ლიპარტელიანი, სულამანიძე, ბექაური და ღვინიაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

​ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, საიდანაც მედლებისთვის ბრძოლას ხუთი მათგანი აგრძელებს.

მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ოთხი ქართველი ძიუდოისტი – ლიპარტელიანი, სულამანიძე, ბექაური და ღვინიაშვილი კი ნახევარფინალში იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.