„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ შეადგინა ახალგაზრდა მოთამაშეების სია, რომლებსაც მსოფლიოს ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავებად მიიჩნევს. არგენტინელმა თითოეული მოთამაშე მოკლედ დაახასიათა. ამასთან, ჩამონათვალში არ აღმოჩნდა „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი, რომელიც წლევანდელ სეზონში ევროპული ფეხბურთის მთავარი აღმოჩნა გახდა, აგრეთვე, მესის თანაგუნდელი ანსუ ფატი.
ლიონელ მესის რჩეულების სია:
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – განაპირა მცველი, რომელიც ბრწყინვალედ მიდის შეტევაში.
კრისტიან პულიშიჩი (ჩელსი) – მას შესანიშნავი ბალანსი და მოხერხებულობა აქვს.
მეისონ მაუნტი (ჩელსი) – მინახავს მისი თამაში, შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – მას უდიდესი ნიჭი გააჩნია.
ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – მცველების მოტყუების შთამბეჭდავი უნარი აქვს.
ლუკა იოვიჩი (რეალი) – ჯადოსნური მოთამაშეა.
კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) – გასაოცარია, რამდენად მშვიდია კარის წინ.
ედერ მილიტაო (რეალი) – ფენომენალური ნიჭი.
უსმან დემბელე (ბარსელონა) – გაშინებს ვარჯიშისას მისი უნარები.
უსემ აუარი (ლიონი) – მშვიდია და შესანიშნავი ტექნიკა აქვს.
ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე, ვინც მის ასაკში მინახავს.
ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოში.
კილიან მბაპე (პსჟ) – ძალიან სწრაფი და ძალიან სახიფათო მოთამაშე.
ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – ძალიან ნიჭიერი განაპირა მცველი, რომელიც ძალიან ბევრ საგოლე გადაცემას ასრულებს.
ბენჟამენ პავარი (ბაიერნი) – შესანიშნავი დაცვითი მოთამაშე, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს.