ლიტენშტაინის „ვადუცმა“ თურქეთის მესამე გუნდი დაამარცხა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს ერთი რაუნდი აშორებს - კონფერენს ლიგის პლეი ოფში ყველა წყვილი გარკვეულია #1TVSPORT
ლიტენშტაინის „ვადუცმა“ თურქეთის მესამე გუნდი დაამარცხა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპს ერთი რაუნდი აშორებს - კონფერენს ლიგის პლეი ოფში ყველა წყვილი გარკვეულია #1TVSPORT

ლიხტენშტაინი ახლოს არის ისტორიულ მიღწევასთან – პირველად ჰყავდეს გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე. „ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის მეორე დივიზიონში თამაშობს, კონფერენციის ლიგის პლეი ოფში გავიდა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვადუცმა“ შინ 1:1 ითამაშა, სტუმრად კი 4:2 მოიგო „ქონიასფორის“ წინააღმდეგ, რომელიც თურქეთის შარშანდელი ჩემპიონატის მესამე პრიზიორია.

აქამდე ლიხტენშტაინურ კლუბებს არასოდეს უთამაშიათ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, კონფერენციის ლიგის პლეი ოფის წყვილთა შემადგენლობა ასეთია:.

 

ჩემპიონთა გზა

მარიბორი-კლუჟი

რიგასი-ლინფილდი

ლეხი-დუდელანჟი

შკუპი-ბალკანი

ჟრინსკი-სლოვანი

 

მთავარი გზა

ცსკა (ს)-ბაზელი

ვადუცი-რაპიდი

რაკოვი-სლავია

აპოელ-იურგორდენი

მაკაბი (თ-ა)-ნიცა

უნივერსიტატეა-ჰაპოელი (ბ-შ)

ბაშაქშეჰირი-ანტვერპენი

სტიაუა-ვიკინგი

პარტიზანი-ფლამრუნი

ფიორენტინა-ტვენტე

ვილიარეალი-ჰაიდუკი

კიოლნი-ფეჰერვარი

ვესტ ჰემი-ვიბორგი

იანგ ბოიზი-ანდერლეხტი

სლოვაცკო-აიკ

მიოლდე-ვოლფსბერგერი

ალკმაარი-ჟილ ვისენტე

 

პირველი მატჩები 18 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი – 25 აგვისტოს. 22 წყვილში გამარჯვებული გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ. მათ დაემატებათ ევროპა ლიგის პლეი ოფის 10 წყვილში დამარცხებული გუნდები.