რამდენიმე ესპანური წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. 32 წლის არგეტინელმა ბარძაყი „ვილიარეალთან“ ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში დაიზიანა. ახლა, ლეოს ერთი თვის გამოტოვება ემუქრება.
დიდია იმის ალბათობა, რომ მესი ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრაში „ინტერისა“ და „სლავიას“ წინააღმდეგ. ასევე სათუოა ფორვარდის მონაწილეობა ელ კლასიკოში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.