„ლიონმა“ „აჟენი“ დაამარცხა - მჭედლიძემ ტრავმა მიიღო | ტოპ 14 [ვიდეო]
„ლიონმა“ „აჟენი“ დაამარცხა - მჭედლიძემ ტრავმა მიიღო | ტოპ 14 [ვიდეო]

საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ლიონი“ და „აჟენი“ დაუპირისპირდნენ. „ბორჯღალოსნების“ უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე აჟენელთა რიგებში მატჩის სტარტიდანვე ასპარეზობდა, ოღონდ მისთვის უჩვეულო, შემკვრელის (რვა ნომერი) პოზიციაზე.

დაპირისპირების მე-10 წუთზე ქართველმა მორაგბემ ფეხზე საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მჭედლიძეს მენჯის ძვალი აქვს დაზიანებული და დაახლოებით ერთი თვე იუქმებს.

შეხვედრა „ლიონელთა“ დამაჯერებელი გამარჯვებით – 52-20 დასრულდა. მასპინძლებმა „აჟენს“ შვიდი ლელო დაუდეს, თავად კი მხოლოდ სამი გაუშვეს. „ლიონის“ რიგებში დუბლი პალისონმა შეასრულა.

13 შეხვედრის შემდეგ „ლიონს“ 36 ქულა აქვს და ამჟამად მეოთხე ადგილზეა, თუმცა მის კონკურენტებს შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ. „აჟენი“ კი 17 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.