„ლიონისა“ და „ლილის“ შეხვედრა ფრედ დასრულდა - მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ შეცვლაზე ითამაშა „ლილთან“ გასვლით მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა.
„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა შეტევაში ალეკსანდრ ლაკაზეტისა და რაიან ჩერკის დუეტი ათამაშა. მიქაუტძის უთამაშებლობის მიზეზი ისიც იყო, რომ წინა დღეებში გიორგი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მხოლოდ მატჩის წინა დღეს შეძლო სრული დატვირთვით ვარჯიში. „ლილთან“ ქართველი ფორვარდი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა.
„ლიონმა“ თამაში არადამაჯერებლად დაიწყო, დაცვაში არაერთი შეცდომა დაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთით „ლილმა“ მე-17 წუთზე ისარგებლა და ჯონათან დავიდმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში „ლიონმა“ დიდი ძალებით შეუტია და წონასწორობის აღდგენა რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა – 90+1-ე წუთზე წონასწორობა მალიკ ფოფანამ აღადგინა.
10 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 15 ქულა დააგროვა და და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა.