ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „სელტასთან“ 2:2-ის შემდეგ, „ბარსელონამ“ ზედიზედ მეორე მატჩში ვერ შეძლო მოგება. კატალონელთა რიგებში ორივე გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, ლიონელ მესი კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში უგოლოდ დარჩა.
როგორც პორტალმა „სკუოკამ“ (Squawka) გაარკვია, მესიმ ესპანეთის პირველობაზე „ბარსელონას“ ბოლო ორ მატჩში 14 დარტყმა შეასრულა, მაგრამ ზუსტი არც ერთი არ ყოფილა.
2019-20 წლების სეზონში არგენტინელს 35 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა, 26 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი პასი შეასრულა.