ლიონელ მესიმ ტიტულის დაცვა გოლით დაიწყო - მსოფლიო თასი 2026, სამხრეთ ამერიკის შესარჩევი, I ტური [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლიონელ მესის ბოლო 13 მატჩში საკლუბო და სანაკრებო დონეზე 13 გოლი და ხუთი შედეგიანი პასი აქვს.
* მესი 89-ე წუთზე შეცვალეს. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, როცა არგენტინის ნაკრების ოფიციალურ მატჩში მესიმ ნაადრევად დატოვა მოედანი. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მან დუბლი შეასრულა ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ და შემდეგ მოედანი 63-ე წუთზე რიკი ალვარესს დაუთმო.
* არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში 22-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. სამხრეთ ამერიკაში რეკორდი ბრაზილიის ნაკრებს ეკუთვნის – 34 მატჩი წაუგებლად (სერია მოქმედია). მსოფლიო რეკორდის მფლობელია ესპანეთი – 1993-2021 წლებში მან ზედიზედ 66 მატჩი არ წააგო მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში.
I ტური
პარაგვაი-პერუ 0:0
კოლუმბია-ვენესუელა 1:0
გოლი: 1:0 ბორე (46)
არგენტინა-ეკვადორი 1:0
გოლი: 1:0 მესი (78)
არგენტინა: ე. მარტინესი, მოლინა, ოტამენდი, რომერო, ტალიაფიკო, დე პაული, მაკალისტერი (77. პარედესი), ფერნანდესი, გონსალესი (62. დი მარია), მესი (89. პალასიოსი), ლ. მარტონესი (77. ალვარესი).