ბარსელონაში „ოქროს ბუცის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
2018-19 წლების სეზონში ევროპის ქვეყენების ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის პრიზი „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ მიიღო. არგენტინელი უეფაში შემავალი ქვეყნების პირველობების საუკეთესო ბომბარდირი მეექვსედ გახდა და ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენია.
მესისთვის პრიზის გადასაცემად, სცენაზე მისი შვილები – ექვსი წლის ტიაგო და ოთხი წლის მატეო ავიდნენ და მამას „ოქროს ბუცი“ სწორედ მათ გადასცეს.
გასულ სეზონში არგენტინელმა ლა ლიგაში 36 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე გავიდა კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“) 33 გოლით და მესამეზე – ფაბიო კვალიარელა („სამპდორია“) 26 გოლით.
ლიონელ მესის „ოქროს ბუცი“ 2010, 2012, 2013, 2017 და 2018 წლებში აქვს მიღებული.