ლიპარტელიანი კვლავ საუკეთესოა, ბექაური სამეულში პირველად მოხვდა - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებული რეიტინგი #TVSPORT
ლიპარტელიანი კვლავ საუკეთესოა, ბექაური სამეულში პირველად მოხვდა - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განახლებული რეიტინგი #TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებულ რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების 20 წლის წევრი, ლაშა ბექაური საუკეთესო სამეულში პირველად მოხვდა. რეიტინგში ქართველი სპორტსმენებიდან პირველ ადგილზე მხოლოდ ჩვენი გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანია.

გთავაზობთ საუკეთესო რეიტინგის მქონე ქართველ ძიუდოისტებს წონების მიხედვით:

– 60 კგ. წონით კატეგორია – ლუხუმ ჩხვიმიანი მე-12 ადგილი (3 792 ქულა).

-66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი – მესამე ადგილი (5 885 ქულა).

– 73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი – მე-12 ადგილი (3 985 ქულა)

-81 კგ. ტატო გრიგალაშვილი – მეოთხე ადგილი (5 571 ქულა)

-90 კგ. ლაშა ბექაური – მესამე ადგილი ( 5 782 ქულა). ამ წონით კატეგორიას ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ლიდერობს (8 311) ბექა ღვინიაშვილი მეექვსე პოზიციაზეა (5 141 ქულა)

-100 კგ წონით კატეგორიას სათავეში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი უდგას (7 086 ქულა)

+ 100 კგ. გურამ თუშიშვილი მეოთხე ადგილი (6 163 ქულა). საუკეთესო ათეულში მოხვდა გელა ზაალიშვილიც – მეცხრე ადგილი (4 703 ქულა)

ქალთა რეიტინგი

– 52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – 30-ე ადგილი (1786 ქულა)

– 57 კგ. ეთერ ლიპარტელიანი მე-16 ადგილი (3 034 ქულა)

-70 კგ. მარიამ ჭანტურია 51-ე ადგილი (693)

+ 78 კგ. სოფიო სომხიშვილი – 89-ე ადგილი (148 ქულა)