სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CONMEBOL) გადახედავს არგენტინის ნაკრების ფორვარდ ლიონელ მესის სასჯელს იმ განცხადებებისთვის, რომლებიც 2019 წლის კოპა ამერიკას დროს ჰქონდა.
ორი დღის წინ, კონმებოლმა „ბარსელონას“ ლიდერს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, აგრეთვე, 1500 დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მაგრამ „თი ვაი სი სპორტსის“ (TyC Sports) ცნობით, კონფედერაციის ხელმძღვანელობამ, შესაძლოა გაზარდოს მესის დისკვალიფიკაცია ექვს თვემდე. უცნობია, რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ჩილეს ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატჩში მიიღო წითელი ბარათი, შეხვედრის შემდეგ კი კორუფციაში დაადანაშაულა კონმებოლი. ამისთვის მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელოდა, მაგრამ არგენტინელმა ბოდიში მოიხადა, რათა სერიოზული სანქციები აეცილებინა თავიდან.