ლიონელ მესის მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი „ბარსელონაში“ აღარ ითამაშებს #1TVSPORT
ხორხე მესი, ლიონელ მესის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი კატალონიურ კლუბში აღარ დაბრუნდება.
„არ მგონია, რომ ლეო „ბარსელონაში“ დაბრუნდება. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდები. ამასთან, ჩვენ არ გვისაუბრია პრეზიდენტ ლაპორტასთან, არც „ბარსელონას“ სხვა წარმომადგენლებისგან მიგვიღია შემოთავაზება“, – ციტირებს ხორხე მესის სიტყვებს Sport.es-ი.
ლიონელ მესის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
არგენტინის ნაკრების 35 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს შემაგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.