ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე 100კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთი მედალი აქვს (3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს) მოპოვებული, ამჯერადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ტურნირზე იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთო და ნიდერლანდელი სიმეონე კატარინა ვაზარით დაამარცხა. ილია სულამანიძისთვის მსოფლიოს პირველობა სადებიუტოა. ქართველმა პირველ ეტაპზე თურქ მეტოქეს ორი ვაზარით სძლია.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი კი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.