ლისის ტბის ყოფილი მფლობელი მთავარ პროკურატურას მამუკა ხაზარაძის დაკითხვას სთხოვს
ლისის ტბის ყოფილი მფლობელი რამაზ ახვლედიანი მთავარ პროკურატურას ყოფილი ბიზნესპარტნიორის, მამუკა ხაზარაძის დაკითხვას სთხოვს.
ახვლედიანი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას იძულებით დაათმობინეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სულ 63 ჰექტარი, რომელიც შემდეგ მამუკა ხაზარაძემ შეიძინა.
ახვლედიანის თქმით, ხაზარაძე აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობს.
დაზარალებული ბიზნესმენის თქმით, უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა პროკურატურა საქმეს მაინც არ იძიებს.