„ლიონის“ ვებგვერდი - მიქაუტაძემ და ბენრაჰმამ საერთო ენა სწრაფად გამონახეს #1TVSPORT
„ლიონის“ ვებგვერდი - მიქაუტაძემ და ბენრაჰმამ საერთო ენა სწრაფად გამონახეს #1TVSPORT

„ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის მზადებას ასრულებს. მწვრთნელი პიერ საჟი ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევას ცდილობს. კარგი ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძემ და ალჟირის ნაკრების თავდამსხმელმა, საიდ ბენრაჰმამ საერთო ენა სწრაფად გამონახეს. გუნდის მზადების შესახებ სტატიას კლუბის ვებგვერდი აქვეყნებს.

„როგორც ჩანს, გიორგი მიქაუტაძე „ლიონთან“ ადაპტაციას სწრაფად მოახერხებს. მან და საიდ ბენრაჰმამ საერთო ენა სწრაფად გამონახეს და ძმებივით არიან – მათ ხშირად ნახავთ ერთად, ეს მეგობრობა კი მოედანზე შეიძლება კარგ ურთიერთგაგებაში გადაიზარდოს.

მიქაუტაძის თქმით, ვარჯიშისას ბენრაჰმასთან ერთად რამდენიმე კომბინაციის დამუშავებაზე ივარჯიშეს და ეს კარგად გამოუვიდათ.

ჩემპიონატის პირველ ტურში „რენის“ წინააღმდეგ, ალექსანდრ ლაკაზეტის არყოფნაში, ორივე მეგობარი, სავარაუდოდ, მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს“, – აღნიშნულია „ლიონის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

29 წლის ალჟირელი თავდამსხმელი ბევრ ცნობილ კლუბში თამაშობდა – „ნიცაში“, „ბრენტფორდსა“ და „ვესტ ჰემში“, საიდანაც 2024 წელს „ლიონში“ გადავიდა.

საიდ ბენრაჰმა 2015 წლიდან ალჟირის ნაკრების წევრია და მისი ფორმით ჩატარებულ 25 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.