„ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის კუთვნილმა თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა ბრიუსელის აეროპორტში.
ეს თვითმფრინავი არგენტინელმა ფეხბურთელმა ორი წლის წინ 13 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც HLN იუწყება, მესის თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
ირკვევა, რომ თვითმფრინავი ტენერიფესკენ მიფრინავდა. არაფერს წერენ იმის შესახებ, იყო თუ არა ბორტზე თავად მესი.