„ლიონში“ მიქაუტაძის არაოფიციალური დებიუტი საზონოვის „ტორინოსთან“ შედგა - წინ „არსენალთან“ მატჩია #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ პირველად ითამაშა „ლიონის“ შემადგენლობაში, რომელმაც საბა საზონოვის „ტორინოს“ სტუდ პიერი-რაჟონის სტადიონზე უმასპინძლა და მატჩი 0:0 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის და ახალ გუნდში გადასვლის გამო გიორგი „ლიონს“ დაგვიანებით შეუერთდა, ჯერ კონდიციების აღდგენას ცდილობს და ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.
თუმცა მიქაუტაძე მოედანზე 76-ე წუთზე ნიგერიელი თავდამსხმელის, გიფტ ორბანის ნაცვლად მაინც გამოჩნდა. საბა საზონოვს კი არ უთამაშია და ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
„ლიონი“ მომდევნო სპარინგმატჩს 3 აგვისტოს „უნიონ ბერლინთან“ ჩაატარებს, შემდეგ „ემირატების თასზე“ 11 აგვისტოს ლონდონის „არსენალს“ შეხვდება, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონს 18 აგვისტოს „რენთან“ გასვლითი დაპირისპირებით გახსნის.