არგენტინის მთავრობამ დაადგინა, რომ ნებისმიერმა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპიდან გამოიძახებენ ეროვნულ გუნდში, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვალდებული იქნება 14 დღე კარანტინი გაიაროს.
„ევროპაში მოთამაშე ნებისმიერი არგენტინელი ფეხბურთელი იზოლირებული უნდა იყოს 14 დღით”, – მოჰყავს არგენტინის ტურიზმისა და სპორტის მინისტრის მატიას ლამენსის სიტყვები TyCSports-ს.
რამდენიმე არგენტინელ ლეგიონერს მართლაც მოუწევს ძალიან მალე სამშობლოში გამგზავრება, რადგან მარტის ბოლოს იწყება მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი სამხრეთ ამერიკის ზონაში. გამოძახებულებს შორის არის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესიც.