“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ კუნძულ იბისაზე სასტუმრო ‘ეს ვივე’ (Es Vive) შეიძინა. არგენტინელმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და საკუთარი ბრენდი, MM გააფართოვა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Sun წერს.
სასტუმრო კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანაპირო ‘ფიგერეტასზე’ მდებარეობს და 52 მდიდრული ნომრისგან, აუზისგან და სახურავზე ბარისგან შედგება. ბრიტანელმა დიზაინერმა შონ კოკრეინმა 2014 წელს შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა გასული საუკუნის 40-იანი წლების არ-დეკოს სტილში.
ერთი დღე-ღამით ნომრის ფასი 260-დან 600 ევრომდე მერყეობს.