5:2 - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში დიდი სხვაობით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
5:2 - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში დიდი სხვაობით გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე მატჩს ბულგარეთში მართავს. შეხვედრა რაზგრადში, „ლუდოგორეცის“ სტადიონზე იმართება.

 

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა:

 

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრები მე-4 წუთზე დააწინაურა.

პირველ არხზე, კომენტატორად მოწვეულმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ასე შეაფასა მომენტი: „დავითაშვილმა იმოქმედა ისე, როგორც მაღალი კლასის ფორვარდებს შეჰფერით“.

პირველ ტაიმში გაცილებით მწვავედ საქართველოს ნაკრები უტევდა. 31 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გოლი ირაკლი აზაროვმა შექმნა – ბურთი კარში მცველისგან ასხლეტით შევარდა და   ავტოგოლი ჰრისტოვს ჩაეთვალა.

2:0 – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.

 

მეორე ტაიმი

ბულგარელმა ილიევმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა ორ წუთში ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა – 3:1.

58′ წუთი – ხვიჩა კვარაცხელიამ თავად გამოიმუშავა პენალტი და უძლიერესი დარტყმით გოლად აქცია. ეს მისი მეშვიდე გოლია საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ მე-14 მატჩში.

ვაკო ყაზაიშვილი თამაშში კვარაცხელიას ნაცვლად 67-ე წუთზე ჩაერთო. ბურთთან პირველი შეხება ვაკომ გოლად აქცია.

83-წუთზე – სტეფანოვის გოლი და 2:5.

საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ისტორიაში ორჯერ აქვს წაგებული ანგარიშით 2:6. სწორედ ასეთი ანგარიშით გამარჯვების შანსი ჰქონდა რაზგრადში ჩვენს გუნდს, თუმცა 90+4-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა.