ლიონელ მესის ამ სეზონში ტოპ-გუნდების წინააღმდეგ გოლების გატანა უჭირს
სტატისტიკური ლაბორატორიის ProFootballDB-ის მონაცემებით, „ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ პრიმერას მიმდინარე სეზონში გატანილი 21 გოლიდან 17 სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდებს გაუტანა.
არგენტინელ ფორვარდს მხოლოდ ოთხი გოლი აქვს ლა ლიგას TOP10-ის გუნდების წინააღმდეგ: მესიმ გაუტანა „ატლეტიკოს“, „სევილიას“, „სოსიედადსა“ და „გრანადას“. შედარებისთვის, გასულ სეზონში ლეოს 18 გოლი დაუგროვდა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებთან.
ასევე საინტერესოა, რომ ამ სეზონში მესის გოლების 57 პროცენტი მოდის „ბარსელონას“ ოთხ საშინაო მატჩზე – „ვალიადოლიდის“ (5:1, 2 გოლი), „სელტას“ (4:1, 3 გოლი), „მალიორკას“ (5:2, 3 გოლი) და „ეიბარის“ (5:0, 4 გოლი) წინააღმდეგ.