არგენტინის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს წევრმა გუსტავო აბრეუმ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ლიონელ მესი ბოდიშს მოუხდის სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციას (CONMEBOL).
„კოპა ამერიკაზე“ მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია კორუფციაში დაადანაშაულა. არგენტინელი უკმაყოფილო იყო მსაჯობით ბრაზილიასთან ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში.
„ვურჩევ მესის ბოდიში მოიხადოს, რადგან ისინი მის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას აპირებენ. მან ბოდიში უნდა მოიხადოს, რათა სასჯელი აიცილოს თავიდან“, – განაცხადა აბრეუმ „ტოი სპორტსთან“ (TOI Sports) კომენტარში.
ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ მესის თავისი განცხადებებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.