ლიონელ მესიმ საგოლე პასი ბუცის გარეშე შეასრულა (ფოტო)
ლიონელ მესიმ საგოლე პასი ბუცის გარეშე შეასრულა (ფოტო)

“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ საგოლე პასი მისცა ალეიშ ვიდალს “რეალის” წინააღმდეგ შეხვედრაში. უცნაური ამ ამბავში ის არის, რომ გადაცემის მომენტში, არგენტინელს ბუცი არ ეცვა. რატომ დარჩა მესი ნახევრად ფეხშიშველი უცნობია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ჩანაფიქრის შესრულებაში.

“რეალის” კარში ერთი გოლი ლიონელმა თავად გაიტანა და მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 17 გოლი დაუგროვდა. “რეალისთვის” ამდენი გოლი ისტორიაში არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი.


ამასთან, არგენტინელს “ბარსელონას” რიგებში 526 გოლი დაუგროვდა. მესიმ გაუსწრო მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ ფორვარდს გერდ მიულერს ერთი კლუბის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით.


ამ მხრივ, ევროპული რეკორდი იოზეფ ბიჩანს ეკუთვნის, რომელმაც პრაღის “სლავიაში” 1934-49 წლების პერიოდში 534 გოლი გაიტანა. მსოფლიოს რეკორდის მფლობელი კი პელეა. მან “სანტოსში” 643 გოლი დაუგროვდა.