ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთის“ ოთხი მთავარი პრეტენდენტი დაასახელა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაასახელა ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებენ 2021 წელს „ოქროს ბურთის“ მოპოვებას.
„ჩემს გუნდში ორი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც უყოყმანოდ მოვცემდი ხმას: ნეიმარი და კილიან მბაპე. შემდეგ მოდის რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც შესანიშნავი წელი ჰქონდა. და კიდევ ქარიმ ბენზემა – ის ბრწყინვალე იყო“, – განაცხადა არგენტინელმა გაზეთ „ეკიპისთვის“ მიცემულ კომენტარში.
2021 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია პარიზში 5 დეკემბერს გაიმართება.