„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მესის კონკურენტს, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს, საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ხუთი გოლის გატანა სჭირდებოდა არგენტინელის გასასწრებად, მაგრამ ფრანგმა მხოლოდ ერთი გაუტანა „რეიმსს“.
მესიმ „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიპოვა (2010, 2012, 2013, 2017, 2018 და 2019).
2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 72 (36 გოლი x 2.0)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 64 (33 გოლი x 2.0)
3. ფაბიო კვალიარელა (სამპდორია) – 52 (26 გოლი x 2.0)
4. მბაიე დიანი (გალათასარაი) – 45 (30 გოლი x 1.5)
5-11. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. დუვან საპატა (ატალანტა) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. სადიო მანე (ლივერპული) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. კშიშტოფ პიონტეკი (ჯენოა/მილანი) – 44 (22 გოლი x 2.0)
5-11. ნიკოლა პეპე (ლილი) – 44 (22 გოლი x 2.0)
12-17. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 42 (21 გოლი x 2.0)
12-17. ლუკ დე იონგი (ეინდჰოვენი) – 42 (28 გოლი x 1.5)
12-17. ლუის სუარესი (ბარსელონა) – 42 (21 გოლი x 2.0)
12-17. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) – 42 (21 გოლი x 2.0)
12-17. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 42 (21 გოლი x 2.0)
12-17. დუშან ტადიჩი (აიაქსი) – 42 (21 გოლი x 2.0)
18. იაგო ასპასი (სელტა) – 40 (20 გოლი x 2.0)
19. კრისტიან სტუანი (ჟირონა) – 38 (19 გოლი x 2.0)
20. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 36 (18 გოლი x 2.0)
„ოქროს ბუცი“ ყოველწლიურად გადაეცემა ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რიცხვი მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე.