ლიონელ მესიმ პელესა და კრიშტიანო რონალდოს ბომბარდირული რეკორდი მოხსნა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მერვე ტურში „ლიონის“ (1:0) წინააღმდეგ კარიერაში 672-ე გოლი გაიტანა გამოყენებული პენალტების გაუთვალისწინებლად.
როგორც Scoreboard Survey-ის „ტვიტერი“ წერს, 35 წლის არგენტინელმა გააუმჯობესა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოსა და ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს რეკორდი. თითოეულს რეალიზებული 11-მეტრიანების გაუთვალისწინებლად 671 გოლი აქვს გატანილი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მესის ამ მიზნის მისაღწევად 150 მატჩით ნაკლები დასჭირდა, ვიდრე რონალდოს.
ამ სეზონში ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 11 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.