„ლიონმა“ შეიძლება „ბორდოს“ ბედი გაიზიაროს - ნახევარმილიარდიანი ვალის გამო კლუბს მეორე დივიზიონში დაქვეითება ემუქრება #1TVSPORT
„ლიონი“, შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-დან გარიცხონ ფინანსური პრობლემების გამო.
კონტროლისა და მმართვის ეროვნულმა დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ „ლიონს“ აეკრძალა ტრანსფერების განხორციელება და შეეზღუდა სახელფასო ბიუჯეტის ოდენობა. უფრო მეტიც, კლუბს მიმდინარე სეზონის შემდეგ დააქვეითებენ მეორე დივიზიონში, თუ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდება.
უფრო ადრე „ლიონში“ გამოაცხადეს, რომ აქვთ ვალი 505.1 მილიონი ევროს ოდენობით. 2023 წლის ზაფხულში კლუბის მოღვაწეობა უკვე იყო კონტროლის ქვეშ, თუმცა „ლიონმა“ გაიარა ზაფხულის აუდიტორული შემოწმება გასული სეზონის ბოლოს.