„ლიონისა“ და „მარსელის“ მატჩი ჩაიშალა - დიმიტრი პაიეს ბოთლი თავში მოარტყეს [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი „ლიონსა“ და „მარსელს“ შორის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ შეწყდა.
„მარსელის“ ნახევარმცველი დიმიტრი პაიე კუთხურის ჩაწოდებისთვის ემზადებოდა, როცა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი თავში მოხვდა. ფეხბურთელმა გონება დაკარგა და მას ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს.
მსაჯმა გუნდები გასახდელში გაუშვა. ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ მატჩი აღარ გაგრძელდებოდა.
მიმდინარე სეზონზე „მარსელი“ არაერთხელ გახდა გასვლით მატჩებზე ფანების აგრესიის მსხვერპლი. შვიდი ასეთი მატჩიდან სამჯერ გუნდის ფეხბურთელებს ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ.