გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კონტრაქტი ქვეყნის საფეხბურთო კავშირთან, – ამის შესახებ ორგანიზაციის პრეს-სამსახურ იტყობინება.
58 წლის სპეციალისტთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2020 წლამდე იყო ძალაში. ასევე ახალი კონტრაქტები გაფორმდა ლიოვის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან: ასისტენტთან თომას შნაიდერთან და მეკარეების მწვრთნელთან ანდრეას კიოპკესთან – 2022 წლამდე, მწვთნელებთან ოლივერ ბირჰოფთან და მარკუს ზორგთან – 2024 წლამდე.
ლიოვმა გერმანიის ნაკრებში მუშაობა 2006 წელს დაიწყო, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა იურგენ კლინსმანი.