ლიონელ მესიმ კარიერაში 50-ე ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდი“5:1 გაანადგურა. მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე პასი ლიონელ მესიმ მიითვალა.
არგენტინელმა ერთი ბურთი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს მესის კარიერაში საჯარიმოდან გატანილი 50-ე გოლი იყო.
ზუსტად შესრულებული 50 საჯარიმოდან, 44 მესიმ „ბარსელონაში“ გაიტანა, ექვსი – არგენტინის ნაკრებში.
ბოლო ხუთ სეზონში მესის 20 საჯარიმო დაუგროვდა. „ბარსელონა“ კი 22 ქულით ლა ლიგას ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) 29 October 2019