაშის გადასარჩენად სწრაფი გოლი სჭირდებათ, თუმცა ბურთს მასპინძლები აკონტროლებენ

47′ – გოოოლ! რუსეთმა გოლი მეორე ტაიმის სტარტზევე გაიტანა. ბურთი საკუთარ კარში ეგვიპტელთა კაპიტანმა, აჰმედ ფატჰიმ ჩაჭრა

46′ – მეორე ტაიმი დაიწყო!

22:59 – პირველი ტაიმის ბურთის ფლობის სტატისტიკა – რუსეთი 46% : 54% ეგვიპტე

22:46 – პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.

41′ – სალაჰმა მეტოქის საჯარიმოში პასი მიიღო, კარგად დაამუშავა და კარისკენ დაარტყა – ბურთი მცირე მანძლით აცდა კარს

37′– ეგვიპტელებს მეტი აქტიურობა მართებთ. რუსეთს ფრე აწყობს, ხოლო ეგვიპტეს კი მოგება აუცილებლად სჭირდება

34′ – სალაჰი მეკარესთან ერთი-ერთზე რჩებოდა, თუმცა ჟირკოვმა დაასწრო და ბურთი კუთხურზე გადააგდო

30′ – ეგვიპტელები გრძელ პასებზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა მათი დიდი უმრავლესობა არაზუსტია

26′ – რაც მატჩი დაიწყო არც ერთი მწვრთნელი არ დამჯდარა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გასულა, მატჩი ძალიან დაძაბულია და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს

23′ – მორიგი სახიფათო ჩაწოდება ეგვიპტელთა საჯარიმოში, ძიუბა ბურთს ვერ შეწვდა

19′ –  ჩერიშევის შორეული დარტყმა ელშენავის კარს მცირე მანძილით აცდა

16′ – რუსეთის კარის მიმართულებით ტრეზეგე ურტყამდა. ბურთი კარს აცდა

გაწბილებული ტრეზეგე

15′ – ეგვიპტელების პირველ კუთხურს საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდება მოჰყვა. რუსეთის კართან ზედიზედ ორი კუთხური

11′ – ეგვიპტელები მოედნის ცენტრში ბურთს მარტივად კარგავენ. უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ

7′ – უპირატესობა რუსეთმა იგდო ხელთ. პირველი სახიფათო სტანდარტი ეგვიპტელთა კართან კუთხურით დასრულდა

5′ – პირველ წუთებში ბურთს ეგვიპტელები აკონტროლებენ

1′ – მატჩი დაიწყო!

21:55 – გუნდების შემადგენლობები –

რუსეთი – აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნასევიჩი, ჩერიშევი, გაზინსკი, ზობნინი, გოლოვინი, ჟირკოვი, სამედოვი, ძიუბა

ეგვიპტე – ელშენავი, ალი გაბრი, ჰეგაზი, ფატჰი, ტარეკ ჰამედი, მარვინი, სალაჰი, აბდელშავი, ელნენი, აბდალა, ტრეზეგე

21:47 – მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მიერ შარშან გატანილი ბოლო 58 გოლიდან 52-ში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო (44 გოლი, 14 საგოლე გადაცემა). მხოლოდ ლეო მესი (63) იყო მეტ საგოლე ეპიზოდში ჩართული. ვნახოთ მოახერხებს თუ არა დღეს „ფარაონი“ ტურნირის მასპინძლების დამარცხებას

19:00 – H ჯგუფი – პოლონეთი 1:2 სენეგალი

LIFE FEED – პირველი ტური