მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. ლიონელ მესიმ პირველი გოლი გაიტანა ლიგა 1-ში.
„პარი სენ-ჟერმენმა“ რიცხობრივ უმცირესობაში დაამარცხა „ნანტი“ – 3:1. კარიერაში თავისი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა კილიან მბაპემ – წუთსა და 41-ე წამზე. 65-ე წუთზე მსაჯმა პარიზელთა მეკარე კეილორ ნავასი გააძევა. ამის შემდეგ, „ნანტმა“ ორი გოლი გაიტანა – ერთი მეტოქის და მეორე საკუთარ კარში. 87-ე წუთზე მესიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
არგენტინელს 19 დარტყმა დასჭირდა იმისთვის, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაეტანა.