„ლიონი“ 10 ათასი ევროთი დაჯარიმდა
„ლიონი“ 10 ათასი ევროთი დაჯარიმდა

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბების სადისციპლინო კომისიამ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, „ლიონსა“ და „მარსელს“ შორის მატჩზე მომხდარი ინციდენტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„ლიონი” 10 ათასი ევროთი იმის გამო დაჯარიმდება, რომ დერბისთვის ფანატიკოსთა ფრთამ „ბედ გონს“ (Bad Gones) დაბეჭდა ფურცლები, რომელშიც ეწერა, რომ „მარსელი“ არის ქალაქი, სადაც შიდსი სუფევს.