„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ფლორიდაში უძრავი ქონების მფლობელი გახდა.
„რეალტორის“ (Realtor) ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა 5 მილიონ დოლარად შეიძინა ბინა მაღალსართულიან ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც მაიამის რაიონ სანი აილს ბიჩზე მდებარეობს. ცილინდრის ფორმის „კოშკს“ 60 სართული აქვს და ოკეანის სანაპიროდან 30 მეტრის მოშორებით არის აშენებული. მესის აპარტამენტები 47-ე სართულზეა განთავსებული.
შენობაში სულ 132 ბინაა. თითოში არის სამი საძინებელი და ოთხი სააბაზანო. გარდა ამისა, ბინები აღჭურვილია ავტომობილებისთვის ინდივიდუალური ლიფტებით, რომლებიც ასრულებს ადამიანის გადაადგილების ფუნქციას მანქანიდან ბინაში, პარკირებაზე გადასვლის გარეშე.