ლიონელ მესის „ბარსელონას“ პრეზიდენტის წასვლა და ჩავის მწვრთნელად დანიშნა სურს
ცნობილი გახდა „ბარსელონას“ კაპიტნის, ლიონელ მესის სურვილები თავისი ამჟამინდელი კლუბის მომავალთან დაკავშირებით.
როგორც ტელეარხი El Chiringuito წერს, 32 წლის ფეხბურთელს სურს, რომ კლუბის დღევანდელმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ დატოვოს თავისი პოსტი. ასევე ფორვარდის სურვილია – მთავარი მწვრთნელის პოსტზე იხილოს ყოფილი პარტინორი ჩავი ერნანდესი, რომელიც დღეს ყატარის „ალ-სადის“ დამრიგებელია.
შეგახსენებთ, რომ ფორვარდს კონფლიქტი აქვს „ბარსელონას” დირექტორთან ერიკ აბიდალთან. მესი აღშფოთებული დარჩა აბიდალის ინტერვიუთი, რომელშიც ფრანგმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერნესტე ვალვერდეს გაშვების პროვოცირება მოახდინეს. ფორვარდმა ყოფილ პარტნიორს კონკრეტული გვარების დასახელება მოთხოვა.