რესტორანი არგენტინაში, რომელიც „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ეკუთვნის, აქციას გამართავს ღარიბი ადამიანების დასახმარებლად.
ქალაქ როსარიოს რესტორანი, რომელსაც „ვი აი პი“ (VIP) ჰქვია, უფასოდ გაუმასპინძლდება ღარიბებს ყოველდღე, საღამოს, ორი საათის განმავლობაში.
„ზოგიერთებს ვთავაზობთ ყავას და სხვა სასმელებს. ხანდახან ღვინოსაც კი. ბევრი ადამიანი მოდის, პატივისცემას გამოხატავენ და მადლობას გვიხდიან“, – ამბობს რესტორნის მენეჯერი არიელ ალმადუ.
ეს აქცია 15 დღე გაგრძელდება.