ლიონელ მესის საკუთარი თვითმფრინავი ეყოლება
ლიონელ მესის საკუთარი თვითმფრინავი ეყოლება

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ 15 მილიონ ევროდ კერძო თვითმფრინავი შეიძინა – Gulfstream V, რათა ოჯახთან ერთად არგენტინაში და უკან, ესპანეთში იფრინოს. ამის შესახებ წერს არგენტინული გამოცემა Doble Amarilla.

ეს თვითმფრინავი 16 ადამიანს იტევს. მგზავრებისთვის იქ არის ორი სააბაზანო და ორი სამზარეულო. „კუდზე“ თვითმფრინავს აწერია ციფრი 10 – მესის სათამაშო ნომერი. ასევე ლეომ მოისურვა, რომ ტრაპის თითოეულ საფეხურზე ეწეროს მისი ოჯახის წევრების სახელები.

ამ მომენტისთვის, თვითმფრინავი ბუენოს აირესის აეროპარკშია.