კურორტ იბიცაზე, „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის კუთვნილ სასტუმროში, ოთხდღიანი ლესბოსური სექს-ფესტივალი გაიმართება.
როგორც ბრიტანული გაზეთი „მირორი“ (Mirror) წერს, ფესტივალი 27 დეკემბერს დაიწყება და კვირას, 30 დეკემბერს დასრულდება. მისი მონაწილეები იქნებიან ქალები, რომლებიც შედიან Skirt Club-ის შემადგენლობაში. ეს არის დახურული ჯგუფი, სადაც მამაკაცები არ დაიშვებიან.
„დაახლოებით 100 ქალი ერთიანდება ამ სამოთხის კუნძულზე, რათა განადიდოს სიყვარული, ვნება და სექსუალური დამოუკიდებლობა“, – ამბობს Skirt Club-ის წარმომადგენელი.
მესიმ Hotel MiM Ibiza 2017 წელს 26 მილიონ ფუნტად შეიძინა.
არგენტინელის სასტუმროში ერთი ღამე სტუმარს 525 ფუნტი უჯდება.