ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი გაიმართა (Vegas 19). მთავარი ბრძოლა ორ ამერიკელ რეიტინგის ტოპ-5-ში მყოფ მძიმეწონოსანს შორის შედგა. დაპირისპირებამდე გამოკვეთილ ფავორიტად ბლეიდსი მიიჩნეოდა, თუმცა ლიუსმა ბუკმეიკერების ვარაუდი მთლიანად შეცვალა.
ბრძოლის მეორე რაუნდში ლუისმა აპერკოტით ჯერ ძირს დააგდო ბლეიდსი, შემდეგ კი ორი დამატებითი უძლიერესი დარტყმაც მიაყენა. ჰერბ დინს, რა თქმა უნდა, ბრძოლის შეჩერება მოუწია.