„ბარსელონას“ არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ თავის კარიერაში 250-ე საგოლე პასი გააკეთა, იუწყება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის მატჩში კატალონიელებმა ბილბაოს „ატლეტიკი“ 1-0 დაამარცხეს და ერთადერთ გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.
„ბარსელონას“ ახლა 68 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე 65 ქულით მყოფ „რეალ მადრიდს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.
რაც შეეხება ლიონელ მესის, მან მიმდინარე სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მომდევნო ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „სელტას“ შეხვდება.