ლიპარტელიანმა იოლი გამარჯვებით დაიწყო
ლიპარტელიანმა იოლი გამარჯვებით დაიწყო

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ძიუდოში ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

100კგ წონით კატეგორიაში ჩვენმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში იოლი გამარჯვება მოიპოვა. მან ერთ წუთში თავისი საყვარელი ხელის მტკივნეული ილეთით ბერძენ ძიუდოისტს სძლია.

90კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი დაიცავს. იგი პირველ შეხვედრაში ნაკლებად ცნობილ ისლანდიელ ძიუდოისტს შეხვდება. მძიმე წონაში კი საქართველის სახელით ორი ძიუდოსტი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი იასპარეზებს. გურამი რუმინელს, ხოლო ლევანი ცნობილ ნიდერლანდელ ძიუდოისტს როი მეიერს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.