ლიონელ მესიმ ისტორიაში პირველმა „გოლი+პასი“ სისტემით 1000 ქულა დააგროვა
2019-20 წლების სეზონში „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ჯერჯერობით გუნდური ტიტულის გარეშე რჩება, სამაგიეროდ, არგენტინელს ინდივიდუალური წარმატებები აქვს – ის გახდა ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი და თან „გოლი+პასი“ სისტემით კარიერაში 1000 ქულა დაუგროვდა. აქ იგულისხმება მატჩები საკლუბო და სანაკრებო დონეზე.
ლეომ „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში 703 გოლი გაიტანა და 298 შედეგიანი პასი შეასრულა – ის პირველი პროფესიონალი მოთამაშეა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. კარიერაში მისი მთავარი კონკურენტი კრიშტიანო რონალდო ჩამორჩება არგენტინელს – პორტუგალიელს 732 გოლი და 234 პასი აქვს, – წერს „მუნდო დეპორტივო“.