ლიეტუველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 22 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
ლიეტუველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 22 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

ლიეტუველმა მოცურავე რუტა მეილუტიტემ სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – წერს ინტერნეტრესურსი lrt.lt. 22 წლის სპორტსმენმა უკვე აცნობა ამის შესახებ ლიეტუვის ცურვის ფედერაციას. მალე ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გავრცელდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეილუტიტემ შესაძლოა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს ერთი წლის განმავლობაში სამი აუცილებელი დოპინგ-ტესტის გამოტოვების გამო. კერძოდ, მეილუტიტე ხელმიუწვდომელი იყო დოპინგ-ოფიცრებისთვის 2018 წლის 22 აპრილს და 19 აგვისტოს, აგრეთვე 2019 წლის 28 მარტს. ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ ლიეტუველ სპორტსმენს მოსთხოვა, დოპინგ-ტესტების გამოტოვების მიზეზი დაესახელებინა.

მეილუტიტე ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია 100 მეტრზე ბრასით ცურვაში. მას ამავე დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის.